მე და ჩემი სოფელირუბრიკები

სოფელი ფარი 

ფარი სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ფარს ოდითგანვე დიდი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგი მდიდარია, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ფარის თემი, რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისაგან შედგება: ქვემო ლუჰა, ზემო ლუჰა, ლამხერი, ფარი, კაცხი, სვიფიღეშდერიხოსრარი.

ტოპონიმი ფარი,შედარებით ახალია,ძველ დროში ამ თემს ერქვა მაი,რაც დასტურდება სვიფის წმ. გიორგის ეკლესიაში დაცული ქუდიანი ჯვრის მინაწერში:

“დიდო, მთავარმოწამეო,
წმინდაო, გიორგი, ცხუფისაო
მეოხ და მფარველ ექმენ ორთავე
შინა ცხოვრებათა მამკობთა შენთა,
ხევთ მაილელთა ამინ”!

როგორც მინაწერიდან ვიგებთ, „მაილელთა“ ხევი ეწოდებოდა. ტერმინი ხევი იმას ადასტურებს, რომ თემი ძლიერი და მრავალრიცხოვანი იყო.

იმავე ეკლესიაში ინახება საბძოლო დროშა, დროშის ტარზე არის უამრავი ნაჭდევი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ამ დროშის ქვეშ წყდებოდა სვანეთის სათემო საქმეები და ამ დიდი საქმეების გადაწყვეტაში  ფარის თემს თავისი წვლილი შეჰქონდა.

 

მოგვიანებით მაილელთა ხევის ცნება, სავარაუდოდ შევიწროვდა და თემს ეწოდა მაიჟიბჩუ. ამ ტერმინის შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, კერძოდ: ბალს ქვემოთ სვანეთის მოსახლეობა სპორტული შეჯიბრების გასამართავად შეიკრიბა ფარის თემის სოფელ ფალედში (დღეს აღარ არსებობს, მხოლოდ ნასახლარებია). თურმე ფარის ვაჟკაცები გამოირჩეოდნენ, როგორც ჩაცმულობითა და კულტურით, ისე სპორტული მონაცემებით, მათ ყველა სახეობაში გაუმარჯვნიათ და ამით აღფრთოვანებულ ხალხს უთქვამს: „მაი ჯიბ ეჯი ჩუბ” _ ანუ როგორც გარეგნულად კარგები არიან, ასეთივენი არინ ყოველანაირადო.
მეორე ვერსიის თანახმად, მაიჟიბჩუ ფარის თემის შემადგენლობში მყოფ სოფლების ტერიტორიულ მოწყობაზე მიგვანიშნებს მაის ზევით და ქვევთ ანუ სვიფიდან ქვემო ლუჰამდე. როდის გაჩნდა ტოპონიმი „ფარი“, არავინ იცის. უხუცესი შოთა დადეშქელიანი ამ ტერმინის შემოღებას ფერს უკავშირებს,ფარ სვანურად ნაცრისფერს ნიშნავს, თითქოს, ზამთრის დიდთოვლიანობის დროს სოფელი, როგორც ნაცრისფერი ისე მოჩანდა და აქიდან დაერქვა ფარიო, სხვა ვერსიით ის საბრძოლო ფარს უკავშირდება, როგორც ფარის თემს ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლო, თითქოს „ფარის“ შემოსასვლელთან ეკიდა საბრძოლო ფარი.
ფარის თემს მართავდნენ ფარის დადეშქელიანები, რომლებიც თურმე გამოირჩეოდნენ დიდსულოვნებითა და შემწყნარებლობით თავიანთი ქვეშევრდომებისადმი.ფარის უკანასკნელი მმართველი იყო, თავისუფალი სვანეთის უკანასკნელი თავადი კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი, რომელმაც პირველმა აღმართა მახვილი რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ.

არის თემში სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ: ნარსავიძეებირეზესიძეები, აფრასიძეები, ცალანებივიბლიანებიდადეშქელიანები, ჩხეტიანები, ჩხვიმიანებიჯაჭვლიანებიგადრანები და წულუკიძე-წულუკიანები.

რამოდენიმე გვარი ამომწყდარი და დავიწყებას მიცემულია, როგორიცაა: ღორღოლიანებირეჩქიანებიყორყოჯიანებიკვიმფხვანი და ვინ იცის კიდევ რამდენი გვარი, რომელიც ჟამთ სიავემ აღგვა პირისაგან მიწისა.

დღეს ფარის თემი დაცლის პირასაა ,ქალაქისაკენ ლტოლვამ, უკეთესი ცხოვრების მოწყობის მიზნით, მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.
სოფელი, ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი ზნეობითა და პატიოსნებით. ასე გრძელდება დღემდე. მაშინ როდესაც, 90-იან წლებიდან მოყოლებული 2003 წლამდე გამეფებული იყო განუკითხაობა, ქაოსი, გზებზე ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკომანია, ფარის თემის ახალგაზრდობა არც ერთ უმსგავსო ქმედებაში არ იქნა შემჩნეული. თმის უხუცესებმა სიტუაციის მართვა შეძლეს, შეკრიბეს თემი, ხატზე დაიფიცეს რომ არ დათესავდნენ კანაფს (რაც ფართოდ გამოყენებოდა სვანურ კულინარიაში და საოჯახო აფთიაქში), რათა ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკული საშუალება ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. შეჩვენდებოდა და ხატზე გადაეცემოდა ყველა, ვინც თემის პატიოსნებას შებღალავდა. თემმა ერთგულების ფიცი აიღო, რომ ერთმანეთს მხარში ამოუდგებოდნენ გაჭირვების ჟამს, პატივისცემით მოეპყრობოდნენ და არ გაუკეთებდნენ ავსა და ზიანს. აი, ასე შეინარჩუნა ერთიანობა ფარის თემმა ძნელბედობის ჟამს, ასე შეძლო სოფელმა პატიოსანი სახელის შენარჩუნება და დაცვა.

წყარო: sofelifari.blogspot.com