აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ზუსტი მიწათმოქმედება _ რა არის, ვისთვის და რატომ არის საჭირო?

ზუსტი მიწათმოქმედება (precision agriculture) საუკეთესო შედეგების მისაღებად სასოფლო სამეურნეო წარმოები თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიები მართვაა.

ცნება, ზუსტი მიწათმოქმედება ნიშნავს, რომ ნიადაგი ფასდება და მუშავდება არა ჰექტრობით, არამედ ცალკეული მიწის ნაკვეთებით, იმის მიხედვით თუ როგორაა ამ მონაკვეთზე განვითარებული აღმონაცენი, უზრუნველყოფილი სასუქით და ტენით, როგორია ნიადაგის, იმ კონკრეტული მონაკვეთის, ნაყოფიერება და სხვა. 

შეფასების სიზუსტე მიიღწევა გაერთიანებული ტექნოლოგიებით: თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების, აგროტექნიკაზე დამონტაჟებული ხელსაწყოების, ადგილობრივი მეტეოსადგურის, ლანდშაფტის, ტენიანობის, ტემპერატურული რეჟიმის, pH დონის მონაცემების გაანალიზებით.

ფერმერებს მინდვრის არაერთგვაროვანი მონაკვეთების განსაზღვრაში ეხმარება:

გეოინფორმაციული სისტემა – GIS;

გლობალური პოზიციონირების სისტემა – GPS;

მიწის დისტანციური ზონდირების სისტემა DSS;

მოსავლიანობის შეფასების სისტემა _ YMT (Yield Monitor Technologies);

ცვლადი მეთოდით შეფასების ტექნოლოგია _ VRT (Variable Rate Technology).

როგორ მუშაობს ზუსტი მიწათმოქმედების სისტემა?

ზუსტი მიწათმოქმედება ყანის ცალკეულ მონაკვეთზე ერთგვაროვანი, მაქსიმალურად უხვი მოსავლის მიღების შესაძლებლობას ეფუძნება.

ფერმერს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ეხმარება, განსაზღვროს, როგორ ერთგვაროვნად ვითარდება მისი ყანა, როგორ ფორმირდება ბიომასა, შეადაროს ეს მონაცემების გვერდით მდებარე ნათესების მდგომარეობას, ან გასულ წელს ამავე ნაკვეთზე არსებულ მონაცემებს, როგორი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და. ა.შ. ყველა ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს გასატარებელი აგროღონისძიების გეგმა.

რაც უფრო დეტალურადაა აღებული ინფორმაცია და გაანალიზებულია ხელისშემშლელი თუ ხელშემწყობი ფაქტორები, მით უფრო ეფექტიანად სრულდება აგროტექნოლოგიური ღონისძიებების (ნიადაგის დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე) გეგმა.

ტექნიკა GPS -სიგნალის მეშვეობით უხარვეზოდ ამუშავებს, ზუსტად გამოითვლის და ითვალისწინებს, რა მდგომარეობა იყო აქ გასულ წელს, რა მდგომარეობა ახლა და ამის მიხედვით განსაზღვრავს, რა აკლია ნიადაგს, მცენარეს, რა სასუქი ან მცენარეთა დაცვის საშუალებაა საჭირო ერთწლიანი თუ მრავალწლიანი კულტურების იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც მას სრულყოფილად განვითარებისთვის სჭირდება. ამდენად, უქმად არ სრულდება არცერთი ოპერაცია, ზუსტად ნაწილდება სათესლე მასალა, სასუქი, ინსექტიციდები თუ სხვა, რაც, საბოლოო ჯამში, მაღალ ეფექტს და შესამჩნევ ეკონომიასაც იძლევა.

ალგორითმის მეშვეობით  თესლის, სასუქის თუ სხვა საშუალებების გამოყენების ეფექტიანობა დაფუძნებულია არა გათანაბრების პრინციპზე, არამედ ცალკეული მონაკვეთებზე კულტურების რეალურ საჭიროებებზე, გამოირიცხება მონაკვეთების გადაფარვა, ზუსტად იქ, სადაც მცენარეს უჭირს და ვერ ვითარდება, მიეწოდება საჭირო სასუქი, მინერალები, ტენი თუ მცენარეთა დაცვის საშუალებები.

ალგორითმს, რომელიც ამ მონაცემებს ითვლის, დიფერენცირებული თესვისა და მცენარეთა დაცვის საშუალების გამოსაყენებელი პროგრამა ეწოდება

პარალელური და დიფერენცირებული მართვის სისტემების ზუსტი მიწათმოქმედების ყველაზე ცნობილი, მაგრამ ერთადერთი ელემენტი არ არის. მათი პოპულარობა შედარებით მარტივად დასანერგი ტექნოლოგიური მიდგომებით და ამოგების (მეურნეობის სიდიდის მიხედვით) 1-2 წლიანი პერიოდით აიხსნება.

ვის სჭირდება ზუსტი მიწათმოქმედების სისტემა

სასოფლო-სამეურნეო საწარმოსთვის ​ზუსტი მიწათმოქმედების სისტემა ერთმხრივ დიდი ფართობების სამართავად და მოსავლინობის გასაკონტროლებლად მართალია, მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, მერე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის დასანერგად ჩადებული ინვესტიციის ამოგების საკითხიც.

და კიდევ, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ზუსტი მიწათმოქმედება და ინოვაციური ტექნოლოგიებით მიწათმოქმედების წარმოება, უხმოსავლიანი კულტურების,  მოვლა-მოყვანის თანამედროვე ინტენსიური  აგროტექნოლოგიები გამოყენება.

მაშინაც კი თუ  მაღალპროდუქტიული კულტურების თესლებს, მაღალმწარმოებლური თანამედროვე ტექნოლოგიას, სასუქებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვიყენებთ, ფულს ვხარჯავთ, ძალზე მნიშვნელოვანია ფინანსური  საკითხი, რადგან ყველა ეს ფაქტორი საბოლოოდ მაინც  სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებას უკავშირდება და ამ ფაქტორებს ზუსტი მიწათმოქმედება ვერ შეცვლის, მაგრამ ის შესანიშნავად გაართმევს თავს აგროწარმოების ინტენსიფიკაციას და შრომისნაყოფიერების გაუმჯობესებას.

ზუსტი მიწათმოქმედება პრინციპი მშვენივრად ავსებს აგროწარმოების მართვის კომპლექსურ პროგრამას – FMS (Farm Management System). ამასთან ადამიანის შრომა:  ტექნიკის, ტექნოლოგიური ოპერაციების, პროგრამული მონაცემების თუ შესრულებული სამუშაოების გასაკონტროლებლად, შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ. ამიტომ საწარმომ თავად უნდა განსაზღვროს, უღირს თუ არა ამ ტექნოლოგიების დანერგვა. მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება როგორც გიგანტურ, ისე საშუალო, რამდენიმე ასეული ჰექტარის მფლობელი მეურნეობისთვის.