ბაბუაწვერა
მრავალწლიანი ბალახია, რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, იზრდება 5-დან 50 სმ-მდე სიმაღლის, აქვს მსხვილი, მთავარღერძა ფესვი. ფოთლები ლანცეტა ან წაგრძელებულ-ლანცეტაა, დაკბილული, 10-25 სმ. სიგრძის და 1,5-5 სმ. სიგანისა, ფოთლები ფუძესთან როზეტადაა შეკრებილი.
ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი ფერისაა და კალათა-ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყოფი ღია-წაბლისფერი, 3-4 სმ. სიგრძის თესლურაა. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ერთი თვის შემდეგ მწიფდება.
ქიმიური შემადგენლობა
ფოთლები და ყვავილები კაროტინოიდებს შეიცავენ. ფესვებში აღმოჩენილია: სტერინი, ინულინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, კაუჩუკი და ცხიმი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაბუაწვერას ფესვებს და ბალახს იყენებენ როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ასევე იყენებენ ანაციდური გასტრიტის დროს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის მოსამატებლად.
ფესვებს იყენებენ როგორც ნაღვლმდენ და შარდმდენ საშუალებას.
გამოყენება მედიცინაში
უნიშნავენ კუჭში შეკრულობის, დიაბეტის, თირკმლის ჭვალის, ნიკრისის ქარის, ეგზემის, ფერისმჭამელების, ათეროსკლეროზის დროს.
სამკურნალო პრეპარატები
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი: 10 გრ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 2 საათის გნმავლობაში, გაწურეთ, მიიღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ანემიის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე ნიკრისის ქარის, ალერგიის, კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას ფესვების და ბალახის ნაყენი: აიღეთ 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები და ბალახი, დააყენეთ 400 მლ. გაცივებული ანადუღარი წყლით 10-12 საათის განმავლობაში, გაწუღეთ. მიიღეთ 50 მლ. 4-6-ჯერ დღეში ჭამის წინ ათეროსკლეროზის, ჰიპო- და ავიტამინოზის, ანემიის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, კუჭში სპასტიკური ტკივილის, თავის ტკივილის, ცუდი მადის, კუჭში შეკრულობის, ნიკრისის ქარის, ალერგიის დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოც-ოცი გრამი ბაბუაწვერას ყვავილი და ბალახი, დაასხით 400 მლ. წყალი, ადუღეთ 10 წთ.-ის განმავლობაში, დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ. მიირეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ღვიძლის, თირკმელების, შარდგამომყვანი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების ნახარში: 10 გრ. ყვავილს დაასხით 200 მლ. წყალი, ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 20-30 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში უძილობის, ჰიპერტონიული დაავადების, მეტეორიზმის, კუჭში შეკრულობის, ჭიების დროს.
ბაბუაწვერას ფესვების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოცდაათ-ოცდაათი გრამი ბაბუაწვერას ხმელი ბალახი და ფესვები, დაასხით 1 ლ. წყალი და ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 45 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ. 3-ჯერ დღეში ფურუნკულოზის და კანზე გამონაყარის, ავიტამინოზის, საერთო სისუსტის (როგორც მატონიზირებელი საშუალება) დროს, ასევე გასტრიტის (კუჭის წვენის დაბალი მჟავანობა) დროს.
ბაბუაწვერას ფესვების ნახარში: 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ, მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბაბუაწვერას ფოთლების წვენი: ბაბუაწვერას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ ცივი წყლით 5 წთ.-ის განმავლობაში, წყალი გადაასხით, ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიიღეთ 50 მლ. 2-ჯერ დღეში გასტრიტის, საერთო სისუსტის, სიყვითლის, შარდის ბუშტის ანთების, ანემიის დროს. ნაყენი წაისვით კოჟრებზე, მეჭეჭებზე, ჭორფლზე, პიგმენტური ლაქებზე.
ბაბუაწვერას მალამო: 5-10 გრ. დაქუცმაცებული ფესვი და ბალახი დააყენეთ 50 მლ. მცენარეულ ზეთზე 10 საათის განმავლობაში. წაისვით დამწვრობებზე, ნაწოლებზე.
ბაბუაწვერას ფხვნილის მალამო და თაფლი კურნავს ეგზემას.
ბაბუაწვერას ფხვნილი
ბაბუწვერას ხმელი ფესვები დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში. მიიღეთ 1,5-2 გრ. 3-ჯერ დღეში ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. დაიყარეთ დაჩირქებულ ჭრილობებზე, წყლულებზე, დამწვრობებზე, მოყინულ ადგილებზე, ნაწოლებზე.
გავრცელება
ბაბუაწვერა გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც მაღალმთიანეთში, ისე დაბლობში.
დამზადება
ფესვებს შემოდგომით (ფოთლების ჭკნობისას) ან გაზაფხულზე, აპრილში-მაისის დასაწყისში აგროვებენ. ფესვებს საგულდაგულოდ ასუფთავებენ მიწისგან, გვერდით, წვრილ ფესვებს აჭრიან და ცივი წყლით რეცხავენ. მსხვილ ფესვებს 10-15 სმ. სიგრძის ნაჭრებად ჭრიან, ახმობეს ჰაერზე მანამ, სანამ რძეწვენის გამოყოფა არ შეწყდება. თხელ ფენად გაშლილს აშრობენ თბილ, კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში ან საშრობში, ღუმელში 40-500ჩ ტემპერატურაზე. ინახავენ კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში. შენახვის ვადა 5 წელი. იყენებენ ხმელი სახით. მზა ნედლეული _ ხმელი ფესვები მცირედ დატოტვილია, გარედან მურა ან მუქი-მურა ფერისაა, 10-15 სმ. სიგრძისა და 0,3-1,5 სმ. სიმსხოა. ნედლეულს მწარე გემო აქვს, სუნი კი _ არა.
წყარო:http://lady.mcvane.ge