მჟაუნა და მისი სარგებლიანობა
მჟაუნა (Rumex acetosa) მატიტელასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ, თუმცა, მას საკვების სახით არ იღებდნენ, რადგან სარეველად მიაჩნდათ და მოწამვლისა ეშინოდათ.
საინტერესოა, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები მჟაუნას ჭამისგან თავს იკავებდნენ, რადგან მას სარეველად მიიჩნევდნენ და საკვებად გამოყენების ეშინოდათ. თუმცა, როგორც სამკურნალო მცენარეს, მას უძველესი დროიდან იყენებენ.
მჟაუნას კალორიულობა და შემადგენლობა
მჟაუნას კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალორიაა.
კვებითი ღირებულებაა: ცილები – 1,5 გრამი, ცხიმები – 0,3 გრამი, ნახშირწყლები – 2,9 გრამი.
მჟაუნას მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავას არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს ასევე მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, В2, С, К, PP. ვიტამინებით და განსაკუთრებით, С-ვიტამინით მდიდარია მჟაუნას ყველა სახეობა.
მჟაუნას ფესვი შეიცავს 27%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, ქრიზოფან-მჟავას, ქრიზოფანეინს, ფლავონოიდ ნეპოდინსა და სხვა.
მჟაუნას სასარგებლო თვისებები
მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:
- ტკივილგამაყუჩებელი: იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას;
- ნაღვლმდენი და სოკოს საწინააღმდეგო: ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას;
- სისხლდენის შემაჩერებელი
- შემკვრელი საშუალება: იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს;
- ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური;
- იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს;
- როგორც პროფილაქტიკური საშუალება ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებებისას.
მჟაუნა ქალებისთვის:
მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მჟაუნა ქალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, არ არის, მაგრამ ხალხური მკურნალები ამ სამკურნალო მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ თავიანთ რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს; ასევე, აქრობს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ასევე შეხვდებით მჟაუნას უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ უმჯობესია, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ალერგია არა აქვს ადამიანს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.
მჟაუნა მამაკაცებისთვის:
მცენარეში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამით მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ეს კი ამაღლებს პოტენციას.
როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვის
მჟაუნას ქორფა ფოთლების სალათი მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. სჯობს, მშიერ კუჭზე მიიღოთ.
მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას ასრულებს – მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.
მჟაუნას ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია დაშალოს თირკმელებში კენჭები. მიიღეთ უზმოზე და ღამე, 10-12 დღის განმავლობაში 100 მილიგრამი წვენის სახით.
საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას მიიღეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნას წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.
რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში მინიმუმ ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.
სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნას ფესვის ნაყენს – 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.
მჟაუნას უკუჩვენებები:
მჟაუნას ისევე, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, თავისი უკუჩვენებები აქვს. რადგან მასში დიდი რაოდენობითაა მჟაუნმჟავა და მარილები, მისი მიღება არარეკომენდებულია:
ოსტეოპოროზის
გასტრიტის
შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებების
კუჭის წყლულის
ალერგიული რეაქციების
ენტეროკოლიტებისა და მწვავე კოლიტების დროს
მიუხედავად მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა, მჟაუნას მიღებაზე უარი უნდა თქვან ორსულებმა. მჟაუნმჟავა ართულებს კალციუმის ათვისებას და შეიძლება, შარდგამომყოფი სისტემის გართულებების პროვოცირება გამოიწვიოს.
არაა რეკომენდებული, მჟაუნა მისცეთ სამ წლამდე ბავშვებს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, ასევე ნაწლავებში გაზების დაგროვება, კუჭის აშლილობა და სპაზმები.
მჟაუნას ზედმეტმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:
პირღებინება;
სუნთქვის გართულება;
ხშირი შარდვა;
კუჭის აშლილობა;
კუჭისა და ნაწლავების სპაზმები.
საჭმელად ვარგისია მცენარის ქორფა ფოთლები. მჟაუნას მჟავის გასანეიტრალებლად კერძში, კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტებს, მაგალითად არაჟანს ჩაუმატებთ.
მჟაუნის მოხარშვისთვის საკმარისია 2-3 წუთი – როგორც კი ფერს შეიცვლის, ის უკვე მზადაა.
წყარო: m.sputnik-georgia.com