თევზის კვება

ჩვენი ქვეყნის მეთევზეობის მეურნეობაში ძირითადად კობრს და კალმახს (ჭანარს) ამრავლებენ. თევზის ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია საზრდო ნივთიერებების გარკვეული ნაკრები. ბუნებრივ წყალსატევებში ველურად მყოფი თევზი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას იღებს.
ბუნებრივი საკვებიდან თევზის მიერ მოხმარებული საზრდო ნივთიერებების აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ მათი მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე ნაკლებადაა შესწავლილი.

თევზის კვებაზე მთელი რიგი ფაქტორები ახდენს გავლენას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის ტემპერატურა და ამინდია.

კობრი ყველაზე სწრაფად  მაშინ იზრდება, როცა წყლის ტემპერატურა 25-30°C-ია, მაგრამ თუ წყლის ტემპერატურა 15°C-მდე ეცემა, მაშინ კობრის ზრდა ჩერდება, ხოლო 13°C-ზე კი მკვეთრად ქვეითდება. 

30°C-ზე მაღლა წყალში ჟანგბადის კონცენტრაცია მცირდება, რის გამოც თევზის საკვების მოხმარება ქვეითდება. კობრი ძირითადად ცხოველის მჭამელი თევზია, მაგრამ ის სიამოვნებით მიირთმევს მცენარეულ საკვებსაც.

კობრის ბუნებრივი საკვები პლანქტოსისა და ბენტოსის წარმომადგენლებია. მის რაციონში ბუნებრივ საკვებს მრავალი სპეციალისტის აზრით 40-60% უჭირავს. ტბორების თევზპროდუქტიულობა,  თუ ბუნებრივ საკვებთან ერთად დამატებით სპეციალურ კომბინირებულ საკვებსაც გამოვიყენებთ, შესამჩნევად  იზრდება.

თევზისათვის კომბინირებული საკვები  ბურღულის ან გრანულის 10 სხვადასხვა ზომის სახით მზადდება.

ბურღულის კომბინირებულ საკვებს იყენებენ ახალგაზრდა თევზის საკვებად (ლიფსიტიდან ერთწლამდე ასაკის), ხოლო გრანულის სახით კვებავენ ერთწლამდე, ერთწლიანებს, მწარმოებლებს, სასაქონლო თევზს.

გრანულის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს თევზის სიგრძეს. ბურღულის და გრანულის ზომა რომლებსაც იყენებენ თევზის საკვებად, დამოკიდებულია თევზის მასაზე. თევზის საკვებად მრეწველობა უშვებს სასტარტო და საპროდუქტო კომბინირებულ საკვებს.

საპროდუქტო კომბინირებული საკვების რეცეპტები ერთწლამდე კობრისათვის მათი გამოზრდის სახვადასხვა ტექნოლოგიის პირობებში %

ინგრედიენტები

 

ჩვეულებრივი მეურნეობა თბილწყლიანი  მეურნეობა
ვარიანტი 1

 

ვარიანტი 2

 

ვარიანტი 3 ვარიანტი 4
1 2 3 4 5
თევზის ფქვილი 3 16 20 10
ძვალხორცის ფქვილი 1 11
ხორბლის ფქვილი 12
ბალახის ფქვილი 2
საფუარი 4 4 10 10
ხორბლის ღერღილი 11 16 19
ქერის ღერღილი 20 10
ბარდის ღერღილი 10
სოიოს შროტი 17 5
მზესუმზირის შროტი 30 20 18 30
ხორბლის ქატო 4
ბადაგი 3 3
ცილოვან-ვიტამინოვანი კონცენტრატი 20 14
მეთიონინი 0,5 0,5
არაორგანული ფოსფორი 0,1
ცარცი 1 1
პრემიქსი 1,5 1
ნედლი პროტეინი 26 26 40 38
ნედლი ცხიმი 3 3 9 9

სასტარტო კომბინირებული საკვები ხასიათდება ნედლი პროტეინის მაღალი შემცველობით.

სასტარტო კომბინირებული საკვების შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები: თევზის ფქვილი 35%, ეთანოლის საფუარი 50%, მშრალი მოხდილი რძე ან ნატრიუმის კაზეინატი 6%, ხორბლის ფქვილი 5%, მცენარეული ცხიმი 1,5%, მეთიონინი 1,5%, პრემიქსი 1%. ასეთ შემადგენლობაში კომბინირებული საკვების 100 გრამი შეიცავს 48 % ნედლ პროტეინს.

პირველ ცხრილში მოცემულია ერთწლამდე კობრის კომბინირებული საკვების სხვადასხვა რეცეპტების შემადგენლობა, მათი ჩვეულებრივ და თბილ წყლიან მეურნეობებში გამოზრდისას, ხოლო სასაქონლო კობრის გამოსაზრდელად კომბინირებული საკვების შემადგენლობა მოცემულია მეორე ცხრილში.

ერთწლამდე კობრს კვებავენ 16-17 საათის განმავლობაში (დღის სინათლეზე) ერთ საათიანი ინტერვალით, როცა თევზის მასა მიაღწევს 10 გრამს, კვების მიცემის რაოდენობას ამცირებენ 10 საათამდე დღე-ღამეში. ორწლამდე კობრს და მწარმოებელს კვებავენ დღე-ღამეში არა ნაკლებ ორჯერ დილით 7-8 საათზე და შემდეგ 13-14 საათზე.

სატბორე მეურნეობებში სასაქონლო კობრის გამოსაზრდელად გამოყენებული კომბინირებული საკვების შემადგენლობა

ინგრედიენტები კომბინირებული საკვების რეცეპტები
№1 №2 №3
1 2 3 4
სოიოს შროტი 5 25
მზესუმზირის შროტი 22 20
ქერის ღერღილი 40 61
ხორბლის ღერღილი 16 63
ბარდის ღერღილი 10
ხორბლის ქატო 10
თევზის ფქვილი 3 3 3
საფუარი 4 6 4
ცილოვან-ვიტამინოვანი კონცენტრატი 
100 გ შეიცავს, გ
ნედლი პროტეინი 23 23 23
ნედლი ცხიმი 3,4 2,2 2,5
ნედლი უჯრედანა 7,4 5,8 5
ნედლი ნაცარი 4,6 5 5

მეთევზეობის პროდუქციის წარმოების ინტენსიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ წარმოებს აგრეთვე თევზის გამოზრდით მთელი წლის მანძილზე თბურ ელექტროსადგურებთან არსებულ თერმიულ წყალსატევ-გამაგრილებლებში. ასეთ პირობებში თევზს კვებავენ მთელი წლის მანძილზე მხოლოდ სამრეწველო წარმოების სრულფასოვანი კომბინირებული საკვებით.

 დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *