შავი ქლიავის ჩირი ძვირფასი პროდუქტი და გამაჯანსაღებელი საშუალება
ალბათ გსმენიათ, რომ შავი ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია. ეს საოცარი ხილი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში კასპიის ზღვის მიდამოებში მოჰყავდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უნიკალურობა მრავალი საუკუნის წინათ აღმოუჩენიათ.
ავი ქლიავი ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებისთვის, კომპოტისთვის და ღვეზელების შიგთავსისთვის გამოიყენება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხილს ორგანიზმის სამკურნალოდაც აქტიურად იყენებენ. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს შესანიშნავი, არომატული პროდუქტი ყაბზობის დროს შეუცვლელია. მას შეუძლია გაწმინდოს ნაწლავები ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ქლიავს სხვა უამრავი სასარგებლო თვისებაც გააჩნია.
უმჯობესებს გულის მუშაობას – შავ ქლიავში შემავალი ვიტამინების და მინერალების კომბინაცია ეხმარება გულის კუნთს მუშაობაში. იგი ყველაზე ეფექტური ხილია ჰიპერტენზიის წინააღმდეგ.
შავი ქლიავი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს.
თირკმელების დასახმარებლად – შავი ქლიავი ორჯერ მეტ კალიუმს შეიცავს ვიდრე ისპანახი და ბანანი. სწორედ კალიუმი არის პასუხისმგებელი თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. შავი ქლიავის რეგულარული მიღება თავიდან აგარიდებთ შარდკენჭოვან პრობლემებს.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი – იგი ხელს უშლის პათოგენური და მავნე ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრას. მისი ჭამა სასარგებლოა, ინფეციების თავიდან ასაცილებლად.
ძლიერი ანტიოქსიდანტია – მისი ჭამა განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის არის სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში მუშაობენ და ცხოვრობენ.
სიმსივნის პროფილაქტიკა – შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. იგი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი. ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.
ხელს უწყობს წონაში დაკლებას – შავი ქლიავი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ასტიმულირებს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში. მისი ჭამის შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და აღარ მოგშივათ. ერთ-ერთი ყველაზე დაბალკაროლიური ხილია. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ თქვენს რაციონში. მაღალკალორიული ტკბილეულის ნაცვლად. ქლიავის ჩირი მიირთვით.
ოსტეოპოროზის დროს
შავი ქლიავი გეხმარებათ ძვლების სისუსტე თავიდან აიცილოთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის მენოპაუზის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ რომ ყოველდღე 10 ხმელი ქლიავის მიღება ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს შეუშლის და თიაქარს აგარიდებთ. „კარიერის განმავლობაში უამრავი სახეობის ხილი მივიღე, მაგრამ არც ერთი არ უახლოვდება ეფექტით შავ ქლიავს. ძვლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ქლიავია.”-აღნიშნავს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰრამ არჯამანდი.
ვიტამინები და მინერალები
შავი ქლიავის ვიტამინთა შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ის რაციონში არ შევიტანოთ, უბრალოდ დანაშაულია!
ვიტამინები 100 გრამ ხმელ ქლიავში:
A _ რეთინოლი — 38,713 მკგ;
B5 _ პანტოტენატი — 0,419 მგ;
C _ ფოსფორმჟავა — 0,577 მგ;
B1_ თიამინი — 0,049 მგ;
B6_ პირიდოქსინი — 0,203 მგ;
E_ ალფა-თოკოფეროლი — 0,427 მგ;
B2_ რიბოფლავინი — 0,184 მგ;
PP_ ნიკოტინმჟავა — 1,879 მგ;
B9_ ფოსფორმჟავა — 3,904 მკგ;
B4_ ჰოლინი — 10,093 მგ.
მაკროელემენტები 100გრამ ხმელ ქლიავში
ფოსფორი — 68,773 მგ;
მაგნიუმი — 40,836 მგ;
კალიუმი — 731,294 მგ;
ნატრიუმი — 1,944 მგ;
კალციუმი — 42,106 მგ;
ფტორი — 3,966 მკგ.