დარგებიმეცხოველეობა

იაკი _ აზავერი

იაკი (ლათ. Bos Poephagus grunniens) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ჯახისრმომადგენელია.
 გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან მუქი წაბლისფერია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური იაკი _ აზავერი გარეულზე პატარაა.

ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, _ 105-120 სმ, 270-300 კგ. აზავერი საშუალო წლიურად 300-350 კგ. იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარი, მაგრამ გემრიელი აქვს. ცხოველთა 30% ურქოა.

აზავერს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში – ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით აზავერი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).

წერილობითი წყაროების მოწმობის ცნობით შუა საუკუნეების საქართველოში აზავერი ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში.

აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“.

ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

გამრავლება

აზავერებს გამრავლების სეზონი, როგორც წესი, ივლისიდან სექტემბრამდე აქვთ. მაკეობა დაახლოებით 270 დღე გრძელდება. მაისიდან ივნისამდე იბადებიან პატარები, ძირითადად ერთი ხბო. მდედრი მშობიარობისთვის იზოლირებულ ტერიტორიას პოულობს, სადაც პატარას აჩენს. ხბო დაახლოებით 10 წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე და წყვილი მალევე უბრუნდება ჯოგს. გარეული და შინაური აზავერებიც წელიწადში ერთხელ იძლევიან შთამომავლობას, კარგი გარემო პირობების და საკმაო რაოდენობის საკვების  შემთხვევაში, შესაძლოა უფრო სწრაფი გამრავლებაც.

ხბოები ერთი წლის ასაკში ანებებენ რძის ჭამას თავს და დამოუკიდებლები ხდებიან.

ველური აზავერის ნაშიერები, ყავისფერი შეფერილობისანი არიან და მხოლოდ მოზრდილ ასაკში უმუქდებათ და უგრძელდებათ ბეწვი. მდედრები როგორც წესი 3-4 წლის ასაკში აჩენენ პირველად, თუმცა 6 წელი მათი განვითარების პიკია. ტყვეობაში დაახლოებით 25 წელი შეუძლიათ სიცოცხლე, ბუნებაში ეს ასაკი რთული მისაღწევია. საინტერესოა, რომ ხანდახან გარეულები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს მოშინაურებულ აზავერებს, თუმცა ადამიანის დანახვისთანავე გარბიან, ზოგადად მათთან კონტაქტს ერიდებიან.

იაკი იკვებება ბალახით, ხავსით, მცენარეულობით.

დღეისთვის ბუნებაში მცირე რაოდენობის გარეული იაკია დარჩენილი. შეტანილია IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

საქართველოს მთიან რეგიონში ამიერ და იმიერკავკასიის ფერდობებზე აზავერის მოსაშენებლად კარგი პირბებია.

წყარო: https://ka.wikipedia.org