აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

თივის წარმოების ტექნოლოგია 

თივა მოთიბული და გამხმარი ბალახია, 15-17% ტენიანობის და ნაკლები, მიეკუთვნება უხეშ საკვებთა კატეგორიას. იგი მცოხნელთა პირუტყვის ერთ-ერთიი ძირითადი საკვებია. ბოტანიკური შემადგენლობის მიხედვით შეიძლება იყოს: პარკოსნების, მარცვლოვანების,ნაირბალახეულის და სხვა. ხოლო ადგილმდებარეობის მიხედვით – მშრალობის, ჭაობის, ველის,ტყის და სხვა. 100 კილოგრამი კარგი თივა 10-15%-მდე მონელებად პროტეინს.

სათიბის მოვლა-მოყვანის პირობებთან დაკავშირებით თივის ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარეებში ცილების შემცველობის ზრდას, რამდენადაც ცილას ცხოველთა კვებაში ვერ ცვლის რომელიმე სხვა ნივთიერება. სასუქების სწორი გამოყენება აუმჯობესებს მცენარეთა ბოტანიკურ შემადგენლობას და თივის კვებით ღირებულებას თივის მოსავლიანობის ზრდასთან ერთად.

თივის ყუათიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ბალახის მოთიბვის სავეგეტაციო ფაზა. მცენარის ზრდა-განვითარებასთან ერთად იზრდება მისი ნახშირწყლების სტრუქტურა, კერძოდ მატულობს უჯრედისი და ლიგნინი, კლებულობს მაურები და ადვილად ხსნადი სხვა ნახშირწყლები. მასა უხეშდება, მცირდება მონელებადობა და ყუათიანობა, ადრე მოთიბულ ბალახში მეტია ვიტამინები.

ხარისხიანი თივის მიღების აუცილებელი პირობაა ბალახის დროული მოთიბვა, გაშრობა, შენახვა, რაც უზრუნველყოფს მცენარის ფოთლისა და თანაყვავილედის შენარჩუნებას, აგრეთვე მის სიმწვანეს. 

თივის დამზადების პროცესი მოიცავს ერთმანეთის მომდევნო რამოდენიმე ოპერაციას: თიბვის დროს, გათიბვის სიმაღლეს, თიბვის ტექნიკას, ნათიბის სწორ შეგროვებას, შრობას, დაბულულებას, ძირების დადგმას ან დაწნეხვას.

მაღალი მოსავლისა და თივაში ყუათიანობის შენარჩუნების მთავარი პირობა მისი აღების ცალკეული პროცესების სწორად ჩატარების უზრუნველყოფაა.

თიბვის დრო

ბალახი ყველაზე მეტ საყუათო ნივთიერებებს მისი განვითარების ადრეულ პერიოდში შეიცავს. მარცვლოვანებში ბარტყობა- აღერების და დათავთავებისას პროტეინის შემცველობა 15%-ია. პარკოსნებში დაკოკრება და ყვავილობის დასაწყისში კი 20%.

ყვავილობის შემდეგ საკვები ნივთიერებები ფოთლებიდან და ღეროებიდან ნაყოფის(თესლის) განვითარებას ხმარდება. ამავე დროს ნაზი კვებითი ღირებულების ძვირფასი ფოთლები ხმება, ცვივა და ამგვარად უარესდება თივის ხარისხი.

ყვავილობისას მარცვლოვანებსი პროტეინი 10%-მდე მცირდება, ხოლო დათავთავების პერიოდში პროტეინი 15%. პარკოსნებში 15%-მდე აღწევს.

მიუხედავად მცენარეში პროტეინის შემცველობის შემცირებისას საკვები ელემენტების ყველაზე მეტი მოსავალი მიიღება ბალახების ყვავილობის ფაზაში აღებისას. ე.ი. ბუნებრივ ბალახებში-სათიბებში, თიბვა ყვავილობის დასაწყისში უნდა დაიწყოს და დამთავრდეს ყვავილობის დასასრულამდე. სათიბებში თიბვის ხანგრძლივობა 5-10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

 თიბვის სიმაღლე

ოპტიმალურია ბალახის თიბვა ნიადაგის ზედაპირიდან 4-6 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ბალახების 10 სმ-ზე თიბვისას ნედლი პროტეინის შემცველობა თითქმის ერთნახევარჯერ მცირდება, რაც გამოწვეულია მარცვლოვანების ძირის ფოთლების მაღალი კვებითი ღირებულებით. თუ ბალახნარევი მეორედ ითიბება, მაშინ მიზანშეწონილია ნიადაგის სიმაღლიდა 6-7 სმ სიმაღლეზე გათიბვა, რადგან უფრო დაბალზე გათიბვისას მცენარეები ვერ შეძლებენ დააგროვონ პლასტიკური ნივთიერებების აუცილებელი მარაგი ზამთარში შესასვლელად.

თიბვის ტექნიკა

ბალახნარევი უნდა გაითიბოს შემჭიდროებულ ვადებში. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად გამოკვლევებით დადგენილია, რომ მოფოცხვის 1 დღით დაგვიანება მოფოცხილთან შედარებით 12%-ით ზრდის დანაკარგებს, 2 დღის დაგვიანებისას 18%-ით, სამი დღისას 25%-ით. დანაკარგებთან ერთად უარესდება თივის ფერი და სუნი.

შრობა

მწვანე ბალახი მნიშვნელოვანი რაოდენობით 60-80%-ს შეიცავს წყალს. გათიბული ბალახის შრობისას წყალი უმთავრესად ფოთლებიდან ორთქლდება. თივად შრობის გავრცელებული წესია მინდვრის პირობებში შრობა.

