აგროსიახლეებიდარგებიმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

შეუძლია თუ არა ქათამს უმამლოდ კვერცხის დადება?

კითხვა ჩვეულებრივი არ არის და შეიძლება ბევრი ზრდასრული ადამიანიც დააბნიოს.
რასაკვირველია, ქათმებს შეუძლიათ კვერცხის დადება მამლის გარეშე, თუმცა კვერცხი გაუნაყოფიერებელი იქნება.

ქალაქელებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ კვერცხი სოფლიდანაა ჩამოტანილი, ნამამლია, ე.ი განაყოფიერებულია, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია, გული ყვითელი აქვს, უფრო დიდხანს ინახება და ა.შ.

მთავარი განსხვავება განაყოფიერებულ და გაუნაყოფიერებელ კვერცხს შორის ის არის, რომ განაყოფიერებული კვერცხი გამოყენება წიწილების გამოსაჩეკად და საკვებად, ხოლო გაუნაყოფიერებელი _ მხოლოდ საკვებად. სხვა განსხვაება მათ შორის არ არის. შემადგენლობით და თვისებებით ორივე აბსოლუტურად ერთნაირია.

დამწყები ფერმერები და მოაგარაკეები ხშირად კითხულობენ, როგორი უნდა იყოს მამალი, რა სარგებლობა მოაქვს მას, საჭიროა თუ არა გვყავდეს საქათმეში თუ მხოლოდ კვერცხი გვაინტერესებს?

მართლაცდა, რა საჭიროა კვერცხმდებელი ქათმებისთვის მამალი თუ მათ კვერცხის დადება უმამლოდაც შეუძლიათ?

საინტერესო და საჭირბოროტო კითხვაა. მაგრამ თურმე, თუ ვზრუნავთ ჩვენ ფრინველებზე და გსურს ჩვენმა „გოგუშკებმა“ კვერცხები მშვიდად დადონ, ათ კვერცხმდებელ დედალს ერთი მამალი სჭირდება.   როცა ყოჩაღი მამალი გვყავს საქათმეში, ფრინველები თავს უკეთ, დაცულად გრძნობენ, არ ავადმყოფობენ, არ იქმნება სტრესული ვითარება, ქათმები მშვიდად ისვენებენ, რაც კვერცხდებაზე დადებითად მოქმედებს. თუ

ერთ მამალს წელიწადში რამდენიმე დედლის განაყოფიერება შეუძლია, ერთი მამალი საკმარისია 10-20 დედლის გასანაყოფიერებლად. ამ რაოდენობის დედლებთან თუ 2 და მეტი მამლის ყოლა რეკომენდებული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქათმები ავადობს დაიწყებენ და გადაიღლებიან.   

საქათმეში მამლის ყოლას პლიუსიც აქვს და მინუსიც. მართალია ქათმებს მამლის გარეშე კვერცხის დადება შეუძლიათ, მაგრამ უმამლოდ კვერცხი ვერ განაყოფიერდება და წიწილები ვერ გამოიჩეკება.

ბევრს მოსწონს კიდეც, როცა მამალი დილაადრიან აღვიძებს საქათმეს, მფარველობს ოჯახს, ზრუნავს მეუღლეებზე, აწესრიგებს საქათმეს, იცავს ცოლებს მტაცებლებისგან.

თუ საქათმეში ბევრი ქათამია, მაშინ საჭიროა ორი ან მეტი მამლის ყოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქათმე უნდა გაიყოს, რომ ქათმები მშვიდად დებდნენ კვერცხებს და არც მამლებმა იჩხუბონ.

ისეც არსებობს, რომ ქათამს არ სურს უმამლოდ კვერცხის დადება. ინსტიქტი კარნახობს მას, რომ უმამლოდ ის დედა ვერ იქნება და ვერ გააგრძელებს შთამომავლობას. ასეთ შემთხვევაშიც ქათმებმა თავი  მშვიდად რომ გრძნობდნენ და კვერცხდებაც არ შეაჩერონ, მამალი აუცილებლია. ის სჭირდებათ ფერმერებსაც, ვისაც ქათმების გამრავლება და წიწილების გამოზრდა სურთ.

თუ საქათმეში ყოველივე მოწესრიგებული და ფერმერს მხოლოდ კვერცხის წარმოება აინტერესებს, მაშინ მამალი ზედმეტი ხმაურის გარდა, მას სარგებელს ვერ მოუტანს.

მაინც როგორ შეუძლია ქათამს უმამლოდ კვერცხის დადება? ამაზე პასუხს ქათმის ბიოლოგია იძლევა.

ქათმები კვერცხის დადებას შვიდი თვის ასაკიდან იწყებენ. ჩვეულებრივად დღეში ერთ კვერცხს დებს, რაც დიდადაა დამოკიდებული მოვლის პირობებზე, კვებაზე, საკვები დანამატების მიცემაზე.

საერთოდ კი, ნებისმიერი მდედრობით ინდივიდში რაღაც პერიოდის განმავლობაში ​კვეცხუჯრედი მწიფდება და ეს პროცესი სხვებთან შედარებით, ქათმებში ყველაზე ხშირად მიმდინარეობს _ ყოველ 12 საათში ერთხელ. მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა იმ დროს მამალი იქ, ქათმის ორგანიზმში კვერცხუჯრედი მაინც მომწიფდება და ის კვერცხს დადებს.

კვერცხის შემადგენლობა და ხარისხი დამოკიდებულია ფრინველის კვებასა და მოვლაზე.

არასწორი კვების შემთხვევაში ქათამი წელიწადში 100 კვერცხზე მეტს არ დებს.

კვერცხი რომ კარგად დადოს, ქათამი კარგად უნდა იკვებოს.

სწორად გამოკვებავთ ქათმებს, მისცემთ საკმარის ჯანსაღ საკვებს, ხორბალს, სიმინდს… ისინიც გაგახარებენ და წელიწადში 250 კვერცხს მაინც მოგცემენ.

ასე რომ მოუფრთხილდით და კარგად მოუარეთ თქვენს ფრინველებს და შედეგსაც სასურველს მიიღებთ.

გისურვებთ წარმატებას.