მეფუტკრეობა

ჰიპოცეროზი

დაავადება მიეკუთვნება მიაზებს ანუ ბუზის მატლებით გამოწვეულ ფუტკრის ინვაზიურ დაავადებათა ჯგუფს. მისი გამომწვევი ორფრთიანი რაზმის დიპტერა წარმომადგენელი კუზიანი ბუზის Hypocera incrassata-ს მატლებია, ამიტომ ინვაზიური დაავადების გამომწვევი ბუზის სახელწოდებიდან გამომდინარე, დაავადებას ვუწოდეთ ჰიპოცეროზი.

კუზიანი ბუზის მატლები ობლიგატურ პარაზიტებად ითვლებიან, რადგან ცხოვრობენ და ვითარდებიან მხოლოდ ცოცხალ ფუტკარზე ან ბარტყზე.

საქართველოში ეს დაავადება გხვდება და გამოვლენილია  მარნეულის, მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურისა და სხვა რაიონების იმ საფუტკრეებში, სადაც კუზიანი ბუზის გავრცელება შეინიშნება.

ბუზის სიგრზე 3 – 4 მმ, მკერდის არეში გამოკვეთილი აქვს კუზი, შავი მბზინვარე თავი და მკერდი, რუხი – მოშავო მუცელი, სამი წყვილი გრძელი ფეხი. რომლის ბოლოში 4 – კბილიანი კაუჭი აქვს. პირველი წყვილი ჯაგრით არის დაფარული.

ზრდასრული ბუზი თავის სხეულის სიმცირის გამო ადვილად ძვრება სკაში, განსაკუთრებით სუსტ ოჯახებში, კვერცხებს ან ცოცხლადშობილ მატლებს დებს ფრენის ან ყვავილზე ჯდომის დროს, ფუტკრის ტანზე, ან ძვრება სკაში და ღია ბარტყის სხეულზე დებს კვერცხებს ან მატლებს.

ერთ ფუტკარზე ბუზი დებს ერთ-ორ კვერცხს ან მატლს, თუმც არსებობს მონაცემები თითო ფუტკარზე 4 და მეტი რაოდენობის მატლების მონახულებაზე. მატლი ცილინდრისებურია, სხეულის წინა და ბოლო ნაწილი შევიწროვებული აქვს, კანი პერლამუტის ფერია, პირის აპარატი შავი, სწრაფად მოძრავია. ბუზის მატლები იჭრება ფუტკრის ან ბარტყის სხეულში, მუცელში და მკერდის ქსოვილებს შორის შეჭრილი მატლები იკვებებიან ჰემო ლიმფით, იწყებენ შინაგანი ორგანოების რღვევას, რის გამოც ფუტკარი კარგავს შრომისუნარიანობას და 2-7 დღეში კვდება. ზოგჯერ ფუტკარი იღუპება მატლის დაჭუპრებამდე ან ინვაზირებისთანავე.

მატლები, რომლებიც განვითარებას ვერ ასწრებენ, იღუპებიან. ფუტკრის ტანიდან გამომძვრალი მატლები მიწაზე ცვივიან, ძვრებიან მიწაში, სადაც ქმნიან 3 – 4 მმ სიგრძის დაჯგუფებას, ჭუპრდებიან, განაგრძნობენ განვითარებას და ორი კვირის შემდეგ იბადებიან ზრდასრული ბუზები.

მიაზებით უფრო მეტად ძლიერი ოჯახის ფუტკრები ზარალდებიან, სადაც ყოველდღიურად  ასეულობით მოღალე ფუტკრები იღუპება. კლინიკური ნიშნები – ავადდებიან მხოლოდ მოღალე ფუტკრები, საფუტკრეში განსაკუთრებით საფრენის წინ შეიმჩნევა მასიურად მცოცავი ფუტკრები, რომელთა რაოდენობა წვიმიანი ამინდის შემდეგ მატულობს.

მცოცავი ფუტკრების გამოჯნამრთელება არ ხდება და ისინი მალე იღუპებიან. მცოცავ ფუტკრებს მუცელი გადიდებული აქვთ. თუ მკვდარ ფუტკრებს დავაკვირდებით, მათი მკერდის არე და მუცელი ინძრევა მათ სხეულში მოპარაზიტე ცოცხალი მატლების მოძრაობით. ამასთან ერთად შეიმჩნევა ოჯახის აღგზნებულობაც. დიგანოზის დასასმელად ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს დაავადებაზე საეჭვო პათოლგიური მასალა, ცოცხალი მცოცავი ან ახლადმკვდარი ფუტკრები, რომლებიც გაისინჯება მიკროსკოპით .

მუცლის ღრუს დამკერდის გაკვეთისა და საპრეპარაციო ნემსით კუნთების გადაწევით ნახულობენ მატლებს. ბრძოლის ღონისძიება – არ არის შემუშავებული. ლიტერატურაში რეკომენდებულია საფუტკრეში და სკის წინ მკვდარი ფუტკრების შეგროვება და დაწვა. საფრენის წინ მიწის გადაბრუნება, ბალახზე ფიცრების ან თუნუქის ნაჭრის დაფენა (რომლის ქვეშაც ხდება ბუზის დაჭუპრება), რომელიც დროდადრო უნდა ავწიოთ, მოვსპოთ პარაზიტები და საფრენის წინ გაფხვიერებული მიწა დავტკეპნოთ.

მიაზების დროს რეკომენდებულია ასევე სკის სახურავზე თეთრი ემალირებული წყლიანი ჭურჭლის დადგმა, რომელშიც დამატებულია ფორმალინი ან სახურავზე დააფენენ თეთრი ფერის მისაწებებელ ქაღალდს, რომელსაც წააცხებენ ზეთის ან კანიფოლის ნარევს, ან წაუსვამენ 0,05% ცეოდრიანიან ვაზელინს, რომელსაც მიწებებულ ბუზებიანად წვავენ.

შემოდგომაზე დაბარვის დროს მიწაში შეაქვთ თიაზინი – 1 კვადრატულ მეტრზე 100 გრ. რაოდენობით.

წყარო. www.futkara.ge