აგროსიახლეები

2025 წლის რეკორდსმენი გიგანტური გოგრა 615 კილოგრამს იწონის

ბოსტანიადას ფესტივალზე, რომელიც კრიულენის რაიონის სოფელ ბალაბანეშტში (მოლდოვა) გაიმართა, ღონისძიება ქვეყნის ყველაზე დიდი გოგრის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, იუწყება
AgroExpert-ის ცნობით, რეკორდსმენი გოგრის გაზრდას ექვს თვეზე მეტი დასჭირდა და მე-14 „ბოსტანიადას“ ეთნო-გასტრონომიულ ფესტივალზე ეს ხილი ღონისძიების ნამდვილ სიმბოლოდ იქცა.

რეკორდსმენი გოგრის მფლობელმა, ვასილე სპინუმ, განაცხადა, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი გოგრის გარდა, მან კიდევ ექვსი უზარმაზარი გოგრა გაზარდა, რომელთაგან ყველაზე დიდი 550 კგ-ს იწონის. მან აღნიშნა, რომ შარშანდელი 802 კგ-იანი რეკორდი რთული წლის გამო ვერ მოხსნა.

ვასილემ ასევე განმარტა თუ როგორ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში და როგორ გაიარა კონსულტაცია ამერიკელ კოლეგებთან, რათა შეესწავლა გიგანტური გოგრის სწორად გაზრდის ხერხები. ახლა მისთვის უკვე ცნობილია გიგანტური გოგრის გაზრდის პროცესის ყველა სირთულე და მომავალში ერთტონიანი გოგრის მოყვანას აპირებს.

წყარო: EastFruit