დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ღვინის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოება მსოფლიოში: რეალიები და განვითარების პერსპექტივები

• ღვინის მსოფლიო ბაზრის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები

ბოლო 60 წლის მანძილზე აღინიშნება ღვინის მარკეტინგის უკიდურესად დაბალი ეფექტიანობა (თუმცა, გასაგებია, რომ ის წყვეტს თავის ამოცანებს — უწინარეს ყოვლისა უზ-რუნველყოფს საუკეთესო ღვინოების ფასების ზრდით).

ბოლო 60 წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტის მოსახლეობა თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხონილებაც. სიტუაციის ილუსტარიისათვის მოვიყვანთ ციფრებს:

— ლუდის წარმოება და მოხმარება ბოლო სამოცი წლის მაძილზე გაიზარდა 4-ჯერ;

— მაგარი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მინიმუმ — 1,5-ჯერ;

— ღვინის მოხმარება (და წარმოება) კი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ეს პროცესები მთლიანად ემთხვევა დროში დასავლეთის ქვეყნებში განვითარებული სამომხმარებლო საზოგადოების ჩამოყალიბების პერიოდს. ციფრები თავს გვახვევენ აზრს იმის შესახებ, რომ ევროპული კულტურის ქვეყნებში მოხდა ინტერესის გარკვეული ინდიფერენტულობა ღვინოპროდუქციის მიმართ.

ღვინის მსოფლიო მარკეტინგი აკეთებს ღვინის მოყვარულებზე აქცენტს, რომელთაც შეუძლიათ კარგი ფული გადაიხადონ ღვინოში. ღვინის მარკეტინგის ასეთი მუშაობისას მსოფლიოში ღვინოს — ლუდისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების ფონზე — არა აქვს მზარდი მომავალი. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ღვინის მსოფლიო მოხმარება მოსახლეობის ზრდის კვალობაზე წელიწადში 2,7 მლრდ დეკალიტრის დონეზე დარჩება, ხოლო ბაზრის ფინანსური მოცულობის ზრდა ღვინის პრემიუმ სეგმენტის წარმოებისა და ფასების ზრდის ხარჯზე გაგრძელდება, როგორც ეს ბოლო 60 წლის მანძილზე ხდებოდა (ღვინის ბიზნესი კმაყოფილი იყო ფინანსური შედეგით, ფიზიკური მოცულობის შენარჩუნების შემთხვევაშიც).

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ღვინის ახალი სამყაროს წილის ზრდის ტენდენცია აღინიშნება. ფასების პოლიტიკის, ყოვლისმომცველი მარკეტინგული სტრატეგიის, მსოფლიო ტრენდების ცოდნის, ტექნოლოგიურობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების გამარტივებული სისტემის წყალობით მეღვინეობის ახალ ქვეყნებში. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ ქვეყნებმა დაიკავეს ბაზრის 40% და სერიოზული კონკურენცია შეუქმნეს ევროპული ღვინის კონსერვატიულ მწარმოებლებს.

 

ბაზრის ლიდერები

2015 წლის შედეგებით ღვინის წარმოების მოცულობის მხრივ იტალიამ მსოფლიო ლიდერის სტატუსი დაიბრუნა და ამ მაჩვენებლით საფრანგეთს გაუსწრო. იტალიური ღვინოების წარმოების მოცულობამ შეადგიანა 49 მლნ ჰექტოლიტრი, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
მესამე ადგილი უკავია ესპანეთს — 36 მლ ჰექტოლიტრზე მეტი ღვინო წელიწადში.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ღვინის ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება.

ვენახების საერთო ფართობები, ცვლილებების დინამიკა

2014 წლის მონაცემებით, ვენახების ქვეშ ათვისებული მიწის საერთო ფართობმა შეადგინა 7,2 მლნ ჰექტარი (ეს მეტია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიის ფართობი). ვენახების ფართობების ზრდა უჩვენებს დადებით დინამიკას ბოლო 3 წლის მანძილზე, ამასთან, მაგალითისათვის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, რომელთა ტერიტორიებზე განთავსებულია მსოფლიოს ვენახების 33%, ეს ფართობები მცირდება ან იზღუდება. აქ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს არა მოსავლიანობის ზრდა, ღვინის მოცულობის გადიდება, არამედ პირველ რიგში — პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების ეფექტურობის ზრდა.


