მწვანე მალამო_ სამკურნალო თვისებები
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, „მწვანე მალამო “ სააფთიაქო ქსელებს განახლებული შეფუთვით და ფორმით მიეწოდება. მალამო მზადდება GMP სტანდარტთან შესაბამისობაში აშენებულ ქარხანაში (ქარხანა GMP სტანდარტის ლიცენზიის აღების მოლოდინის რეჟიმშია).
მალამო დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ოფიციალურ მედიცინაში ცნობილი შვიდი, ერთმანეთის მოქმედების გამაძლიერებელი სამკურნალო მცენარეების რისტესისხლა, მრავალძარღვა, გვირილა, გულყვითელა, ფარსმანდუკი, კრაზანა, ევკალიპტი) და ნატურალური კომპონენტებისაგან („A“ ვიტამინით მდიდარი ყვითელი თაფლის სანთელი და უმაღლესი ხარისხის 100%-იანი ნატურალური ზეითუნის ზეთი).
წარმოების ამ წესს მკაცრად ვიცავთ, რაც უზრუნველყოფს მალამოს მაღალ ხარისხს და ეფექტიანობას.
მალამოს წინაკლინიკური გამოკვლევები ჩატარდა საერთაშორისო GLP პროგრამით. რომლითაც დადგინდა, რომ „მწვანე მალამო“, სხვა ანალოგიურ მალამოებთან შედარებით, ჭრილობების შეხორცებას 42-50%-ით აჩქარებს.
კლინიკური აპრობაცია ჩატარდა საქართველოს წამყვან კლინიკებში 500-ზე მეტ ავადმყოფზე. კლინიკური კვლევები ჩატარებულია სტომატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში. დაპატენტებულია აშშ-ში, ისრაელსა და ევროპის 18 ქვეყანაში.
ექიმი ქირურგი ზურაბ ჩიხრაძე:
უმძიმესი ტრამვირებული ხელის მტევნით შემოვიდნენ პაციენტები.
მკურნალობა დავიწყე მწვანე მალამოთი. რამოდენიმე დღეში მივიღე გასაოცარი შედეგი, რაც ჩანს ფოტოებზეც.
კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული და რეგენერაციის მასტიმულირებელი (შეხორცების დამაჩქარებელი) მოქმედება. გამოიყენება ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანების, I, II,III ხარისხის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, საშვილოსნოს ეროზიის, ნაწოლების, ბუასილის კვანძების ანთების საწინააღმდეგოდ, ახალშობილთა გამოყელვის დროს. წარმატებულია სტომატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.
გამოიყენება:
ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების, (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა პირველი, მეორე, მესამე–ა ხარისხის, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.
შემადგენლობა:
ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, კრაზანა, გულყვითელა, გვირილა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი, ზეითუნის ზეთი, თაფლის სანთელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების პროცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. გამოიყენება: ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანიდაზიანებების(ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა ა ხარისხის, I,II, III (მათ შორის ნამზეურის შედეგად განვითარებული), ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ. ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.
პარადონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებადი დაავადებების სამკურნალოდ: ქეილიტებისა და გლოსიტების კომპლექსური მკურნალობისას; ენდოდონტიურ პრაქტიკაში, პულპიტების და პერიოდონტიტების დროს ინტრაკორონალური მედიკამენტოზური მკურნალობის მიზნით; ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიაში ქსოვილთა რეგენერაციისთვის.
მოქმედების მექანიზმი: მალამოს ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მისი მოქმედების შედეგად ხდება კაპილარების განვლადობის და, აქედან გამომდინარე, შეშუპების შემცირება, უჯრედული იმუნიტეტის აქტივაცია, ფაგოციტოზის პროცესების გაძლიერება, T ლიმფოციტების რაოდენობის მომატება.
მალამოს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგი ჯგუფის მიკრობების მიმართ: Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Streptococcus fecalis, Psevdomonas aeruginosa, E col.
უკუჩვენება: არ აღინიშნება. გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური ზემგრძნობელობა, რომელიც მალამოს გამოყენების შეწყვეტისთანავე ქრება.
მალამოს გამოყენების წესი: ჭრილობისა და დამწვრობის არეში, რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ, კეთდება ნახვევი მალამოს 2-3 მმ სისქის ფენით დღეში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის დროს კეთდება ტამპონი 12 საათში ერთხელ. შენახვის ვადა და პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა ორი წელი.
იკითხეთ აფთიქებში!
მალამოს შესახებ თქვენთვის საინტერესო კითხვების გაჩენის შემთხვევაში
დაგვიკავშირდით: 599 50 23 41/ 599 71 07 71
გისურვებთ ჯანმრთელობას!
სანდრო ყოჩიაშვილი