დარგებიმეცხოველეობა

ღორის საბეკონე სუქება

 საბეკონე სუქება თანამედროვე პირობებში ყველაზე უფრო გავრცელებული და მოთხოვნადია მეღორეობის დარგისთვის. იგი ძალიან სპეციფიკური და შრომატევადი საქმეა და ამ მეთოდით ღორის სუქების დროს უმაღლესი ხარისხის ხორცი მიიღება.

საბეკონე სუქების დროს არჩევენ 35–40 კგ წონის ლანდრასის ან ლატვიური თეთრი ჯიშის მოზარდებს.

ღორებს კვებავენ კონცენტრატის:  ქერის, ბარდის მარცვლის, მწვანე მასის და თივის ფქვილის კომბინირებული ნარევით. სუქების პერიოდში ღორებს  აუცილებლად მუდმივად უნდა ქონდეთ სუფთა სასმელი წყალი, ცარცი, წითელი თიხა და ხის ნახშირი.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისუფთავეს და სათავსოს განიავებას.

ყოველი 4–5 დღის შემდეგ პირუტყვი უნდა დაიბანოს  სუფთა წყლით (+20°C) ჯაგრისით, ცხელ ამინდში უფრო _ ინტენსიურად.

სუქების პერიოდში ცხოველებს სინათლე უნდა იყო შეეზღუდოთ, სარკმლის მინები კირიხსნარით შეიღებოს. საღორეში სინათლე ჭამის წინ 5–7 წუთით უნდა აინთოს, რომ ღორები გამოვიდინენ მოსასვენებელი ადგილიდან. იქ არ სვრიან, გამოდიან თავისუფალ ადგილზე და იცლებიან.

ჭამის დამთავრების შემდეგ საღორე სუფთავდება და სინათლე ქერება.

დაუშვებელია სუქების ბოლო ორ თვეს სუნიანი საკვების, განსაკუთრებით თევზეულის, მიცემა.

ღორებს საკვები ეძლევათ მშრალი სახით.

პირუტყვის სუქება მიმდინარეობს 8 თვის ასაკამდე.

პირუტყივ იკვლება 95–105 კილოგრამის მიღწევისას.

წყარო:agrosc.ge