აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებირუბრიკები

ნიადაგის ნაყოფიერება

ნიადაგის ნაყოფიერება გახლავთ მცენარეების და მიკროორგანიზმების სიმიბიოზის რეალიზება ნივთიერებათა ციკლურ მიმოქცევაში (ნ, კუდრიუმოვი, ო. ტარხანოვი)
 რით იკვებება მცენარეები 

 

 

უმრავლეს შემთხვევაში ნიადაგი შეიცავს საკვები ელემენტების უზარმაზარ რაოდენობას, მაგრამ ამის მიუხედავად, იხარჯება უდიდესი თანხა ხელოვნურ სასუქებზე და იქმნება უამრავი ლიტერატურა ნიადაგის ნაყოფიერების შესახებ (ივან ოვსინსკი).

ნიადაგი, მარტივად რომ ვთქვათ, გამოტანილია მცენარეების საკვებით, მაგრამ ეს საკვები ელემენტები ნიადაგში ძირითადად არსებობენ მცენარეებისთვის შეუთვისებელი _ გაუხსნელი ან დაუჟანგავი ფორმით. შესაბამის პირობებში ეს საკვები ელემენტები ბუნებაში შეიძლება გაიხსნას. ე.ი. შეიძლება შეიქმნას მიწათმოქმედების სიტემა, რომელიც მცენარეებისთვის მიუწვდომელს მისაწვდომად გადააქცევს. აი,  სწორედ ასეთ სისტემა შექმნა იჯ. ოვსინსკიმ. ახლა კი მცენარის კვების წყაროებს მივმართოთ.

ატმოსფერო თავისი ნალექებით და მტვრით, შემადგენლობის მიხედვით, ძალზე ახლოს დგას ნიადაგთან. სტრუქტურული ნიადაგი ჰაერიდან იღებს გარკვეული რაოდენობის აზოტს, ჟანგბადს, ნახშირორჟანგს და წყალს, აგრეთვე _ ნიტრატებს, ამიაკს, მეთანს, გოგირდწყალბადს, იოდს და ფოსფორს.

ნიადაგის მინერალური ფუძე _ ქვიშა, თიხა და ნიადაგქვეშა ქანები შეიცავს ყველა ძირითად ელემენტს: კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს; აგრეთვე მიკროელემენტებს: ბორს, იოდს, თუთიას, ალუმინს, სილიციუმს, რკინას, მანგანუმს, კობალტს, მოლიბდენს და ა.შ. იმ რაოდენობით, რომელიც  ათასგზის და ასგზისაც აღემატება მცენარის მიერ ათვისებულ და მოსავალთან ერთად გამოტანილ ამ ნივთიერებების მოცულობას. ამ მინერალებში არ არის მხოლოდ აზოტი, მაგრამ მისი მარაგი სტრუქტურულ ნიადაგში ძალზე დიდია. აი, იმ ცდების მონაცემები, რომელიც მაშინდელი მემცენარეობის კლასიკოსებს _ დეგენრს, შლესინგს, გრანდოს, კოლესოვს, ველნის და სხვებს ჩაუტარებიათ. ეს მონაცემები ჰექტრის მეასედზეა გადაანგარიშებული:

_ აზოტი მოსავლისთვის ერთ მეასედზე საჭიროა 1,5 კგ. ნამი და ნალექების 0.2 კგ. აზოტს გვაძლევენ. უსტრუქტურო ნიადაგს მეტი არ გააჩნია.

სტრუქტურულ ნიადაგს, რომელიც დაფარულია ნეშომპალის მულჩით, აზოტის სხვა წყაროები მოეპოვება:

1.      ნეშომპალის ფენა უფრო სწრაფად ცივდება _ ნამი ორჯერ მეტი გამოყოფა. ეს კი ცოტაა?