ევროპისაგან განსხვავებით, მეღვინეობის ახალ ქვეყნებში შეინიშნება წარმოების ზრდისა და ვენახების ტერიტორიის გაფართოების ტენდენცია. ასე, მაგალითად, 2014 წელს ჩინეთი გახდა ვენახების ქვეშ განთავსებული მიწების რაოდენობის მხრივ მეორე ქვეყანა და 2011 წელთან შედარებით მეღვინეობისათვის განკუთვნილი ეს ტერირორიები გაზარდა 34%-ით. ჩინეთის ვენახების საერთო ფართობმა 790 ათასი ჰექტარი შეადგინა (მსოფლიოს ვენახების 11%).

ღვინის მოხმარება

ღვინის მსოფლიო მოხმარებამ წელიწადში 246 მლნ ჰექტოლიტრი (32,8 მლრდ ბოთლი) შეადგინა. ღვინის მოხმარება ძირითადად იზრდება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ბაზრებზე. მოსახლეობის საშუალო კლასის ზრდის კვალობაზე ჩინეთში ღვინო სულ უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება. მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყანაში ღვინის იმპორტი დაჩქარებული ტემპებით გაიზრდება.
აშშ აგრძელებს აბსოლუტური ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ღვინის საერთო მოხმარების მხრივ. 2014 წელს აქ იმპორტირებულ იქნა 32 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.


ღვინის მოხმარების რეიტინგში საფრანგეთს უკავია მე-2 ადგილი. აქ წელიწადში მოიხმარება 27 ჰექტოლიტრი ღვინო (3,7 მლრდ ბოთლი). აქ, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, აღინიშნება ღვინის მოხმარების ვარდნა. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან და ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებასთან.
მე-3 ადგილი დაისაკუთრა გერმანიამ, რომელმაც ღვინის მოხმარებით გაუსწრო იტალიას. გერმანიის მიერ შესყიდული ღვინის მოცულობამ შეადგინა 22 მლნ ჰექტოლიტრი, რაც 8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

• კონიაკის გაყიდვებმა მიაღწიარეკორდულ მაჩვენებელს მსოფლიოში და შემცირდა რუსეთში

ფრანგული კონიაკის გაყიდვებმა 2015 წელს მიაღწია რეკორდულად მაღალ დონეს და შეადგინა 2,6 მლრდ ევრო. ნატურალურ გამოსახულებაში 2015 წელს გაიყიდა 169 მლნ ბოთლი — 8,5%-ით მეტი წინა წელთან შედარებით.

ფრანგული კონიაკის გასაღების ძირითადი ბაზრები გახდა აშშ, (65 მლნ ბოთლი), სინგაპური (24,3 მლნ) და ჩინეთი (18,3 მლნ). ამასთან, რუსეთში გაყიდვები 2-ჯერ შემცირდა.

მოთხოვნილების ზრდის გამო, შედარებით უფრო ძვირადღირებული სეგმენტის (მომწიფებული კონიაკი) ზრდამ 15% შეადგინა. მწარმოებლები შიშობენ, რომ ვერ შეძლებენ მთლიანად დააკმაყოფილონ მოთხოვნილება.

• რუსეთის არყის ბაზრის მიმოხილვა

მთელ მსოფლიოში არაყი წარმოადგენს პოპულარულ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს. ყოველწლიურად მოიხმარება 7-8 მლრდ ბოთლი ლეგალურად წარმოებული არაყი, საერთო ღირებულებით 45 მლრდ აშშ დოლარი. რუსეთზე მოდის არყის მსოფლიო მოხმარების 35% ნატურალურ გამოსახულებაში.

საყოველთაოდ მიღებული არყის ბაზრის სეგმენტაციის შესაბამისად, პროდუქცია ღირებულებით 1,7 აშშ დოლარამდე მიეკუთვნება მასობრივ, სახალხო სეგმენტს, 1,7-დან 3,3 დოლარამდე — საშუალო ფასის სეგმენტს, 3,3 დოლარზე ზევით მოდის ძვირად ღირებულ სეგმენტზე. ექსპერტების აზრით, არყის სახალხო სეგმენტებზე დღეს მოდის ფიზიკური მოცულობის 70%, საშუალოფასიან სეგმენტზე — 25-26%; და მხოლოდ 2% მოდის ძვირადღირებულ სეგმენტზე.

