აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახის ქარსაფარისა და წყლის მარეგულირებელი ბუჩქნარის მოწყობა

ტყის ზოლები ვენახში წყლის ეროზიისაგან დამცავ როლს ასრულებს. ამიტომ მის სტრუქტურაში უნდა ჭარბობდეს ტყის ჯიშები, რომელთა სიმაღლე 1,5-2,0 მეტრზე მეტით არ აღემატება ვენახის სიმაღლეს. მხოლოდ ქარიან ადგილებში რეკომენდებულია შეიქმნას წყლის მარეგულირებელი მაღალი ტყის ზოლები (ქარსაფარი), რომელიც ასევე უნდა შედგებოდეს მაღალი ხეებისა და ბუჩქნარის სხვადასხვა სახეობებისა და ჯიშებისაგან.

ტყის ზოლების განლაგება ხდება ტერიტორიის ორგანიზაციის შესაბამისად. წყლის მარეგულირებელი ტყის ზოლი ვენახში იგეგმება კვარტლების გრძელი მხრის გასწვრივ, ფერდობის გარდიგარდმო.

ტყის ზოლის გაშენება ფერდობის დახრის მიმართულებით შეუძლებელია, რადგან ეს გამოიწვევს წვიმისა და სხვა ზედაპირული წყლების დინების კონცენტრაციას ერთ ან ორ ზოლში, რაც პროვოცირებას უკეთებს ეროზიულ პროცესებს.

სტრუქტურისა და ვენახებში განლაგების პრინციპის მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე სახის ტყის ზოლი. წყლის ნაკადის მარეგულირებელი ბუჩქნარი ზოლები ეწყობა კვარტლის გრძელ მხარეზე.

სეთი ტყის ზოლები არის ფერდობის მხრიდან კვარტალშორის ან გარე გზებზე. ისინი იგეგმება 5-7 მეტრი სიგანის.

კარგი შედეგი მოიტანა ტყის ზოლმა, სადაც 4-5 რიგი ჟოლო ან მოცხარი გაშენდა 2,0-2,25×0,5²მ კვების არზე.

კარგი წყალმარეგულირებელი უნარი გააჩნია ტყის ზოლს, რომელიც შედგება 10-12 რიგის, სხვადასხვა სახეობის ბუჩქებისგან. კვების არე ასეთ ბუჩქებში 0,75×0,5მ°-ია.

ასეთ ტყის ზოლებში მოვლა ხორციელდება 3-4 წლის განმავლობაში, შემდეგ კი მოვლა გამოიხატება მხოლოდ სანიტარული ღონისძიებების გატარებაში.

ქარსაფარ და წყლის მარეგულირებელ ანტიკოროზიულ ტყის ზოლს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:

2 რიგი ბუჩქნარი, რომელიც არ საჭიროებს ინტენსიურ მოვლას და 4 რიგი ხე-მცენარეები 2,5×1,5 მ კვების არით.

მასივის მხრიდან ასევე ირგვება 2 რიგი ბუჩქნარი. 1,0×0,5 მ კვების არეზე. ხემცენარეებიდან შეიძლება ქარსაფარში გამოვიყენოთ: ალვის ხე, აკაცია, ცაცხვი და ტყის სხვა ჯიშები.

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე