აგროსიახლეები

24 საათიანი წყალმომარაგება ლანჩხუთს

ქალაქ ლანჩხუთში, მოსახლეობის 24 სთ-იანი წყალმომარაგებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, რეზერვუარები, სატუმბო სადგური და აღრიცხვის კვანძები; აშენდება ხალი სათავე ნაგებობა და საქლორატორო.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და 24 სთ-იანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.