ვაზის გასხვლა და გამეჩხერებული ვენახის შევსება
ვაზის სხვლა და ზომიერი დატვირთვა ხელს უწყობს უხვი მოსავლის მიღებას, ვაზის სიმაღლე ზომიერ კლიმატურ პირობებში პირველ მავთულამდე უნდა დარჩეს 0,60-1,00 მ-მდე, ხოლო დიდი ყინვების ზონაში 1,00-1,20 მ-დე.
გასხვლისას ვაზის ჯიშის და სიძლიერის მიხედვით ვაზზე ტოვებენ სამამულე და სანაყოფე რქებს, სამამულე უნდა დარჩეს 2-3 კვირტზე, სანაყოფე _ 7-12 კვირტზე.
გამეჩხერებული ვენახის შევსება
გამეჩხერებული ვენახის შევსება ხდება მწვანე ნერგის გამორგვით, დაწიდვნით, მწვანე ყლორტების გადაწვენით, რქის გადაწვენით, ვაზის მრავალწლიანი ნაწილის გადაწვენით, მთლიანი დაწვენით, ვაზის მხრის გაგრძელებით. მწვანე ნერგის გამორგვისას ვაზი ირგვება, იმ მონაკვეთში სადაც სამი და მეტი ვაზია გამოტოვებული, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში შევსება ხდება დაწინდვის მეშვეობით.
სარეველების მოსპობა
კულტივაციის გარდა სარეველების მოსასპობად გამოიყენება როგორც სისტემური ასევე კონტაქტური ჰერბიციდები.
სისტემური ჰერბიციდების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ხსნარი არ მოხვდეს მცენარის უშუალოდ მწვანე მასას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება. ვენახში შეიძლება გამოვიყენოთ ჰერბიციდი – სვიპი 3.0-4.0 ლ/ ჰა-ზე. Kკონტაქტური ჰერბიციდის გამოყენება როგორც სარეველების მოსასპობად ასევე შესაძლებელია მრავალწლიან ნაზარდზე ნამხრევების მოსაცილებლად.
შეყელვა
მოსავლის რეგულირების მიზნით გაზაფხულზე, (მარტი – აპრილი) გასხვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს შეყელვა. შესაყელად გამოსადეგია სხვადასხვა მასალა: სიმინდის ფუჩეჩი, ქსოვილები, წნელები, კანაფი და სხვა.
შეყელვა მიმდინარეობს შემდეგნაირად მაგრდება ვაზი, პირველ მავთულზე ჰორიზონტალურად ან ნახევრად რკალისებურად წვერითა და შუა ნაწილით მაგრდება სანაყოფედ დატოვებული 7-12 კვირტიანი გრძელი გრძელი რქები შეყელვისას ერთმანეთს არ უნდა დავამთხვიოთ, რითაც თავიდან ავიცილებთ ჩახუთვასა და შესაბამისად მოსავლიანობის საგრძნობლად შემცირებას.