თივის წარმოების ტექნოლოგიური რუკა
თივა მოთიბული და გამხმარი ბალახია, 15-17% ტენიანობის და ნაკლები, მიეკუთვნება უხეშ საკვებთა კატეგორიას. იგი მცოხნელთა პირუტყვის ერთ-ერთიი ძირითადი საკვებია. ბოტანიკური შემადგენლობის მიხედვით შეიძლება იყოს: პარკოსნების, მარცვლო ვანების,ნაირბალახეულის და სხვა. ხოლო ადგილმდებარეობის მიხედვით – მშრალო ბის, ჭაობის, ველის, ტყის და სხვა.
100 კილოგრამი კარგი თივა 50-60%-მდე საკვებ ერთეულს შეიცავს და 10-15%-მდე მო ნელებად პროტეინს.
სათიბის მოვლა-მოყვანის პირობებთან დაკავშირებით თივის ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს .
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარეებში ცილების შემცველობის ზრდას, რამდენადაც ცილას ცხოველთა კვებაში ვერ ცვლის რომელიმე სხვა ნივთიერება. სასუქების სწორი გამოყენება აუმჯობე სებს მცენარეთა ბოტანიკურ შემადგენლობას და თივის კვებით ღირებულებას თივის მოსავლიანობის ზრდასთან ერთად. თივის ყუათიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ბალახის მოთიბვის სავეგეტაციო ფაზა. მცენარის ზრდა-განვითარებასთან ერთად იზრდება მისი ნახშირწყლების სტრუქტურა, კერძოდ მატულობს უჯრედისი და ლიგნინი, კლებულობს მაურები და ადვილად ხსნადი სხვა ნახშირწყლები. მასა უხეშდება, მცირდება მონელე ბადობა და ყუათიანობა , ადრე მოთიბულ ბალახში მეტია ვიტამინები.
ხარისხიანი თივის მიღების აუცილებელი პირობაა ბალახის დროული მოთიბვა, გაშ რობა, შენახვა, რაც უზრუნველყოფს მცენარის ფოთლისა და თანაყვავილედის შენარჩუ ნებას, აგრეთვე მის სიმწვანეს.