აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებისტატიები

შემოდგომაზე თუთის მცენარის გაუხეშებული ფოთლიდან არატრადიციული საკვების (ნეკრის) დამზადების პერსპექტივები მეცხოველეობაში.

მკვლევართა მოსაზრებით, დედამიწაზე, თუთის მცენარე, მრავალმხრივი გამოყენების თვალსაზრისით, უპირველესია ყველა მცენარეთა შორის.
მეაბრეშუმეობის სამყარო, საუკუნეთა მანძილზე თანმიმდევრულად იყენებდა თუთის სასარგებლო თვისებების შესაძლებლობებს და უდიდეს წარმატებებს მიაღწია სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა სფეროში.
საქართველოში, დამპყრობლები ხალხის დამონებისა და ქვეყნის ეკონომიკურ დაცემას თუთის ნარგაობის გაჩეხვით ცდილობდნენ.
ისლამური რელიგია, თუთის მცენარის თაყვანისცემის ტრადიციით სარგებლობდა. მეაბრეშუმეობის ცნობილი მკვლევარის ს. სალიმდჟანოვის თქმით თუთის ნაყოფი ისეთივე აუცილებელია ტაჯიკებისათვის, როგორც ჩინელისათვის _ ბრინჯი, რუსისათვის _ კარტოფილი და ა.შ.
საქართველოში თუთის მცენარის მრავალმიზნობრივი გამოყენების მდიდარი ტრადიცია არსებობს განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოში (ასპინძა, ადიგენი, ახალციხე), მაგრამ სადღეისოდ საკმარისი არ არის.
გასული საუკუნის  50-იანი წლების  მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირში მეაბრეშუმეობის განვითარების ათწლიანი გეგმის  შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში საექსპორტოდ მზადდებოდა 320 ცენტნერი თუთის თესლი. მათ შორის მარნეულში (შულავერი) 83%, ხოლო დანარჩენი მოდიოდა ლაგოდეხის, ხობის, გურჯაანის, ცხაკაიას და აბაშის რაიონებში.
დღევანდელ ეტაპზე, თუთის უნიკალური თვისებების მიზნობრივი გამოყენება. მეტად აქტუალურია და  სახელმწიფო მნიშვნელობის  ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ. პრობლემასთან დაკავშირებით ამჯერად შევეხებით მხოლოდ შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლისაგან მეცხოველეობის (არატრადიციული) საკვებად (“ნეკერი”)
გამოყენების შესაძლებლობას და ეკონომიკურ ეფექტიანობას.
მეაბრეშუმეობაში საშუალოდ ყოველ 1000 (ათას) ტონა ცოცხალი პარკის წარმოებაზე იხარჯება საშულოად 20,0 ათასი ტონა ქორფა ფოთოლი, ხოლო შემოდგომაზე, ზრდასრული გაუხეშებული ფოთლების საერთო მასა გაცილებით მეტია და გამოუყენებლად იკარგება.
ჩვენი გაანგარიშებით, შემოდგომაზე გაუხეშებული 20,0 ათასი ტონა ფოთლის 40% რომ დავამზადოთ, მივიღებთ 8,0 ათას ტონა ნედლეულს, რაც ტოლფასია (50%) 4,0 ათასი ტონა მშრალი ნივთიერების ანუ 2,7 ათასი ტონა (0,68%) სრულფასოვანი საკვები ერთეულის, რითაც დიდად გაუმჯობესდება ქვეყნის მეცხოველეობის საკვები ბალანსი.
მოტანილი მასალების ანალიზიდან  ჩანს, რომ შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთოლი, საზრდო ნივთიერებების  შემცველობით არა მარტო მდელოს თივაზე მაღლა დგას, არამედ სამყურას და იონჯას შესაბამის მაჩვენებლებსაც კი აღემატება 20,4 და 20,5%-ით.
შემოდგომაზე, თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში საკვებად (“ნეკერი”) გამოყენების მიზნით პირველად დაზვერვითი სამუშაოები დაწყებული იქნა 90-იან წლების მეორე ნახევარში აჭარის ა/რ ქედის რაიონის  სოფ. მერისში. შესწავლილი იყო  “ნეკრის” დამზადების (რცხილა, წიფელი, ცაცხვი) ტრადიციები, ცხოველებისათვის მიწოდების წესი და განისაზღვრა მისი როლი საკვები ბალანსის მკაცრი დეფიციტის შევსების საქმეში.
“ნეკრის” დამზადების ტრადიციული წესების  გაცნობის შემდეგ, შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის ქიმიური შედგენილობის შესწავლა დაიწყო 1997 წელს მეაბრეშუმეობის ს/კ ინსტიტუტის  ქიმიურ ლაბორატორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას აღჭურვილობით მეცხოველეობისათვის საკვების წარმოებასთან არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი, მაინც საყურადღებო მასალების მოპოვება მოხერხდა. სახელდობრ, შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლის კვებითი ღირებულება განისაზღვრა რამდენიმე დასახელების (საერთო ტენი, მშრალი ნივთიერება, უჯრედანა, ნედლი ცხიმი, საერთო შაქარი, საერთო აზოტი, პროტეინი, უაზოტო ექსრტაქტული ნივთიერება, ნაცარი) მახასიათებლით. მართალია ამას მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოხერხდა ისეთი ძირითადი საკვები ელემენტების გამოყოფა, რომელიც განსაზღვრავენ ცხოველებისათვის მიწოდებული საკვების ყუათიანობის მნიშვნელობას, რამაც განსაზღვრა კიდეც ჩვენი მუშაობის შემდგომი მიმართულება.
დიღმის მეთუთეობის ექსპერიმენტულ ბაზაში ჩატარებული მუშაობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 1.
შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ფოთლის ქიმიური შედგენილობის მაჩვენებლები

 

## ნიმუშის დასახელება ნიმუშის აღების დრო მშრალი ნივთიერება

%

საერთო ტენი

%

ჰარერმშრალი თუთის ფოთლის კომპონენტი – %
უჯრედანა ნედლი ცხიმი საერთო შაქარი საერთო აზოტი პროტეინი ნაცარი
1 გრუზია

(ნაკვეთი1)

20/X

1997წ.

42,09 57,91 10,6 26,2/

0,62

2,38 _ _ 13,75
2 ნაკვეთი2 20/X

1997წ

37,64 62,36 14,5 45,0/

1,1

2,11 _ _ 12,83
3 ნაკვეთი3 20/X

1997წ

33,95 66,05 12,4 35,6/

1,07

2,71 _ _ 12,14
4 გრუზია

(ნაკვეთი1)

3/XI

1997წ

37,75 62,4 14,5 24,3/

0,64

2,5 _ _ 22,61
5 ნაკვეთი 2 20/XI

1997წ

37,74 62,26 13,8 44,0/

1,1

2,6 _ _ 24,23
6 ნაკვეთი 3 30/XI

1997წ

 

მცენარეზე ფოთლები უკვე აღარ იყო

მართალია, წარმოდგენილი მასალები სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მაინც შესაძლებლობა მოგვეცა გვეფიქრა შემოდგომაზე თუთის გაუხეშებული ფოთლის მეცხოველეობაში არატრადიციული (“ნეკერი”) საკვები წარმოების  დაწყების შესაძლებლობის შესახებ.
ცხრილში მოტანილი მასალებიდან  გაირკვა, რომ გვიან შემოდგომაზე  ფოთლის ქიმიური შედგენილობა დამზადების ვადების  გათვალისწინებით ერთგვარად იცვლებოდა, მაგრამ მისი გამოყენება ყოველმხრივ გამართლებულია
მთიან აჭარაში. “ნეკერის” არატრადიციული ნედლეულის მომზადების მიზნით, ქედის რაიონის სოფ. მერისის ფერმერ გ. თურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე  გაშენდა  25 ძირი თუთის მცენარე (გრუზია, ნატა, ტრიპლოიდი 13 – 3 ძირი), ფორმა #3, ფორმა #9, დანაკვთული ფოთლიანი ფორმა და ფორმა ხ; ნარგაობა ძალიან კარგად იყო განვითარებული და დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეც ჯერჯერობით არ შეიმჩნეოდა.
მითითებული ნაკვეთიდან აღებული  შემოდგომაზე თუთის  გაუხეშებული ფოთლის ბიოლოგიური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში 2.

თუთის ფოთლის ბიოლოგიური ანალიზი

 

 

#

მშრალი ნივთიერება პროტ. უჯრედ. ცხიმი უენ ნაცარი P Ca მონელებადობა %
ენერგიის n. პროტ n. ცხიმ უჯრეკ უენ
1 860 136 27 248 418 118 3,2 11,8 68 69 57 66 72
2 850 143 31 251 423 123 3,1 11,2 61 63 54 61 67

სოფ. მერისში გაშენებული ნარგაობის შემოდგომაზე თუთის ფოთლის ანალიზების საფუძველზე მიღებული დასკვნები შემდგომი მუშაობის  გაგრძელების აუცილებლობაზე მიგვითითებს, რაც წარმატებით მიმდინარეობს  და საუკეთესო შედეგებით დასტურდება.
ქედის რაიონის სოფ. მერისში შერჩეული თუთის ჯიშების ნაყოფის შეგროვება,  (განსაკუთრებით ტრიპლიტი 13)  და შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლებისაგან “ნეკერის” დამატების მიმართებით ჩატარებული სამუშაოების შედეგები მიმზიდველი აღმოჩნდა მოსახლეობისათვის, რაც ბოლო ოცწლეულში უპრეცენდენტოა.
“ნეკერის” დამზადების  ტრადიციული ნედლეულის (წიფელი, ცაცხვი, რცხილა) შეცვალა თუთის შემოდგომაზე გაუხეშებული ფოთლით პირველად ჩატარდა სოფ. მერისში ფერმერ მევლუდ თურმანიძის საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული მცენარეების  ბაზაზე. შედეგები თვალსაჩინო იყო და მეზობელი ფერმერებიც დაინტერესდნენ. მათ დახმარებისათვის მიმართეს  ადგილობრივ ხელისუფლებას  და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
სოფ. მერისის გამგებლის მინისტრისადმი მიმართვაში მითითებული იყო, რომ ზემო აჭარა – “გამოირჩევა მცირე მიწიანობით და წყლის მიერი ეროზიის მაღალი დონით, რაც მკვეთრად ამცირებს სასურსათოდ საკვები კულტურების გავრცელების შესაძლებლობას _ მოსავლიანობას. ადგილობრივი მოსახლეობა მეცხოველეობის საკვები ბაზის დანაკლისის შევსების მიზნით ტრადიციულად ასრულებდა “ნეკერის” ზამთრის პერიოდში გამოსაყენებლად”. პრაქტიკულად დამტკიცდა “ნეკერის” დასამზადებლად “თუთის ერთწლიანი ნაზარდი ტოტების”, მაღალი კვებითი ღირსება და სიიაფე, რაც უპირატესობით სარგებლობს წიფლისა და სხვა მცენარეებისაგან დამზადებულ მაჩვენებელს. მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ დააყენოთ საკითხი საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წინაშე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოგვიყოს შერჩეული ჯიშების 120 _ 150 ძირი ნერგი, რომელიც საჩვენებელი მიზნით გაშენდება რამდენიმე ოჯახში, ხოლო შემდეგ რაიონის (რეგიონის) სხვა სოფლებშიც გავრცელდება.”
სამინისტრომ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტს სათანადო დახმარებისათვის. რექტორის ნებართვით შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ დაფინანსებული გრანტის პროექტიდან “საქართველოს თუთის გენოფონდის დაცვა; მაღალ პროდუქტიული, მიკოპლაზმური დაავადებებისადმი მედეგი ჯიშების გამოყვანა, დარაიონება და გავრცელება ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით”, ფერმერს გაეგზავნა საჭირო რაოდენობის თუთის ნერგი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დღესაც  გრძელდება.
მიმდინარე ეტაპზე მუშავდება საგრანტო თემა: “თუთის (მონუს) მრავალმიზნობრივი გამოყენების მიზანშეწონილობა და ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოს მთისა და ბარის პირობებში” (ხელმძღვანელი თ. დალალიშვილი) და კარგი შედეგებია მიღებული.
სპეციალისტთა მონაწილეობით მუშაობა გრძელდება  პრობლემის გაღრმავების, გამოყენებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესწავლის და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

  გ. ნიკოლეიშვილი -სსმმ აკადემიის წ/კორესპონდენტი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ე. შაფაქიძე– სსმმა აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პორფესორი,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თ. დალალიშვილი -სმმ აკადემიური დოქტორი.