საოცარი მწვანე მალამო_ სამკურნალო თვისებები

მალამო დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ოფიციალურ მედიცინაში ცნობილი შვიდი, ერთმანეთის მოქმედების გამაძლიერებელი სამკურნალო მცენარეების ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, გვირილა, გულყვითელა, ფარსმანდუკი, კრაზანა, ევკალიპტი) და ნატურალური კომპონენტებისაგან („A“ ვიტამინით მდიდარი ყვითელი თაფლის სანთელი და უმაღლესი ხარისხის 100%-იანი ნატურალური ზეითუნის ზეთი).

წარმოების ამ წესს მკაცრად ვიცავთ, რაც უზრუნველყოფს მალამოს მაღალ ხარისხს და ეფექტიანობას.

მალამოს წინაკლინიკური გამოკვლევები ჩატარდა საერთაშორისო GLP პროგრამით. რომლითაც დადგინდა, რომ „მწვანე მალამო“, სხვა ანალოგიურ მალამოებთან შედარებით, ჭრილობების შეხორცებას 42-50%-ით აჩქარებს.

ექიმი ქირურგი ზურაბ ჩიხრაძე:
უმძიმესი ტრამვირებული ხელის მტევნით შემოვიდნენ პაციენტები. მკურნალობა დავიწყე მწვანე მალამოთი. რამოდენიმე დღეში მივიღე გასაოცარი შედეგი.
იხილეთ სურათები

კლინიკური აპრობაცია ჩატარდა საქართველოს წამყვან კლინიკებში 500-ზე მეტ ავადმყოფზე.

კლინიკური კვლევები ჩატარებულია სტომატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.

დაპატენტებულია აშშ-ში, ისრაელსა და ევროპის 18 ქვეყანაში.

კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული და რეგენერაციის მასტიმულირებელი (შეხორცების დამაჩქარებელი) მოქმედება. გამოიყენება ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანების, I, II,III ხარისხის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, საშვილოსნოს ეროზიის, ნაწოლების, ბუასილის კვანძების ანთების საწინააღმდეგოდ, ახალშობილთა გამოყელვის დროს. წარმატებულია სტომატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.

გამოიყენება:

ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების, (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა პირველი, მეორე, მესამე–ა ხარისხის, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.

გარდა ინსტრუქციაში მითითებული სამკურნალო თვისებებისა,         
“მწვანე მალამო” სწრაფად ალაგებს გარუჯვის შედეგად            
  განვითარებულ დამწვრობას.                     
აღნიშნული წინაპირობა  „მწვანე მალამოს“ სანდოობის და მაღალეფექტიანობის გარანტიაა.

შემადგენლობა:

ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, კრაზანა, გულყვითელა, გვირილა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი, ზეითუნის ზეთი, თაფლის სანთელი.

 ფარმაკოლოგიური თვისებები: მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების პროცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. გამოიყენება: ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანიდაზიანებების(ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა ა ხარისხის, I,II, III (მათ შორის ნამზეურის შედეგად განვითარებული), ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ. ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.

პარადონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებადი დაავადებების სამკურნალოდ: ქეილიტებისა და გლოსიტების კომპლექსური მკურნალობისას; ენდოდონტიურ პრაქტიკაში, პულპიტების და პერიოდონტიტების დროს ინტრაკორონალური მედიკამენტოზური მკურნალობის მიზნით; ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიაში ქსოვილთა რეგენერაციისთვის.

მოქმედების მექანიზმი: მალამოს ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მისი მოქმედების შედეგად ხდება კაპილარების განვლადობის და, აქედან გამომდინარე, შეშუპების შემცირება, უჯრედული იმუნიტეტის აქტივაცია, ფაგოციტოზის პროცესების გაძლიერება, T  ლიმფოციტების რაოდენობის მომატება.

მწვანე მალამოს საოცრება მე ჩემ თავზე გამოვცადე. ავტომობილში გაზის ავზი ამიფეთქდა და სახე მთლიანად დამეწვა. სასოწარკვეთაში ჩავვარდი, ვიფიქრე რომ აღარაფერი მეშველებოდა. პირველ წუთებში საავადმყოფოში გამიკეთეს ნიღაბი. მეორე დღესვე ახლობლებმა მირჩიეს მწვანე მალამოს გამოყენება. მიუხედავად, ექიმის თხოვნისა, გამომეყენებინა სხვა წამალი, მე მოვითხოვე მწვანე მალამოთი მკურნალობა. ძალიან მალე ამ მალამომ მართლაც საოცარი შედეგი მომცა, მოკლე ხანში სრულად ალაგდა დამწვრობის კვალი. აქვე გთავაზობთ მწვანე მალამოთი მკურნალობის პროცესის ფოტოებს პირველი დღიდან მეოცე დღის ჩათვლით, დანარჩენი თავად განსაჯეთ!

მალამოს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგი ჯგუფის მიკრობების მიმართ: Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Streptococcus fecalis, Psevdomonas aeruginosa, E col.

უკუჩვენება: არ აღინიშნება. გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური ზემგრძნობელობა, რომელიც მალამოს გამოყენების შეწყვეტისთანავე ქრება.

მალამოს გამოყენების წესი: ჭრილობისა და დამწვრობის არეში, რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ, კეთდება ნახვევი მალამოს 2-3 მმ სისქის ფენით დღეში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის დროს კეთდება ტამპონი 12 საათში ერთხელ. შენახვის ვადა და პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა ორი წელი.

იკითხეთ აფთიქებში!

მალამოს შესახებ თქვენთვის საინტერესო კითხვების გაჩენის შემთხვევაში

დაგვიკავშირდით: 599 50 23 41/ 599 71 07 71

გისურვებთ ჯანმრთელობას!

სანდრო ყოჩიაშვილი