2025 წლის აგვისტო-სექტემბერში ქართული თხილის საექსპორტო ფასი შარშანდელ მაჩვენებელზე 39%-ით მაღალია
1 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე2.9 ათასი ტონა _ 24.7 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს EastFruit.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტის ღირებულება 36%-ით (ანუ 6.6 მილიონი დოლარით) გაიზარდა.
ერთ კილოგრამ თხილზე საშუალო საექსპორტო ფასი აღნიშნულ პერიოდში შეადგენდა 8.46 აშშ დოლარს, რაც შარშანდელ ამავე პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით 39%-ით მეტია.
ძირითადი საექსპორტო ბაზრები — ევროკავშირის ქვეყნები
ქართული თხილის ყველაზე დიდი მოცულობა – 1 ათასი ტონა, იტალიაში გაიყიდა .
მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302,1 ტონა), ესპანეთი (197,0 ტონა) და ჩეხეთი (119,4 ტონა).
ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119,7 ტონა), რუსეთში (117,5 ტონა), თურქეთში (111,2 ტონა) და სხვა ბაზრებზე.
წყარო: EastFruit