2.      ნეშომპალის ქვეშ ნიადაგი ყოველთვის ნესტიანია, აზოტს, მშრალთან შედარებით, ტენიანი ნეშომპალა ორჯერ მეტს, ხოლო ტენიანი თიხნარი 20-ჯერ მეტსაც აკავებს.

3.      სტრუქტურული ნიადაგის არხებს და ღრმულებში დღისით კონდენსირებული ნამით ორჯერ მეტი წყალი გროვდება, ვიდრე ნალექებს მოჰყვება. ამსა კი 0,6კგ. აზოტიც ახლავს . უკვე საკმარისია!

4.      მიკროორგანიზმების სიმრავლისას, მულჩის ქვეშ საკმარის ტენიანობის დროს მიკრობები აქტიურად აგროვებენ აზოტს და ახდენენ ნიტრიფიკაციას. ეს პროცესები კი მესამედზე 15 კგ აზოტს გვაძლევს. არადა კილოგრამნახევარიც საკმარისია.

5.      სახნავ, უსტრუქტურო ნიადაგში ეს  პროცესები არ მიმდინარეობს და ამიტომაც ვიყენებთ გვარჯილას.

დიდება და გამარჯვება მინერალურ სასუქებს!

_ კალიუმი _ მეასედზე 1 კილოგრამია საჭირო. სხვადასხვა ნიადაგებზე მისი რაოდენობა 3-19 კგ-ია. ჩვენი ნიადაგები უმდიდრესია.

_ ფოსფორი _ მეასედს 0,5 კგ. სჭირდება. ნიადაგში კი, როგორც წესი, 39-89 კგ. ფოსფორია!

_ კალციუმი _ 25 კგ-მდე. სჭირდება მეასედს. ნიადაგში კი 20-200 კგ-ია.

ნიადაგის სხვა ელემენტებიც დიდი რაოდენობით მოიპოვება. მათი ხსნარად გადაქცევა ნახშირმჟავას და სხვა ჰუმანური მჟავების მოქმედებით ხდება; ამ მჟავებს კი მიკროორგანიზმები წარმოქმნიან, როდესაც საკმარისადაა ტენი, ჰაერი და ორგანული ნივთიერებები. ნ. კურდიუმოვი

საკვები ნივთიერებების აქტიურ (მცენარეებისთვის ასათვისებელი) ფორმებში გადაყვანის 4 აუცილებელი პირობა (ი. ოვსინსკის მიხედვით):

1.    ოპტიმალური და თანაბარი ტენიანობა;

2.    ატმოსფეროსთან (ჰაერთან) დაკავშირებული საჰაერო არხების არსებობა ნიადაგში (კარგი აერაცია);

3.    ზაფხულში ნიადაგის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურაზე დაბალი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში _ მაღალი (საერთოდ, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ უხდება ფესვებს და ნიადაგში მცხოვრებ ორგანიზმებს);

4.    ნახშირმჟავას (H2C03) საკმარისი რაოდენობა მინერალების გასახსნელად (ნახშირმჟავა მიიღება წყალთან ნახშირორჟანგის შეერთებით ბაქტერიების მეშვეობით და ეტაპობრივად). მის გარეშე ნიადაგი ხსნარის სახით საკვებ ნივთიერებებს „არ გასცემს“.

ამ პირობების შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიადაგის ორგანიზმები.

ორგანული ნივთიერებები ნიადაგის ორგანიზმების მეშვეობით იხრწნება. ამ დროს გამოიყოფა CO2  _ ნახშირორჟანგი.

მცენარის ორგანული ნივთიერება კი იქმნება ფოტოსინთეზის პროცესში CO2-სა და სინათლის ენერგიის მონაწილეობით.

სოკოები, ბაქტერიები, მწერები და სხვა მცირე ორგანიზმები შლიან და აქუცმაცებენ ორგანულ სუბსტანციას. ამით ისინი ქმნიან ჰუმუსს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და აზოტს.

„ბიომეურნეობის საფუძველები“,

ზურაბ კარბელაშვილი