სოკოები _ რა სარგებელი აქვს სოკოს ადამიანისთვის?

 წერეწო სოკო (წეროსწვივა)

საკვებად ვარგისი სოკოებიდან ყველაზე მაღალია. ნორჩობაში კვერცხის ფორმა აქვს, შემდეგ კი თანდათან იშლება და ქოლგას ემსგავსება. ქუდი მონაცრისფრო რუხია, ზოგჯერ მოყავისფრო, განსაკუთრებით ცენტრში. მისი დიამეტრი 5-50 სანტიმეტრამდეც კი იზრდება. კანი  მუქი ფერის ქერცლებით აქვს დაფარული, დახეთქილია,   დაკბილული კიდეებით.

რბილობი თეთრი აქვს, იოლად იფშვნება; შემდეგ თანდათან მკვრივი ხდება. აქვს სოკოსთვის დამახასიათებელი სუსტი სუნი.

ფირფიტები თავისუფალი, ფართო, რბილი, ძირში შეერთებულია რგოლით (ქმნიან კოლარიუმს). ფეხზე აქვს თეთრი საყელო იგი მოძრავია ფეხის მიმართ.

იზრდება ნიადაგზე ველზე, მდელოზე, ტყის პირას, ბაღებში და ა.შ. ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად ვარგისი სოკოა, გამოიყენება მარტო ქუდი. ნორჩობაში უფრო გემრიელია. წეროსწვივა თითქმის არ ჭიანდება. ხშირად ახმობენ კიდეც.

გიგანტური ფშუკუნა  (Langermannia gigantea)                                             

IMG_0793

ეს სოკო ფოტო კადრზე შარშან ზაფხულში აღმოჩნდა.  მე და ერთი ჩემი მეგობარი (სხვათაშრის პროფესიით მიკოლოგი, ან უბრალოდ რომ ვთქვათ სოკოების სპეციალისტი) ერთ-ერთი მარშუტის სანახავად ვიყავით ალგეთის ხეობაში. მანქანით მივდიოდით და წინ გზაზე თეთრი ქვები შევნიშნეთ, რომელსაც კაცი გვერდს აუვლიდა, მაგრამ სპეციალისტის თვალისთვის არ დარჩა ეს ,,ქვები” ყურადღების გარეშე. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და გახარებულმა იამ (ასე ქვია ჩემს მეგობარს) პროფესიულად შეაფასა, თან იმასაც იხსენებდა, რომ წინა წელს ამგვარი სახეობა უნახავს კლდეკარზე. ეგ არაფერი ისეთი, თუ არ გეტყვით რამხელა ყოფილა ის ეგზემპლარი. მართლაც გასაოცარია, მაგრამ ფაქტია – სოკო 14 კგ-ს იწონიდა. ასე, რომ ეს ქვები არ გეგონოთ სოკოს ერთ-ერთი სახეობაა, როგორც სათაურში ავღნიშნე, მას გიგანტური ფშუკუნა ჰქვია.

ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. იოდის სუნი და სასიამოვნო გემო ახასიათებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.

რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?

სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.

ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.

ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.

ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.

პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.

ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.

თეა ელერდაშვილი,

ბიოლოგი–ეკოლოგი