თებერვალში რა სამუშაო უნდა ჩატარდეს საფუტკრეში?

თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ნათქვამია. თებერვალში ბუნება გაღიძებას იწყებს,  შეიმჩნევა ცვლილებები (გაზაფხულის მოახლოება) და ეს თვე აღსანიშნავია ხშირი გარემოს ტემპერატურული მერყეობით. 

თებერვალში ფუტკრები ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან გარემოს ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ, ოჯახი თითქოს იღვიძებს, გრძნობს გაზაფხულის მოახლოებას, დედა იწყებს კვერცხდებას (თუ უკვე დაწყებული არ აქვს), ფუტკარი ზრდის საკვების მოხმარებას, ოჯახს  მეტი ჟანგბადი და საკვები სჭირდება.

თებერვალში ჩნდება პირველი ყვავილებიც, ამიტომ ყველა მეფუტკრე ვალდებულია  საფუტკრის ირგვლივ გაუმჯობესოს თაფლოვნების ბაზა, დარგოს სხვადასხვა თაფლოვანი მცენარეები.

მეფუტკრემ კარგად უნდა იცოდეს რა სამუშაოა ჩასატარებელი ამ პერიოდში საფუტკრეში:

_ აუცილებელია, მეფუტკრემ  კვირაში ერთხელ, ამინდის შესაბამისად,  დაათვალიეროს საფუტკრე;

_  საჭიროებისას მიაწოდოს ფუტკარს დამატებით საკვები კანდი ან  ვაჟინი  (სიროფი);

_ შეამოწმოს სკის სანიავებელი  (ვენტილაცია), გაასუფთოს საფრენები;

_ სასურველია ოჯახებს მიაწოდოს  ვაჟინში (სიროფში) გახსნილი ზღვის მარილი ან კობალტი;

_ დააკვირდს ოჯახებს, ხომ არ არის ნოზემატოზის ნიშნები, გამოვლენის შემთხვევაში უმკურნალოს, შუცვალოს ჩარჩოები და დეზინფექცია ჩაუტაროს;

_  გააგრძელოს ბრძოლა მღრღნელების წინააღმდეგ, მოაწესრიგოს სკები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *