ნიადაგის ტიპები, ნიადაგის სტრუქტურა
ჰუმუსი უფრო ნაყოფიერების პატიოსანი მოწმეა, ვიდრე მის მიზანი… თავად ჰუმუსი ნაყოფიერების მთავარი ფატორი არ არის, თუმცა მის ზრდის ხელსაყრელი პირობაა (ნ. კურდიუმოვი, ო. ტარხანოვი „მიწათმოქმედების ეკონომიკა ილუზიების გარეშე“).
ჰუმუსი ნიადაგის ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება მცენარეული და ცხოველური ნაშთების და მათი ცხოველმოქმედი პროდუქტების ხრწნის შედეგად.
ჰუმუსის რაოდენობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნიადაგის ნაყოფიერებას; ჰუმუსი შეიცავს მცენარეთა კვების ძირითადი ელემენტებს, რომლებიც მიკროორგანიზმთა ზემოქმედებით მცენარეებისთვის ათვისებად ფორმად გარდაქმნიან.
ნიადაგში ჰუმუსის შემცველობასთან არის დაკავშირებული ნიადაგის წყალმომარაგების და სითბური რეჟიმები, ნიადაგის ბიოლოგიური აქტიურობა, ნიადაგწარმოქმნის პროდუქტთა მიგრაცია და სხვ. ნიადაგში ჰუმუსის რაოდენობა დამახასიათებელი ნიშანია ნიადაგის ტიპების განსაზღვრისთვის.
ჰუმუსი
♦ აუმჯობესებს წყლის, ჰაერისა და საკვები ნივთიერებების მდგრადობას ნიადაგში (მდგრადი ჰუმუსი);
♦ აწვდის მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს (საკვები ჰუმუსი).
ჰუმუსის შემადგენობა განსხვავებულია. იგი დამოკიდებულია კლიმატზე, ნიადაგის ნაირსახეობაზე, და მის დამუშავებაზე.
ნიადაგი, რომლის შემადგენლობაში 1% ჰუმუსი, შეიცავს დაახლოებით 1000 კგ. აზოტს/ ჰა-ზე. კარგი სახნავი, სულ ცოტა 2% ჰუმუსს უნდა შეიცავდეს, ხოლო ბაღის და ბოსტნის ნიადაგი 5-7%.
ნიადაგის ტიპები
ნიადაგის ტიპები განისაზღვრება ნიადაგის მინერალური ჩონჩხის შემადგენლობით. ეს ჩონჩხი შედგება დიდი და პატარა ქვებისგან, ქვიშის, თიხის, მტვრის და თიხოვანი მინერალების სხვადასხვა ფრაქციებისგან. ნიადაგის წყალმომარაგების და საჰაერო რეჟიმი, საკვები ნივთიერების დაგროვების ინტენსიური და მათი დამუშავებისადმი მიდრეკილება ბევრად არის დამოკიდებული ნიადაგის სტრუქტურის ტიპზე. ნიადაგის ტიპის განსაზღვრის უმარტივესი ხერხი ხელით გასინჯვაა. ამ მეთოდით შეიძლება განვსაზღვროთ ნიადაგის ძირითადი ტიპები შემდეგი კრიტერიუმების თანახმად.
ნიადაგის სტრუქტურა
ნიადაგის სტრუქტურას ჰუმუსი აუმჯობესებს.
კარგი სტრუქტურის მქონე (დავარგებული) ნიადაგი ფხვიერ და ადვილად დასამუშავებელია, ხელსაყრელია მცენარის განვითარებისთვის. იგი ელასტიკურია, კარგად ატარებს წყალს, ადვილად არ შრება, იტანს მექანიკურ დაწოლას და ძლიერ წვიმებს.
როგორც წესი, ოპტიმალურად ითვლება ჰუმუსით გამდიდრებული ქვიშიანი თიხნარი, რომელშიც ქვიშისა და თიხის ოპტიმალური თანაფარდობაა.
კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგი საუკეთესო გარემოა ნიადაგში მობინადრე ორგანიზმებისთვის, რომელშიც თავის მხრივ „ზრუნავენ“ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
„ბიომეურნეობის საფუძველები“,
ზურაბ კარბელაშვილი