თხილის ბაღის მოვლის სქემა ფენო-ფაზების მიხედვით
თხილის მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე სამრეწველო ბაღებში საჭირო აგროღონისძიებების გატარებას მოსავლის აღებიდან 20-25 დღის შემდეგ ვიწყებთ.
მოსავლის აღების შემდგომ ფოთლების დაცვენამდე
აღების დროს (კრეფა ფერთხვა) დაზიანებული ადგილებში რაიმე ინფექციის აცილების, დაავადებების და მავნებლებისაგან დაცვის მიზნით თხილის ბაღებს ვამუშავებთ ქიმიური პრეპარატებით _ (შეწამვლა) პესტიციდებით.
სპილენძშემცველ ფუნგიციდი+ინსექტoციდი.
„იროკო“ 500-1000 გრ, ან „კოსაიდი“ 500-750 გრ +ფოსფორ-ორგანული ჯგუფის პრეპარატი „ნურელ დ“ ან „სუპერკილ ფორტე“ 150-200 მლ ან დელტამეტრინის ჯგუფის „დეცისი“ 150-200 მლ იხსნება 100ლ/წყალში.
ნოემბერი-დეკემბრი-იანვარი
-თხილის მავნებლები, რომლებიც ამ პერიოდში იზამთრებენ (ჭუპრის, კვერცხის, მატლის, იმაგოს)ფაზაში გვხდება მცენარის შტამბზე, ვარჯზე, ქერქში, ნაპრალებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგში. საჭიროა გავატაროთ როგორც მცენარის ვარჯის ისე ნიადაგის ზედაპირული ერთდროული ქიმიური დამუშავება (შეწამვლა).
ინსექტო-აკარიციდი მინერალური ზეთი სიპკამოლი ან ოვიპრონი ან ქეი 2 ლ + ნურელ დ ან სუპერკილ ფორტე 150-200 მლ ზავდება 100 ლ/წყალში.
_ არ არის აუცილებელი ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და გატანა, რადგან ამ პერიოდში ორჯერ ჩატარებული ქიმიური დამუშავება ზღუდავს მცენარის ფოთლებზე, ნიადაგზე და ნიადაგში, როგორც დაავადებებს ისე მავნებლებს. თუ შევაგროვებთ უკეთესია სადმე მოვათავსოთ და შემდგომ გამოვიყენოთ როგორც ორგანული მასა. რაც შეეხება დაბერებულ და მექანიკურად დაზიანებულ ტოტებს, თუ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა დავაქუცმაცებთ და ადგილზე ვტოვებთ, თუ ვერ ვაქუცმაცებთ ვათავსებთ ბაღის გარეთ განთავსებულ გროვაში ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად.
_ ვახდენთ თხილის ბაღში ბუჩქების ფორმირებას და ამონაყრებისაგან განთავისუფლებას.
_ ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით ნიადაგის ანალიზის შედეგად თხილის კულტურის ქვეშ შეგვაქვს მიკროელემენტების შემცველ კომბინირებული NPK 10-26-26+me ან NPK 8-24-24+me და ორგანულ სასუქები. საჭიროა როგორც ორგანული ისე მინერალური სასუქების მოფანტვა და ჩაკეთება. შესატანი დოზა თვით მცენარის და ნიადაგის მდგომარეობიდან გამომდინარე შეგვაქვს.
კვირტების დაბერვამდე
სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ხდება ქიმიური დამუშავება სპილენძ- შემცველი პრეპარატი, კოსაიდი 500 გრ, ან ჩემპიონი-500 გრ. ან იროკო 500-700 გრ ან ბორდოს ნარევი 1-1.5 კგ +ინსექტო-აკარიციდი ნურელ დ ან სუპერკილ ფორტე 150-200 მლ. ზავდება 100ლ წყალში.
კვირტების გაშლა
როდესაც მცენარის ფოთლის ზომა მიაღწევს ზრდასრული ფოთლის ზომის 1/3-ს და მეტს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ვიყენებთ, სპილენძშემცველი პრეპარატი+ინსექტო-აკარიციდი, კოსაიდი 400გრ, ან ჩემპიონი 400 გრ, ან იროკო 400-700გრ, ან ბორდოს ნარევი 1კგ.+ ინსექტო-აკარიციდი ინსეკარი, ან ზონდერი ან ტალსტარი 150-200 მლ, ან ინსექტიციდი დეცისი 150-200 მლ. ზავდება 100 ლ/წყალში
ნაყოფის გამონასკვის პერიოდი
როდესაც დღე-ღამური ტემპერატურა 12 გრადუსზე მეტია ე.ი. დღისით ტემპერატურა 20 გრადუსი და მეტია ვიყენებთ: ტოპაზი 60 მლ ან ფალკონი 50 მლ ან ტალენდო 60მლ + ინსექტო-აკარიციდი ორტუსი-200 მლ, ან ვერტიმეკი 150-200 მლ, ან 60-60 მლ ენვიდორი ან მასაი 100 ლ/ წყალში.
