ბოცვერის გამოზრდა-დაკვლის საწარმოო კალენდარი (სანიმუშო)
გათვალისწინებულია დღეში 10 კგ ხორცის წარმოებისათვის.
1 ბოცვერი ცოცხალი – 3 კგ, 3,5 თვის ასაკში (ხორცი- 1,6 კგ).
ცხრილი N1 გვიჩვენებს 1 დედის ბაჭიებიდან ხორცის გამოსავალს 1 გაჩენაზე.
ცხრილი N2 გვიჩვენებს, რომ თითო ჯგუფში 5 დედაა და ისინი ერთდროულად აჩენენ 9-9 ბაჭიას, სულ 45 ბაჭიას, გამოზრდის პერიოდში შეიძლება დანაკლისი იყოს და დაიკლას 1 დედიდან 7 ბაჭია, ანუ 35 ბაჭია. ბაჭიების დაკვლა 3,5 თვეშია გათვალისწინებული. ამ ასაკში ჯიშიანი ბაჭიები დაახლოებით 3 კგ-დე იწონიან, რაც დაახლოებით 1,6 კგ ხორცია. ბოცვრების დაგრილების პერიოდებს შორის 5 დღეა. ანუ ჯგუფების დაკვლაც 5-5 დღის ინტერვალით უნდა მოხდეს, რათა დამკვეთთან ხორცის მიწოდების უწყვეტი ციკლი არ დაირღვეს. ცხრილში N2 ჩანს, რომ დედების ხელმეორედ განაყოფიერება ხდება მხოლოდ 2 თვის შემდეგ, ანუ ბაჭიების ასხლეტამდე 15 დღით ადრე.
დაგრილების გრაფიკი 1 წლის განმავლობაში N3 ცხრილშია მოცემული. გრაფიკიდან ჩანს, რომ ყოველდღე 10 კგ ხორცის წარმოებისთვის უნდა გყავდეთ 60 დედა, მკაცრად 12 ჯგუფად გაყოფილი და ცალ-ცალკე გამოყოფილი. თუ მეტი რაოდენობის ხორცის წარმოება გახდა საჭირო, ისარგებლებთ N1 ცხრილით და ამის მიხედვით დედას (ებს) ჯგუფში დედები დაუმატეთ. ასეთი გრაფიკის შესრულებას უნდა ძალიან მკაცრი და ზუსტი ზოოტექნიკური აღრიცხვა. დედების პერიოდულად შეცვლის, წუნდების ჩატარებისათვის, უნდა გყავდეთ კიდევ ერთი, ბაჭიების სანაშენე ჯგუფი, რომლებსაც 3 თვის ასაკში სასუქი ჯგუფიდან მიზანმიმართულად, კვების ნორმების დაცვით სანაშენედ 6-7 თვის ასაკამდე გამოსაზრდელად გამოარჩევთ. მათი გადასუქება არ შეიძლება, თორემ ისინი დედებად არ გამოდგებიან. რაც შეეხება დაკვლას, ბაზრის მოთხოვნილების მიხედვით, შეგიძლიათ ერთ დღეში დაკლათ იმდენი ბაჭია, რომ ხორცი შეინახოთ 0-4 გრადუსზე, შეგიძლიათ ყოველ დღე, საჭიროების მიხედვით, დაკლათ. ბაჭიების სახორცედ დაკვლა 2-2,5 თვის ასაკშიც შეიძლება, მაგრამ ამ დროს ბეწვს იცვლიან და ასეთი ტყავი საბეწვედ არ გამოდგება. 3,5-4 თვის ასაკში ბეწვის შეცვლა მთავრდება და ასეთი ტყავი მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.
შემდგენელი, უშანგი აბაშიძე,
„ბოცვრის ხორცის წარმოების ტექნოლოგიური რუკა“