ქვემოთ წარმოდგენილია ერთ სულ მოსახლეზე არყის მოხმარების გრაფიკი (2012 წლის მონაცემები). – http://www.dailymail.co.uk/news/article-2344040/Global-consumption-spirits-clim­bing-thanks-Chinas-thirsty-middle-classes–Russia-leads-way-vodka.html

რუსეთში იმდენი არაყი მოიხმარება, რამდენიც მთელ დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებითაც რუსეთი ასევე პირველ ადგილზე დგას (13,9 ლიტრი კაცზე). და ამ მაჩვენებლით ოდნავ უსწრებს ბელარუსს (11,3 ლიტრი კაცზე), და დაახლოებით ორჯერ აღემატება უკრაინასა და პოლონეთს.

• ვისკი დევნის არაყს ლიდერების რიცხვიდან მაღალი ალკოჰოლური სასმელების მსოფლიო ბაზარზე

უახლოესი 5 წლის მანძილზე ვისკის გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე გადააჭარბებს არყის გაყიდვებს. ექსპერტების გაანგარიშებით, უკვე 2018 წელს მსოფლიოში გაიყიდება 3,5 მლრდ ლიტრი ვისკი, რაც 17%-ით მეტია 2013 წელთან შედარებით მაშინ, როდესაც არყის გაყიდვების მოცულობა შემცირდება 3,428 მლრდ ლიტრამდე.


არყის მწარმოებლების პოზიციების გაუარესება გლობალურ ბაზარზე ძირითადად გამოწვეულია ამ სასმელის გადასვლით ჩრდილოვან სექტორში გასაღების ძირითად ბაზრებზე — რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში, არყის ძირითადი მოხმარება კი იზრდება და მომავალშიც გაიზრდება.
სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სასმელად რჩება არყის ჩინური ანალოგი დასახელებით ბაიცზიუ, რომელიც მზადდება სიმინდის, ხორბლის, სორგოსა და სხვა მარცვლოვნებისაგან, ამ სასმელზე დღეს მოდის მაგარი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მეოთხედი.

რა მოელის ალკოჰოლის მსოფლიო ბაზარს ახლო მამავალში?

ალკოჰოლური სასმელების ბაზარი უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა იძლევა თავის ნაყოფს: ახალი თაობა ამჯობინებს იყოს სპორტული, ჯანსაღი და ლამაზი.

მაგრამ ალკოჰოლური ბაზრის მოთამაშეები აგრძელებენ ბრძოლას თავისი მომხმარებლებისათვის.

როგორ, რანაირად და რამდენად ეფექტურად? აქ მოვიყვანთ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო ცენტრის (AWCR) მიერ შემჩნეულ ზოგიერთ ტენდენციებს.

ალკოჰოლში — ნაკლები ალკოჰოლი.

მეღვინეები ცდილობენ დაამზადონ ნაკლებად ალკოჰოლიანი ღვინოები, კოქტეილებში არაყსა და ჯინს ცვლიან ნაკლებად მაგარი პორტოთი, ხერესითა და ვერმუტით. ტრენდი გასაგებია: მომხმარებელი წინააღმდეგი არ არის განიტვირთოს, მაგრამ ის ხშირად ზის საჭესთან, ხვალისთვის ელოდება გადაუდებელი საქმეები და არავის არა აქვს იმის სურვილი, რომ გაიღვიძოს „მძიმე თავით“. მეწარმეები, ალკოჰოლის მწარმოებლები ცდილობენ ანგარიში გაუწიონ კლიენტს გრადუსის შემცირებით. ზოგჯერ — ნულამდე.

მსოფლიოში პირველი უალკოჰოლო სპირტიანი სასმელი (ინგლისურად Sidlip) ხუმრობად ეჩვენებოდათ, სანამ 2016 წელს ალკოჰოლური ინდუსტრიის გიგანტმა Diajeo-მ არ მოახდინა ამ სტარტაპ-ში ინვესტირება. წელს მეორე ალკოჰოლურმა გიგანტმა Costalashen Brendz-მა შეისყიდა კანაფის კანადური მწარმოებლის (Kanopi grows) აქციების წილი და დაგეგმილი აქვს გამოუშვას სასმელები მარიხუანის დამატებით. ამასთან, ის თვლის, რომ მალე მარიხუანა გახდება ლეგალური აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე.
მოდაშია გაუფილტრავი და ცქრიალა. არა მარტო ლუდის, არამედ მაღალალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლები ახდენენ სათავეებისკენ დაბრუნებას. გამჭვირვალობა უკვე არ წარმოადგენს სასმელის ხარისხის ნიშანს. ალკოჰოლური სითხეების სიმღვრივე (შებურულობა) მოწმობს მისი შემქმნელის სურვილს შეინარჩუნოს სასმელის ნატურალური გემო და არომატი.

