რუბრიკებისტატიები

საკვებით გამოწვეული დაავადებები _ ლისტერია მონოციტოგენოზი

საკვებით გამოწვეული დაავადებები მნიშვნელოვან საფრთხეს არმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. მიუხედავად ჰიგიენური მართვის სისტემის გაუმჯობესებისა პათოგენური ბაქტერიები მაინც აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს, რაც იწვევს მოსახლეობის დაავადებათა ზრდას.

სურსათის უვნებლობა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და შესაბამისად სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისაგან დაცვას გულისხმობს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სურსათის კვლევა სხვადასხვა საშიშ პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, მათ შორის, ლისტერია მონოციტოგენეზზე. ლისტერიის 7 სახეობიდან ადამიანისთვის პათოგენურია მხოლოდ ერთი – ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes).

გარემოში მცხოვრებიჩხირისმაგვარიბაქტერია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს დაავადება ლისტერიოზს,ინფექცია შეიძლება გადავიდეს ლისტერიის შემცველი  სურსათის მოხმარებით ან ავადმყოფთან შეხებით.ლისტერია იღუპება 65 გრადუსზე სურსათის გაცხელების შედეგად, თუმცა შესაძლებელია მეორადი დაბინძურება(ბაქტერიის გადასვლა პროდუქტზე სხვა პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად) მარილი ამ ბაქტერიას არ კლავს, დაბინძურებული პროდუქტის მაცივარში მოთავსებისას ბაქტერია აგრძელებს გამრავლებას. ბაქტერია ცხოვრობს ნიადაგში,წყალში,ცხოველებსა და მცენარეებზე. მას შეუძლია დააბინძუროს ნებისმიერი პროდუქტი გარდა პურისა, შაქრის ნაწარმისა და ტკბილეულისა, მათ შორის თაფლი.

ასეთ საკვებში ბაქტერია ვერ მრავლდება არახელსაყრელი პირობების გამო, ასევე ვერ მრავლდება მჟავებშიც. დაავადების გავრცელების წყარო ყველაზე ხშირად არის ცივად შებოლილი თევზიან ხორცი, რბილი ყველი,ნედლიდაუმუშავებელი ბოსტნეული.დაავადების მეტი რისკი გვხვდება ფეხმძიმეებში, ახალშობილებში,მოხუცებშიდა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია სთავაზობს მომხმარებლებს ლისტერიას მონოციტოგენეზის (Listeria monocytogenes) კვლევას აერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორც მოლოკულური ბიოლოგიის მეთოდით (PCR), ასევე ლასიკური მეთოდით. ზემოთ ხსენებული მეთოდეები გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ამ პათოგენის უტყუარი დიაგნოსტიკა.

წყარო: lma.gov.ge