სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფერმერების უმეტესობას პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია, საქართველოს კლიმატურ-ნიადაგური პირობები ბევრი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის.
სტაფილო ერთწლიანი კულტურაა – ბოსტნეული, რომელიც ქვეყნაში სხვა ბოსტნეულთან შედარებით, მცირე რაოდენობით იწარმოება.
ამ კვლევის მიზანია სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და იმის დადგენა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სექტორი.
კვლევა მიზნად ისახავს სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეების განსაზღვრას, მათი ურთერთკავშირების დადგენასა და ევროკავშირის ბაზარზე სტაფილოს საექსპორტო პოტენციალის კვლევას. კვლევა ეფუძნება სამაგიდო და საველე სამუშაოებს, რომელთა განმავლობაშიც მოხდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტაფილოს წარმოება-გასაღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. სულ ჩატარდა 24 ინდივიდუალური ინტერვიუ და 3 ფოკუს ჯგუფი.
სტაფილოს წარმოება საქართველოში სეზონურია და ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. საქართველოში სტაფილოს წარმოებაში წამყვანი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაფილოს წარმოება საქართველოში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება და 2014 წელს თუ 4.9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს 4-ჯერ ნაკლები სტაფილო იწარმოა ქვეყანაში.
სტაფილო ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ძირითადად თურქეთიდან შემოდის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სტაფილოს წარმოება შემცირებულია, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სტაფილოს წარმოებას საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს. სტაფილო შეესაბამება სამცხე-ჯავახეთის კლიმატურ-ნიადაგურ პირობებს და ამ რეგიონში სტაფილოს წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნაა დაგროვილი სხვა რეგიონებთან შედარებით.
სტაფილო არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც საკმაოდ კარგად ინახება და არ არის მალფუჭებადი.
ამას გარდა იგი არის უხვმოსავლიანი და შედარებით ადვილად მოსაყვანი, ვინაიდან საკმაოდ რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და არ საჭიროებს ბევრ რწყვას. რესპოდენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ სტაფილოს მოყვანა საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება და ასევე შესაძლებელია მოსავლის წელიწადში ორჯერ აღება, რაც ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა.
კვლევის თანახმად, რეკომენდირებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტაფილოს ნათესი ფართობების გაზრდა შემდეგი მიზეზების გამო:
წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ფიფლ ინ ნიდ” და პი ემ სი კვლევითი ცენტრი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.