მეორე ტენდენცია — ბუშტულები. რამდენადაც მომხმარებელი სულ უფრო მგრძნობიარეა პროდუქტების ნატურალური ინგრედიენტების მიმართ, ყურადღებას აქცევს მასში შაქრისა და კალორიების შემცველობას, მეწარმეები თავის ძალისხმევას მიმართავენ ტექსტურაზე და ჩO2 საამისოდ წარმოადგენს მარტივ და იაფ მეთოდს სასმელის მახასიათებლის კარდინალურად შესაცვლელად. იმდენად ღვინოების ბაზარზე გრძელდება „ცქრიალა ბუმი“ — ცქრიალა ღვინოების მოხმარება იზრდება ღვინის ძირითად ბაზრებზე და, ეტყობა, ეს მოდა ხანგრძლივ დროზეა გათვლილი.

ასე რომ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციას ფეხს აუწყობენ სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები და მომავალში სულ უფრო ხშირად გამოჩნდება გაზირებული ჯინი, ბრენდი და კოქტეილები.

ლუდი ხდება კონსერვატორების სასმელი. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელად კვლავ რჩება ლუდი, მაგრამ მისი მოხმარების ზრდა უახლოესი 5 წლის მანძილზე არ ასცდება 1%-ს წელიწადში. რატომღაც, ბოლო წლებში მას არ სწყალობენ რუსეთში (წარმოება დაეცა 12%-ით) და ჩინეთში (6%-ზე მეტი ვარდნა).

გაცილებით უკეთეს დინამიკას დაბალალკოჰოლური სასმელების სეგმენტში უჩვენებენ დაბალალკოჰოლიანი მიქსები (ზრდა 2% წელიწადში) და სიდრი (3,8%).

ღვინო — ვარდისფერი, ცქრიალა და დაბალალკოჰოლიანი. ღვინის მსოფლიო მოხმარება შეადგენს ალკოჰოლის ბაზრის 16%-ს და ფაქტიურად ადგილზე დგას.

ვარდისფერი ღვინო მოდაში დარჩება აშშ-ში და განაგრძობს ახალი ბაზრების დაპყრობას. ასევე შენარჩუნდება მოდა ცქრიალა ღვინოებზე. ამ სეგმენტში უდავო ლიდერად რჩება იტალიური პროსეკო. მკაფიო მაგალითი: 2010 წელს დიდ ბრიტანეთში პროსეკოს გაყიდვებმა შეადგინა შამპანურის გაყიდვების მოცულობის 10%. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს გაიყიდება 3-ჯერ მეტი პროსეკო შამპანურთან შდარებით.

სხვათა შორის, ცქრიალა ღვინოები შეადგენენ ღვინის მსოფლიო მოხმარების მხოლოდ 10%. ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უფრო უყვართ წითელი ღვინოები: მსოფლიო ბაზრის 54%, თეთრი — 37%.

მაგარი ალკოჰოლი. მაგარი ალკოჰოლური სასმელების ბაზარი სხვადასხვა სიჩქარით ვითარდება. მის სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებენ ნაციონალური ბრენდები. ასე მაგალითად, ყველაზე უფრო გაყიდვადი ალკოჰოლი გახდა სამხრეთკორეული სოდჯი (მარკა ჯინრო), რომელიც ფაქტიურად უცნობია ევროპაში
ექსპერტთა აზრით, ყველაზე ნათელი მომავალი უახლოეს 5 წელიწადში ელოდება ვისკის (განსაკუთრებით ამერიკულს, ტეკილასა და ჯინს) — ამ სასმელების გაყიდვები გაიზრდება წელიწადში 3%-ზე მეტად. კონიაკების პროგნოზირებული ზრდა შეადგენს 2,7%-ს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავის სამშობლოში კონიაკები კარგავენ პოპულარობას.