ეს ძალზე მარტივი და უნიკალური ხერხია, რომლითაც მას ყოველწლიურად კიტრის უხვი მოსავალი მოჰყავს. ამ მეთოდის გამოყენება ყველას შეუძლია…
https://agronews.ge/kitris-moqhvana-bebiebis-natsadi-kherkhith/

ბულულებში თივა საბოლოოდ რჩება 3-5 დღის განმავლობაში, 16-17%-ი ტენიანობამდე, რომლის შემდეგ მას აწყობენ ზვინებად ან ძირებად. გათიბვისთანავე ბალახის ღვარეულებში  გაშრობის შედეგეად მიღებული თივა შეიცავს მეტ პროტეინს, რადგან მასში მთლიანადაა შენარჩუნებული ფოთლები. ღვარეულებში ბალახი შრება ჩვეულებრივ ერთი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც თივა შეიძლება დაბულბულდეს.

თივის არომატიულობა წარმოიქმნება თივის ბულულებში, ძირებში, თივის შესანახში, თანდათანობითი საბოლოო შრობის დროს, ფერმენტაციის შედეგად, შესაფერისი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში.

თუ მოღრუბლული ამინდია ნათიბი დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ უნდა გადაბრუნდეს. თუ წვიმაა მოსალოდნელი უნდა დაბულბულდეს და ისევ გაიშალოს. თივა შესანახად მზადაა თუ გადაგრეხვისას ღეროები რამდენადმე იმსხვრევა, ღეროების ნაწილი იმტვრევა და წყალს არ გამოყოფს.

თივის ზვინებად ან ძირებად დადგმისშემთხვევაში დადგმამდე აფენენ ლატანს, ძველამჯას ან ფიჩხს, ხოლო ზვინს ზემოდან ხურავენ ნამჯით. ზვინის შუაგულში აწყობენ საუკეთესო თივას.  შრობადაუმთავრებელ თივას აწყობენ პატარა ზვინებად. თივის დაწნეხვის (დაპრესვის ) შემთხვევაში მისი მოცულობა 5-ჯერ მცირდება.

  • ცილები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს, რომელთ მიღების გარეშე შეუძლებელია ცხოველთა ნორმალური ზრდა-განვითარება. ცილების სხვადასხვა სახეობებია ამინომჟავები, პროტეინები და სხვა.
  • ნახშირწყლები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სასოფლოსამეურნეო ცხოველთა სრულფასოვან კვებაში.
  • ცხიმები სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ნივთიერებებია. ცხოველთა ორგანიზმში ნახშირწყლები შესაძლებალია გარდაიქმნას ცხიმებად და პირიქით.
საკვები ერთეული

ერთ საკვებ ერთეულად მიღებულია ერთი კილოგრამი საშუალო ხარისხის შვრიის კვებითი ღირებულება, ანუ 1 კგ. შვრიაში არსებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების და სხვა ჯამური მაჩვენებლები.

დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი საკვები სავარგულები-სათიბები ძირითდად მდებარეობს მცირე სისქის დაბალნაყოფიერ ნიადაგებზე.

ჩვენი მონაცემებით ზემო იმერეთის და გურიის ძლიერ ეროზირებულ ყომრალ ნიადაგზე ოთხი წლის საშუალო მონაცემებით N60 P60 შეტანამ 440 კგ-მდე (ორი გათიბვის ჯამი) გაზარდა თივის მოსავალი. უსასუქო ვარიანტთან შეარებით თივის მატებამ შეადგინა 81%. საერთო ცოლების შემცველობა უსასუქო ვარიანტთან შედარებით გაზარდა 1,4%-ით.

 

ბუნებრივი საკვები სავარგულების პროდუქტიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასუქების სწორი გამოყენება.

ბალახებს ყვავილობისას ფაქტიურა დამთავრებული აქვს ზრდა და ახალი ორგანოების ფორმირება, ეს არის თიბვის ოპტიმალური პერიოდი.

სათიბების ზედაპირული გაუმჯობესებისას საუკეთესოა მარცვლეული ბალახეულის შეთესვა(თუ ამის საჭიროება არის) ველურად მზარდი სახეებით,რომლების შეგუებული არიან იქაურ ნიადაგურ კლიმატურ პირობებს დათავიანთი საკვები ღირებულებით არ ჩამოჩებიან კულტურულ ჯიშებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს არასახარბიელო მდგომარეობას სათიბებში – ესაა არადროული თიბვა და შემდგომში სათიბების საძოვრებად გამოყენება. ადრე გაზაფხულზე გაუმშრალ ნიადაგში საქონლის შერეკვა.

აზოტიანი სასუქების მნიშვნელოვანი დოზები

აზოტიანი სასუქები სასურველია შევიტანოთ ორ ჯერად, ნაწილ-ნაწილ, ოროპარკი ამონიუმის გვარჯილა 1 ჰექტარ სათიბში ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებისას. მეორედ ისევ იმდენივე პირველი გათიბვის შემდეგ. ასეთი შეტანა ხელს უწყობს მწვანე მასის უფრო თანაბრად წამოზრდას და ამ მასაში ნედლი პროტეინის და ნახშირწყლების უფრო სასურველ შეფარდებას.

ნოდარ ბერენიკაშვილი,

(შედგენილია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა
(ADA) და ქეას (CARE) ერთობლივი მონაწილეობით. წიგნის შინაარსი არის მხოლოდ
ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის
განვითარების სააგენტოსა და ქეას პოზიციას.)