სოკო თქვენს ბაღში და აგარაკზე („სამარხვო მწვადი“ სოკოს გაზრდა კუნძებზე)

სოკო რომ კუნძებზე გაიზარდოს, ამისთვის არც სპეციალური ცოდნაა საჭირო და არც განსაკუთრებული ხარჯის გაწევა.
ეს ტექნოლოგია არ გამოგადგებათ კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ თუ სოკო გიყვართ, მაისიდნ-ნომებრამდე ყოველდღიურად იმდენ მოსავალს მოიწევთ, რომ თქვენც კმაყოფილი დარჩეთ და ახლობლებსაც გაუმასპინძლდეთ.
სოკოს მოსაყვანად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფოთლოვანი ხის ჯიშები (ცაცხვი, ვერხვი, ვაშლი, მსხალი, წიფელი) და არავითარ შემთხვევაში _ წიწვოვნები (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი და ა.შ.).

უნდა შეირჩეს 18-20 სმ. დიამეტრის 30-40 სმ. სიგრძის კუნძები, რომლებსაც ქერქი დაზიანებული არ აქვს.

სოკოს მიცელიუმის დასათესად კუნძების მომზადება სხვადასხვანაირად შეიძლება.

აუცილებელია კუნძები გვერდებზე და გადანაჭერ თავებზე 12-15 სმ. დაშორებით რამდენიმე მილიმეტრის სიღრმეზე ალაგ-ალაგ ჩაიხერხოს, ასევე კუნძებს ბურღით გვერდებზე გაუკეთდეს (10-15 მმ დიამეტრით, 7-10 სმ. სიღრმით და 12-15 სმ დაშორებით) ნახვრეტები.

თუ კუნძი ხმელია 2-3 დღის განმავლობაში კარგად უნდა დასველდეს, წყალში დალბეს (მოთავსდეს შესაბამის წყლიან ჭურჭელში).

შემდეგ ბაღში უნდა შეირჩეს ჩრდილიანი და ნესტიანი ადგილი, სადაც შეიძლება კუნძების დალაგება და ამოითხაროს კუნძების დიამეტრის შესაბამისი 15-20 სმ. სიღრმის ორმოები, რომელზედაც 2-3 სისქეზე ჩაეფინოს ასევე ფოთლოვანი ხის კარგად დასველებული ნახერხი და ამ ნახერხს თხელ ფენად მოაბნიოთ სოკოს თესლი (კალმახა სოკო, მანჭკვალა) მიცელიუმი. ასევე მიცელიუმით უნდა ამოივსოს გაბურღული და ჩახერხილი ადგილები და სველი ნახერხით თხლად ამოილესოს. ამ  ოპერაციები დასრულების შემდეგ კუნძი იდება ორმოში და გარშემო მსუბუქად მიეტკეპნება მიწა.

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კუნძი მიწაში ჩაიდოს იმ მიმართულებით, როგორც იზრდებოდა,„ფესვებით” ქვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს ნიადაგიდან, ძირიდან წყლის შეწოვის უნარს და ერთ მოსავალზე მეტს არ მოგცემთ!

როცა მიცელიუმით დათესილი ყველა კუნძი განლაგდება განსაზღვრულ ადგილზე, ზევიდან უნდა გადაეფაროს ალაგ-ალაგ დახვრეტილი (10-15 სმ დაშორებით) პოლიეთილენის ფირი და კარგად დამაგრდეს.

ადგილის ეკონომიის მიზნით რამდენიმე კუნძის ერთმანეთზე დალაგებაც არის შესაძლებელი.

ამ შემთხვევაში მეტი შრომაა საჭირო, რომ კუნძები არ გამოშრეს, დროულად მოირწყას.
სოკოს მიცელიუმი კუნძებზე პირველად მაის-ივნისში ითესება და პირველ მოსავალსაც იმავე წელიწადს სექტემბერ-ოქტომბერში იძლევა.

 

ამ მეთოდით დათესილი კუნძები მოსავალს 4-5 წლის განმავლობაში აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით  ჯანსაღ მოსავალს მოგცემთ.

გისურვებთ წარმატებას!

ლია მღვდელაძე

თქვენი ბაღი