დარგებიმეფუტკრეობა

როგორ განვსაზღვროთ, შერჩეულ ადგილზე ფუტკრის რამდენი ოჯახის განთავსება შეიძლება?

 იმის დასადგენად, თუ რამდენი ფუტკრების ოჯახის შენახვაა შესაძლებელი წინასწარ შერჩეულ ნაკვეთზე, აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის ნექტრის შეგროვება შეუძლიათ ფუტკრებს მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეებიდან. თუ ნაკვეთზე იზრდებიან თაფლოვანი ბალახებიც, მაშინ მათ მიერ გამოყოფილი ნექტრის რაოდენობაც უნდა იქნას გათვალისწინებული.

დავუშვათ, ნაკვეთზე ნექტრის საერთო მარაგი შეადგენს 10 ათას კგ-ს. ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას ისიც, რომ ფუტკრებს არ შეუძლიათ მოაგროვონ მთელი ნექტარი, რომელსაც გამოყოფენ მცენარეები: ნექტრის გარკვეული რაოდენობა ცუდი ამინდის დროს იკარგება, როდესაც ფუტკრები ვერ ტოვებენ სკებს; ნექტრის ნაწილს სხვა მწერები აგროვებენ; ამას გარდა, ფუტკრები ვერ ასწრებენ სათითაოდ ყველა მცენარესთან მისვლას. ჩვენს მიერ უკვე დადგენილია, რომ ფუტკრები აგროვებენ მცენარეების მიერ გამოყოფილ ნექტრის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50%-ს. მოცემულ მაგალითში ეს არის დაახლოებით 5 ათასი კგ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძლიერი ოჯახი წლის განმავლობაში თავად მოიხმარეს 90- დან 100 კგ-მდე თაფლს. თუ ვივარაუდებთ ფუტკრების ოჯახის წლიურ საჭირო რაოდენობას 90 კგ-ს და დავგეგმავთ სარეალიზაციო რაოდენობას – 30 კგ-ს, მაშინ ერთი ფუტკრების ოჯახის მიერ შესაგროვებელი თაფლის რაოდენობა იქნება – 120 კგ. შემდეგ ფუტკრებისთვის ხელმისაწვდომ თაფლის საერთო მარაგის რაოდენობას გავყოფთ ერთი ოჯახის მიერ შეგროვებული თაფლის საერთო რაოდენობაზე და მივიღებთ იმას, რომ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მიახლოებით 125 ფუტკრების ოჯახის შენახვა.

ცალკეულ შემთხვევებში, ტყის ზონის მთიან რაიონებში, სადაც ფუტკრების ოჯახების შეზღუდული რაოდენობის გამო ძვირფასი თაფლოვანი სავარგულების უზარმაზარი ტერიტორია სრულდ ვერ არის ათვისებული, ნექტრის მარაგის დასადგენად არ არის აუცილებელი სპეციალური გათვლების ჩატარება.

მცენარეები, რომელთა განაყოფიერება ხდება მწერების საშუალებით ენტომოფილური, ფრინველების მეშვეობით – ორნიტოფილური, წყლის მეშვეობით – ჰიდროფილური, ხოლო ქარის საშუალებით ანემოფილური მცენარეები ჰქვიათ. ენტომოფილურ ჯგუფს ეკუთვნის ყვავილოვან მცენარეთა 80% -ზე მეტი. ანემოფილურს – ჭვავი, შვრია, სიმინდი, ნაძვი, ფიჭვი, მუხა, არყი და სხვა.მარცვლოვან კულტურათა და ხილ-კენკროვანთა ყვავილებს მტვერი წებოვანი აქვთ და ვინაიდან ქარის საშუალებით მისი დამტვერვა არ ხდება, ამ საქმეს ასრულებს ფუტკრი, რაშიც მას ეხმარება ტანის ბუსუსოვანი ზედაპირი.

დადგენილია, რომ დამტვერიანების პირდაპირი შედეგი 8-ჯერ აღემატება ფუტკრის პროდუქტებიდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე, რომ 1 კგ. თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 125 000 – ჯერ უწევს გამოფენა და ის 4 000 000 ყვავილს მოინახულებს.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების, რომლებიც დამტვერვის გარდა თაფლის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენენ, გაშენების რაიონებში საფუტკრეს ზომებს ადგენენ ფუტკრების საჭიროების მიხედვით მცენარის სრულად დამტვერვისთვის.

იმ შემთხვევებში, როდესაც მეურნეობებში გაშენებული თაფლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ყვავიან სხვადასხვა დროს, საფუტკის საჭირო ზომას ადგენენ იმ ოჯახების მაქსიმალური რაოდენობით, რამდენიც საჭიროა ამა თუ იმ კულტურის დასამტვერად. თუკი რამდენიმე სახეობის მცენარეები ერთი და იგივე პერიოდში ყვავილობს, მაშინ რაოდენობას ადგენენ ფუტკრების ოჯახების იმ ოდენობით, რაც საჭიროა ყველა ერთდროულად მოყვავილე კულტურების დასამტვერად. მაგალითისათვის, ვივარაუდოთ, რომ მერნეობას გააჩნია 10 ჰექტრის ხეხილის ბაღი. ამ პლანტაციის დამტვერვისათვის საჭირო იქნება ფუტკრის 20 ოჯახის მონაწილეობა. მზესუმზირის 1 ჰექტრისათვის – 1, ესპარცეტის – 4, იონჯის – 8 და ა.შ.

„მეფუტკრეობის სახელმძღვანელო“