ნაციონალური თვითშეგნების კომერციული ძალა. ტრადიციული მაგარი სასმელები, ალბათ, ყველა ქვეყანაშია. ისინი იწარმოება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით და ამიტომ შეიძლება სხვა ქვეყნის მომხმარებლებს ეგზოტიკურ სასმელებადაც მოეჩვენოს, მაგრამ თუ მწარმოებლების უმრავლესობამ ისწავლა თავისი ქვეყნის მომხმარებლისათვის უფრო ხარისხიანი სასმელების შექმნა, ვიდრე ეს გლეხური ჭაჭის არაყია, ამათგან უმრავლესობა დარჩა ნაციონალური ბაზრის ზღვრებში და ვერ მოახერხა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. თავისი ადგილის მოპოვება მსოფლიო ბაზარზე შეძლეს იაპონურმა საკემ, ფრანგულმა კალვადოსმა, მექსიკურმა ტეკილამ.

იგივე მოახერხა გრაპამ — იტალიურმა ჭაჭის არაყმა — ბოლო ათწლეულებში. ამ სასმელმა მოახერხა „უბრალო ხალხის უბრალო სასმელის“ კატეგორიიდან მაღალრეიტინგულ სასმელებში გადასვლა და გაჩნდა ძვირადღირებული რესტორნების მენიუს კოლექციური ღვინოების რიგში.

გრაპას პოპულარობის გაზრდისა და მსოფლიო ბაზარზე მისი წარმოჩენის მიზნით იტალიაში შეიქმნა სპეციალიზირებული გრაპას ინსტიტუტი, თავისი 6 ფილიალით იტალიის დიდ ქალაქებში. ინსტიტუტი ემსახურება გრაპას ბაზრების მოპოვებასა და დაცვას, ამ სასმელის ხარისხის გაუმჯობესებასა და ასორტიმენტის გაფართოებას.

• უალკოჰოლო სასმელების ბაზარი: ტენდენციები და პერსპქტივები

უალკოჰოლო სასმელების სეგმენტი შეადგენს სასმელების მსოფლიო ბაზრის 1/3-ს, ხოლო კიდევ 1/3 შეადგენს ცხელი სასმელები. დარჩენილ ნაწილს თანაბრად ინაწილებენ რძისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრები.

მსოფლიოში უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მომხმარებელია აზიის რეგიონი, რომელიც მოიხმარს წარმოებული სასმელების 1/4-ს. წარმოებული უალკოჰოლო სასმელების 20-20% მოიხმარება ჩრდილოეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თავის მხრივ, მსოფლიოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელების მთლიანი რაოდენობის 10% მოიხმარება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

უალკოჰოლო სასმელების რუსეთის ბაზარი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დინამიურ და მსხვილ ბაზრად და Evromonitor international სპეციალისტების შეფასებით, იკავებს მე-10 ადგილს.

ქვემოთ მოყვანილია აშშ-ს უალკოჰოლო სასმელების ბაზრის მონაცემები.

რუსეთის წვენების ბაზრის მიმოხილვა

2007 წლის მონაცემებით წვენების რუსეთის ბაზარს მსოფლიოში დაკავებული ჰქონდა მე-6 ადგილი. Evromonitor international -ის პროგნოზების თანახმად, 2010 წლისთვის რუსეთი გადავიდა მე-3 ადგილზე, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნექტარების წარმოების მხრივ რუსეთი უკვე წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს.

 

მნიშვნელოვანი მოცულობის მიუხედავად, რუსეთის წვენების ბაზარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დინამიურს მსოფლიოში — 2007წ. მისმა ზრდამ ნატურალურ და ფასობრივ (ღირებულებით) გამოხატულებაში შესაბამისად შეადგინა 8,1 და 16,7%.

ამ ბაზარზე შეიძლება გამოვყოთ ორი მსხვილი სეგმენტი — ე.წ. 100%-იანი წვენები და ნექტარები. ამ სეგმენტების საბაზრო წილები ღირებულებით გამოსახულებაში შესაბამისად შეადგენენ 46,4 და 48,6%-ს.2007 წ გაზირებული სასმელებისა და ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყლის სეგმენტებს ეკუთვნოდა ყველაზე დიდი წილი უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე. (იხ.სურ).

ამ სეგმენტებს ოდნავ ჩამორჩება ხილისა და ბოსტნეულის წვენები — მათ წილზე მოდის ბაზრის 28%. ცივი ჩაის სეგმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ახდენს განვითარების პოზიტიურ დინამიკას, სულ შეადგენს 1%.

ნუგზარ ბაღათურია,
კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“