2025 წლის თხილის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა 2015-16 წლის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება
2025 წლს 1 აგვისტოდან 27 ნოემბრის ჩათვლით, საქართველომ ექსპორტზე 8.6 ათასი ტონა _ 86.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიტანა. წლევანდელი ზრდა როგორც რაოდენობაში, ისე ფასში, მნიშვნელოვანი მიღწევაა. 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10.03 $ იყო, რაც გასული წლებისი ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 69%-ით _ 35.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10.03$-ია, რაც 70%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:
იტალია (2.4 ათასი ტონა);
ესპანეთი (800.2 ტონა);
გერმანია (705.9 ტონა);
სირია (579.1 ტონა);
საფრანგეთი (506.4 ტონა),
საბერძნეთი (382.6 ტონა),
სომხეთი (337.6 ტონა);
ჩეხეთი (330.8 ტონა);
ისრაელი (219.0 ტონა).
თუ 2025 წლის თხილის ექსპორტის მაჩვენებელს 2015–2016 წლებში არსებულ საექსპორტო მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება რომ ამ წლებში ექსპორტზე 176 მლნ USD ღირებულების თხილი გავიდა, მთლიანად კი ამ სეზონზე ქვეყანამ 27 ათასი ტონა თხილი აწარმოა, 2025 წელს კი ექსპორტზე 86,2 მილიონი USD ღირებულების 8,6 ათასი ტონა თხილი გავიდა, კლების თვალსაზრისით კონტრასტი თვალშისაცემია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ამ წლებში მსოფლიოს თხილის მწარმოებელ ქვეყნების სამეულში იყო, ამჟამად კი ხუთეულშიც ვერ ხვდება.
ბოლო წლებში თხილის წარმოების მკვეთრი შემცირება, ექსპორტის მოცულობის და შემოსავლების კლება უფრო სუბიექტური მიზეზებით არის განპირობებული, ვიდრე ობიექტურით, ამიტომ შექმნილი ვითარების დროულად და საფუძვლიანად გაანალიზება, ხარვეზების აღმოფხვრა, რეალრი მიზეზის დადგენა და სწორი გათვლები სექტორის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს და ქვეყანაში სავალუტო რესურსთან ერთად, მეთხილე ფერმერთა შემოსავლბიც გაიზრდება.

