მელეოზი
მელეოზი მელეოზი ინვაზიური დაავადებაა და ენტომიზებს ეკუთვნის. დაავადება რეგისტრირებულია ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც გხვდება. იგი გამოწვეულია Meloe-ს სახეობის ხოჭოს მატლებით. დაავადება ჩვეულებრივად ხანმოკლე პერიოდით ხასიათდება, ვლინდება ძირითადად აპრილ – მაისში და 1-4 დღეში გარკვეული რაოდენობის ფუტკრის სიკვდილიანობას იწვევს.
გამომწვევია სხვადასხვა ხოჭოს მატლები.
ჩვენში ფუტკარს ორი სახეობის მატლი აყენებს ზიანს, ჭრელი მაისა ხოჭო (Meloe variegatus) და ჩვეულებრივი (Meloe proscarabeus). ფუტკრის მიმართ უფრო პათოგენურია ჭრელი მაისა, ვიდრე ჩვეულებრივი ხოჭო. ორივეს აქვთ ტანთან შედარებით მოკლე ფრთები, სამი წყვილი ფეხი და ერთი წყვილი ულვაში.
ჭრელი მაისა მომწვანოა, თავსა და მკერდზე წითელი ზოლები გასდევს, ჩვეულებრივი მაისას კი მხოლოდ შავი ფერი აქვს. ჭრელი მაისას ზრდასრული ფორმის სხეულის სიგრძე 30-35მმ, ჩვეულებრივის კი 12-15მმ. ისინი გვხვდებიან მინდორსა და მდელოებზე, მზით განათებ ულ ხეივნებში, იშვიათად ბაღებში, იკვებებიან ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეებით.
დედალი ხოჭო დებს კვერცხებს ფხვიერ ნიადაგში 2-5 სმ. სიღრმეზე, უფრო მეტად მზის გულზე მათ მიერვე ამოთხრილ პატარა ორმოებში. თითოეული დებს 12-40 ათას კვერცხს. კვერცხი ღია მოყავისფროა, ცილინდრული ფორმის, ბოლოები მომრგვალებული, სიგრძით 1-1,5 მმ, დიამეტრი 0,5 მმ. კვერცხიდან გამოდის ექვსფეხა, სწრაფადმოძრავი სამბრჭყალიანი მატლები, რომელთა სიგრძე და ფერი დამოკიდებულია მათ სახეობაზე.
კვერცხიდან გამოსული მატლები აცოცდებიან ყვავილზე და იქ მყოფ ან მოფრენილ ფუტკარს ისარივით ერჭობიან მუცლის ნახევარ რგოლების შემაერთებელ აპკში და კაუჭა ბრჭყალებით ისე ებღაუჭებიან, რომ ფუტკარს მისი მოცილება არ შეუძლია.
მატლები ივკებებიან ჰემოლიმფით, რის გამოც ფუტკრები გაღიზიანებულნი არიან, აკეთებენ ხტუნვით მოძრაობებს, კანკალებენ და კვდებიან. ერთ ფუტკარზე შეიძლება შეგვხვდეს 1-2 და ზოგჯერ მეტი მატლი.
დაინვაზირების წყარო ჭრელი ხოჭოს მატლებით დასვრილი თაფლოვანი და მტვერის მომცემი მცენარეებია. კლინიკური ნიშნები – დაავადება ხანმოკლე პერიოდით მიმდინარეობს და მისი გამოვლინება ემთხვევა ჭრელი მაისას ახალი თაობის გამოსვლას.
დაავადება გვხვდება აპრილ-მაისში, ზოგჯერ ზაფხულშიც. ძლიერი ოჯახები უფრო მეტად ზარალდება, განსაკუთრებით ფუტკარს დიდ ზიანს აყენებს ხოჭოს მატლები მთავარი ღალიანობის წინ. დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნების და ფუტკრის სხეულზე მათი არსებობით.
ბრძოლის ღონისძიებები – ფუტკრის ოჯახებს საღამოობი თ ორჯერ 3-5 დღის ინტერვალით ამუშავებენ კარგად ანთებულ საბოლებელში 50გრ. თამბაქოს ჩაყრით გამოყოფილი ბოლით, იცავენ სკების ჰერმეტულობას, ჩამოცვენილ მატლებს წვავენ.
პროფილაქტიკა – ფუტკრის ოჯახები არ უნდა მოთავსდეს მაისას ხოჭოს მასიურად გამრავლების ადგილზე, საფ უტკრის ტერიტორია უნდა დაიბაროს, მოზრდილი ხოჭოს მოსასპობად ნიადაგი დამუშავდეს 0,2% პერფექტონით ან როგორის 0,4% ხსნარით , შესაბამისად 500 და 600 ლ./ჰა-ზე.
წყარო:futkara.ge