ნაყოფის ფორმირებისას
ნაყოფის სიდამპლეებისა და სხვა სოკოვანი დაავადებების წინაამღდეგ ვიყენებთ: სიგნიუმი100-150 გრ, ან სვიჩი 100-150 გრ +ინსექტიციდი დეცის ბლუ 150-200 მლ ან ინსექტო-აკარიციდი ორტუსი-200 მლ, ან ვერტიმეკი 150-200 მლ, ან 60-60 მლ ენვიდორი ან მასაი 100 ლ/ წყალში.
მოსავლის აღების წინა პერიოდი
20-25 დღით ადრე ვიყენებთ: სტარკლი 80-100 მლ ან ტალსტარი 150-200-მლ+ ტალენდო 50 მლ, ან მისტიკი 100 მლ, ან ტოპაზი-50 მლ. 100 ლ წყალში
_ თუ მცენარე განიცდის საკვები ელემენტების დეფიციტს, შესაძლებელია ნებისმიერ ქიმიური დამუშავების ( წამლობის) დროს სამუშაო ხსნარს დაემატოს იმ საკვები ელემენტის შემცველი სასუქი, რომელიც მცენარეში დეფიციტშია.
_ ამონიუმის გვარჯილა NH4NO3 34.4%. სასურველია მთლიანი დოზა შევიტანოთ ორჯერადად 60% მარტის მეორე ნახევარი, 40% მაისის მეორე ნახევარი.
ამონაყრებთან ბრძოლა
_ კარგია მათ წინააღმდეგ მექანიკური მეთოდების გამოყენება ბაღის მაკრატლით ხელით მოშორება ან ზურგზე მოსაკიდი საწვავზე მომუშავე მცირე ტექნიკით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის მაშინ შეიძლება გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები. როცა ამონაყრის სიმაღლე მიაღწევს 10 სმ-ს, შესაძლებელია გამოვიყენოთ დესიკანტი, ამონიუმის გლუფოსინატი – სავაჭრო დასახელება ბასტა,1 ლ 150ლ/წყალში, მაგრამ სასურველია, რაც შეიძლება შევზღუდოთ ჰერბიციდების გამოყენება. საუკეთესო შედეგს იძლევა მინერალური სასუქების გამოყენება: ამონიუმის გვარჯილა 1.5კგ, ვხსნით 10 ლიტრ/წყალში. წყალ-ხსნარის შესხურება ხდება მაშინ, როცა ამონაყარის სიმაღლე 10 სმ-ს მიაღწევს. ფოთლები ერთ კვირაში ხმება. გვიწევს მინიმუმ 3-4 შესხურება, არის უფრო შრომატევადი, მაგრამ სამმაგი ეფექტით, შედარებით იაფი. ხდება ამონაყრების მოშორება და ამასთანავე ნიადაგის უმნიშვნელოდ გამოკვება.
_ რაც შეეხება რიგთა შორის არსებულ სარეველებს მათ საწინააღმდეგოდ ჰერბიციდების გამოყენება არ არის სასურველი, საჭირო მოხდეს მისი გათიბვა და დატოვება ან ჩაკეთება ნიადაგში.
_ თხილის ბაღებში უნდა არსებობდეს გრუნტის წყლების დგომის სიმაღლის განმსაზღვრელი ორმო (წყლის სარკე), რომლის მეშვეობით ხდება გრუნტის წყლის დონის რეგულირება.
ნუ დაეყრდნობით არასპეციალისტების ზეპირ რჩევებს თუ მითითებებს. მიმართეთ სპეციალისტებს, შესაბამის სამსახურებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოს, მუნიციპალიტეტების საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს, სადაც შესაძლებელია მიიღოთ კონსულტაციები და რეკომენდაციები არა მარტო თხილზე არამედ ყველა თქვენთვის საინტერესო სასოფლო- სამეურნეო კულტურაზე. ისინი დეტალურად ადგილზე შეისწავლიან თქვენს ბაღში არსებულ მდგომარეობას და იმის მიხედვით შეგიდგენთ სამოქმედო გეგმას და მცენარის ვეგეტაციის ფენო-ფაზების მიხედვით შეგირჩევთ შესაბამის პესტიციდებს და სასუქებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე მიბრძანდეთ მცენარეთა დაცვის საშუალებების სარეალიზაციო ობიექტებში (მაღაზიებში) და შეიძინოთ მცენარეთა დაცვის პრეპარატები (პესტიციდები) და სასუქები.
_ შესაძლებელია სქემის კორექტირება, სპეციალისტის მიერ სხვა პრეპარატებით ჩანაცვლება და ქიმიური დამუშავების (წამლობის) ჯერადობის შემცირება ან გაზრდა.
_ გაფრთხილებთ! პესტიციდები ტოქსიკურად იმოქმედებს არა მარტო მავნებლებზე და დაავადებებზე, არამედ ადამიანის ორგანიზმზეც. ამიტომ უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა პესტიციდების გამოყენების დროს, აუცილებელი პირობაა.
სასურველია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქიმიური დამუშავება (შეწამვლა) განახორციელოს მცენარეთა დაცვის საშუალებებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტმა.
თამაზ ხასაია,
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო