არ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, გაახლეთ და გადაახალისეთ თქვენი ბაღი!
მოგიძველდათ ბაღში ხეხილი? გსურთ გადაახალისოთ ახალი ჯიშებით? მაშინ აიღეთ სამყნობი ხელსაწყოები და შეუდექით მყნობას. მყნობა რთული საქმე არა არის, ამ საქმის შესწავლაში ცოტას ჩვენც დაგეხმარებით.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხეხილის დასამყნობად საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მყნობა ყველა დროს ყოფილა შესაძლებელი.
გამოცდილი მებაღეები ამბობენ, რომ მყნობა ზამთარში უფრო ეფექტიანია, როდესაც მცენარეებს ,,სძინავთ”, მაგრამ შედეგს მაინც გაზაფხულზე გამოჩნდება. შეგიძლიათ სცადოთ.
მოდით ახლა მყნობის სხვადასხვა მეთოდები განვიხილოთ, რა არის და როგორ წარმოებს მყნობა.
გამოცდილი მებაღეები ერთ ძირზე ერთდროულად 2-3 სხვადასხა ჯიშს ამყნობენ- ეს ერთგვარად ადგილის ეკონომიაა.
ორი მცენარის, ვარჯის და კვირტის, ანდა კალმის წარმატებული შეხორცების პროცესი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ბიორითმები – კერძოდ გარინდების და წვენის მოძრაობის დრო თანხვედრაშია.
მაგალითად _ რატომ არ შეიძლება წარუმატებლად შეაჯვარო ვაშლი და ალუბალი ერთმანეთთან? იმიტომ, რომ როდესაც ალუბალი დაიყვავილებს, ვაშლი შემდეგ იწყებს ყვავილობას, მათი ბიორითმი ერთმანეთს არ ემთხვევა, თანაც საჭიროა ორივე მცენარე ერთი ოჯახიდან იყოს.
არასასურველია ზამთრის და ზაფხულის ჯიშების ერთმანეთზე დამყნობა.
იმისათვის რომ ორი მცენარე ერთმანეთს კარგად შეერწყას, უნდა მოხდეს ერთმანეთში წვენების გადადინება, ამიტომ ეს პროცესი თანმხვედრი უნდა იყოს.
კურკოვანი ხილის ზაფხულში მყნობა გაუმართლებელია, რადგან მათი წვენი იკეთებს თხელ ქერქს და ხელს უშლის წვენის მოძრაობის პროცესს.
გაზაფხულზე მყნობა ხდება ყინვების დამთავრებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე, ზაფხულში – აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე. რაც შეეხება ზამთარს – ძირითადად ხორციელდება სახლის პირობებში, ამისათვის შემოდგომის შუა პერიოდში ამზადებენ კალმებს და კვირტებს, რომელთაც ინახავენ სიგრილეში, სარდაფში, ან მაცივრის ქვედა თაროზე, იანვრიდან მარტამდე ატარებენ მყნობის პროცედურას და შემდეგ ინახავენ ცოტა ხნით სითბოში შესახორცებლად..და შემდეგ ისევ სარდაფში, ვიდრე ღია გრუნტში გადარგვის დრო მოუწევს.
საძირე ხის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ აქციოთ ხე ,,ჯუჯად”, მაშინ ნაყოფი უფრო სწრაფად მწიფდება და ადვილად მოსაკრეფია.
ასევე სწორი შერჩევით შეიძლება ხე იქცეს ყინვაგამძლედ, ან გვალვაგამძლედ.
ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, გადაახალისეთ ბაღი!
კვირტით მყნობა გირჩევნიათ თუ კალამით?
კალმით მყნობა ხდება გაზაფხულზე, ყინვების დამთავრებიდან ივნისის თვის შუა რიცხვებამდე.,,
როგორ გამოვიცნოთ მცენარე არის თუ არა მზად მყნობისათვის?
სრულიად უბრალოდ- თუ მას ქერქი ადვილად სძვრება- შეგიძლიათ დაამყნოთ…
მყნობა ორი სახისაა: კვირტით და კალმით. მყნობის ტექნიკაც მრავალნაირი არსებობს.
სალტიო მყნობას იყენებენ კაკლის, წაბლის, თუთის და სხვა ვეგეტატიური გამრავლებისათვის. სალტიო მყნობას დროს საძირეს შემოაცლიან ქერქის სალტეს და შიგ ჩასვამენ იმავე ზომის სანამყენე ქერქს კვირტიანად.
შეხებით მყნობა ერთმანეთთან ახლომდგომ, „მონათესავე“ მცენარეთა ტოტების მიახლოება და შეზრდაა. მთლიანი შეზრდის შემდეგ სანამყენე ტოტს აცლიან დედა მცენარეს და ტოვებენ საძირეზე. შეხებით მყნობას იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობას და დეკორატიულ მებაღეობაში.
კალმით მყნობა
კალმით მყნობისას ერთი მცენარის (სანამყენე) კალამი უნდა გადაინერგოს მეორე მცენარეზე (საძირე).
დასამყნობად -კალამად უნდა მოიჭრას მცენარის შუა ნაწილში გაზრდილი ერთწლიანი ტოტი. სიგრძე უნდა შეირჩეს ისე, რომ თვითეულ კალამზე დარჩეს 3-4 კვირტი და ზედა 1 კვირტზე გადაიჭრას. გამოყენებამდე „კალამს“ ინახავენ გრილ ადგილას სველ ნახერხში ან ქვიშაში. კალმების მოჭრა შეიძლება ზამთრის პიზეც-ყინვების დაწყებამდე.
კალმით მყნობა ტარდება — კოპულირებით, გვერდითი ჭრილით, სოლით, გაპობით, ქერქქვეშა გადახიდვით და სხვა.
მევენახეობაში უფრო კალმით მყნობას იყენებენ.
აღნიშნული მყნობის სახეობა გამოიყენება ან ადრეულ გაზაფხულზე, ანდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე..
ყველაზე ადვილი და მარტივია მყნობა კოპულირებით, როდესაც გადაჭრის ადგილას ორ თანაბარი დიამეტრის წვრილ ტოტს შეარჩევენ (არა 1 წელზე ნაკლები) როგორც საძირე მცენარეზე, ასევ საკალმედაც. შემდეგ ტიტებს ერთმანეთს მიაერთებენ მჭიდროდ და ჰერმეტულად..
თუ საძირე ორჯერ ან მეტჯერ (არა უმეტეს 5-ჯერ მეტისა) დიდი დიამეტრისაა, ვიდრე კალამი, მაშინ იყენებენ გაპობით მყნობის მეთოდს. სწორად და სუფთად გადაჭრილ საძირეს გააპობენ და შესაბამისად გადაჭრილ საკალმეებს ნაპობში ჩაუსვამენ.
ქერქქვეშა მყნობა გამოიყენება როდესაც საძირეს დიამეტრი კალამზე ბევრად დიდია, ამ შემთხვევაში კალმებს ჭრიან 30 გრადუსიანი კუთხით, გადაჭრილ საძირეზე გვერდით ჩაჭრიან ქერქს და ჩაარჭობენ კალამს.
ამ ბოლო მყნობის მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებიც,, დადაბითია ის, რომ დიდი მცენარე მტკივნეულად განიცდის გადაჭრის პროცესს და ცდილობს სწრაფად ,,გამოჯამრთელდეს“, რაც ხელს უწყობს კალმის ადვილად შეხორცებას,, ხოლო უარყოფითი – ძნელია ქერქის ქვეშ კალმის მჭიდროდ დაფიქსირება და საჭიროებს მჭიდრო სახვევების გამოყენებას..
ჰერმეტულობისათვის ჭრილობების ადგილი უნდა დაფაროთ საბაღე ცვილით, შეფუთოთ.
ცვილის შეცვლა შეგიძლიათ სახლში დამზადებული ხალხური საშუალებითაც:
კანიფოლი, ყვითელი სანთელი და ღორის მუცლის ქონი გადაადნეთ ცალკ-ცალკე , ერთმანეთს შეურიეთ და აზილეთ ვიდრე ცომის მსგავს კონცენტრაციას არ მიიღებთ, გამოიყენეთ ჰერმეტულობისათვის ცვილის მაგიერ.
სატატიაზე თვალსაჩინოებისათვის თანდართული სურათები და სქემები უფრო მკაფიოდ წარმოგიდგენთ აღნიშნულ პროცესებს.
და ბოლოს.
აუცილებელია მყნობა მოხდეს გრილ და ოდნავ ნოტიო ამინდში.
ალუბალი, ბალი ,ქლიავი ჯობია დაამყნოთ აპირლის დასაწყისში ან შუა თვეში, ვაშლი და მსხალი კი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ რიცხვებში!
კვირტით მყნობა კი მხოლოდ ზაფხულში ხდება.