მარწყვის მოყვანის მეთოდები და სისტემები _ რომელი უფრო მომგებიანია?
ბაზარზე კენკროვანთა სეგმენტში ყველაზე სწრაფი და საფუძვლიანი ცვლილებები მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებმა, განსაკუთრებით წარმოების ინტენსიურმა მეთოდებმა, განიცადა.
ასეთი დინამიური ცვლილებების მიზეზი კენკროვნებისადმი მომხმარებელთა გაზრდილმა მოთხოვნებმა და შესაბამისად, მწარმოებელთა დაინტერესებამ განაპირობა.
დღეს ევროპაში და ჩვენთანაც მარწყვის მოვლა-მოყვანის რამდენიმე მეთოდებს იყენებენ:
◊ ღია გრუნტში ტრადიციული მეთოდით, ტრადიციული (მრავალწლიანი) ჯიშებით წარმოება (მოსავალი იკრიფება ივნისში);
◊ სპეციალურად მოწყობილ გამჭვირვალე პოლიეთილენის გვირაბებში, ამაღლებულ სწორ ზედაპირზე ამაღლებულ კვლებზე ტრადიციული ჯიშებით წარმოება (მოსავალი იკრიფება მაის-ივნისში);
◊ პოლიეთილენის გვირაბებში, კვლებზე, ბაზოებზე, ტრადიციული ჯიშებით წარმოება (მოსავალი იკრიფება მაის-ივნისში);
◊ გვირაბებში, მაგიდებზე სპეციალურ ღარებზე, თასებზე წარმოებაა (მოსავალი იკრიფება ივნის-ოქტომბერში);
◊ დახურულ სათავსოში _ სათბურში სპეციალურ ღარებში ტრადიციული ჯიშების მოყვანა (მოსავალი იკრიფება მაის-ივნისში).
ყველაზე მეტი ინვესტიცია, როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობას სჭირდება, სწორედ ამან აიძულა მწარმოებლებია, წარმოების რენტაბელობის და პროდუქტის თვითღირებულების შემცირება ეზრუნათ, გაეთვალათ პლანტაციების ეფექტიანობის დონე, რაც უზრუნველყოფდა დანახარჯების ოპტიმალურ ვადაში ამოღებას და მოგებაზე გასვლას.
ღია გრუნტში მოყვანის პირობებში ყველაზე მეტი თანხა მარწყვის ნერგების შესაძენად არის საჭირო. კვლებზე გაშენებისას, ნერგების ყიდვის გარდა, საჭიროა სამულჩე მასალის (აგრობოჭკოს) და სარწყავი სისტემების შეძენა-გამართვას.
გვირაბებში და გადახურულ სათბურის ტიპის სათავსოში მოყვანის შემთხვევაში, ყველაზე მეტი თანხა გვირაბების და სხვა სამშენებლო კონსტრუქციის, სპეციალური ღარების, საირიგაციო და წვეთოვანი სარწყავი სისტემების შესაძენად და დასამონტაჟებლად იხარჯება.
დიაგრამაზე გამოსახული მონაცემები, ცხადყოფს, რომ მარწყვის მოყვანა მიწაზე და კვლებზე ჰექტარზე, დაახლოებით 8-14 ათასი ევრო ჯდება, ხოლო გრუნტზე და მაგიდებზე ღარებზე გვირაბებში მოყვანის შემთხვევაში მწარმოებელს ჰექტარზე 56-95 ათასი ევრო დაუჯდება. მარწყვის წარმოება ყველაზე ძვირი გვირაბებში და გადახურულ სივრცეში ჯდება, სადაც გამოყენებულია საირიგაციო და წვეთოვანი მორწყვის სპეციალური მოწყობილობები. (დანახარჯები დათვლილია ევროკავშირში არსებული ფასებით)
ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე გაწეული ესოდენ დიდ ხარჯები, გამართლებულია მათი მრავალწლიანი ეფექტიანად გამოყენების შედეგად მიღებული შემოსვლით.
საყურადღებოა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით მარწყვის წარმოება კომპენსირდება იმ შემთხვევაში თუ მარწყვი ერთ და მეტ ჰექტარზეა გაშენებული, ხოლო დახურულ სივრცეში მარწყვის პლანტაციის გასაშენებლად გაწეული ხარჯი კომპენსირდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ ჰექტარზე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მოსავალი მიიღება.
საერთოდ კი, პრაქტიკაში ეს მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავებულია, მაგალითად პოლონეთში მარწყვის მოსავლიანობა ჰექტარზე წელიწადში საშუალოდ 25-30 ტონას შეადგენს, ხოლო საუკეთესო შედეგი 40-60 ჰა-ზე ტონას აღწევს.
შეგახსენებთ, რომ მარწყვის წარმოების რენტაბელობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ინვესტიციის მოცულობაზე, ჯიშის მოსავლიანობაზე, სამუშაო ძალაზე გაწეულ დანახარჯებზე, პლანტაციის ექსპლოატაციის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.
წყარო: ogrodnictwo.expert