დარგებიმებაღეობა

კენკროვანთა ბაზრის მსგავსად კაკლოვანთა მსოფლიო ბაზარიც სწრაფად იზრდება 

კენკროვნები და კაკლოვნები კულტურები, დღეს მსოფლიო ბაზრის ყველაზე სწრაფადმზარდი ტრენდებია. ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე: „მოლდოვას თხილი: წარმოების ეფექტიანობა და მენეჯმენტი“ ფაოს ინოვაციების დეპარტამენტის მრჩეველმა ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა ვრცელი ანალიზი წარმოადგინა.

მისი თქმით „მსოფლიო ბაზარზე კაკლოვნებით ვაჭრობა ყოველწლიურად 7.8%-ით იზრდება, რაც თითქმის კენკროვანთა ბაზრის ზრდის ტემპს უთანაბრდება. ბოლო პერიოდში კაკლოვანთა ექსპორტი  ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარით იზრდება და უკვე 34 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ყველაზე მოთხოვნადი კეშიუს თხილი, რომლის გაყიდვის მოცულობა წელიწადში დიდი ტემპით _ 17,2%-ით _ 760 მილიონი აშშ დოლარით იზრდება“ _ აღნიშნავს ექსპერტი.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, მსოფლიოში კაკლოვნებზე მოთხოვნილების ასეთი ტემპით ზრდა ვეგატარიანელობის ერთგვარმა მოდურობამ, ათასგვარმა დიეტებმა და იმ საკვები პროდუქტების პოპულარობამ განაპირობა, სადაც თხილი და კაკალი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ძალზე სასარგებლო ცხიმებს და ნახშირწყლებს.

კაკლოვნებზე მოთხოვნას ცხოვრების ტემპის ზრდაც განაპირობებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ადამიანს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება საკვების მოსამზადებლად და იძულებულია, ხშირად ქუჩაშიც კი  წაიხემსოს. ადამიანმა სასარგებლო პროდუქტიც რომ მიიღოს და სწრაფად დანაყრდეს საამისოდ საუკეთესო პროდუქტია.

მომხმარებელთა შორის კაკლოვნებზე მოთხოვნილების ასეთ ზრდას ბოლო პერიოდში მათი აქტიური გადამუშავებით წარმოებულ პროდუქტთა მრავალფეროვნებაც იწვევს. ამ ტენდენციას კიდევ უფრო მძლავრი ბიძგი მისცა, კაკლოვანთა ნაყოფის ე.წ. ფქვილის ფართოდ გამოყენებამ, როგორც საკონდიტრო, ისე სწრაფი კვების ინდუსტრიაში.

ასევეა ჯანსაღი კვების მხრივაც, რადგან ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდა კაკლოვნების, როგორც სასარგებლო პროდუქტის საყოველთაოდ გამოყენებას უწყობს ხელს.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაკავდეს სპორტით, რაც ასევე იწვევს კაკლოვანთა ნაყოფზე მოთხონვილების ზრდას, რადგან მათთვის ვისაც სურს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება თხილი და კაკალი ერთ-ერთი სასურველი პროდუქტია,

გაეროს ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ტრადიციულ კაკლოვანთა კულტურებს მნიშვნელოვანად უსწრებს აქამდე ნაკლებად ცნობილი კაკლოვნების: კეშიუსა და ნუშზე მოთხოვნილების ზრდა, რადგან ისინი ითვლება იოლად გადასამუშავებელ და გამოსაყენებელ, მეტ-ნაკლებად უნივერსალურ პროდუქტებად. ამგვარად ტრადიციულ ნიგოზზე მსოფლიო ბაზარზე მოთხონა თანდათან მცირდება.

ამ დროს სხვებთან შედარებით, გაყიდვების პროცენტული ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი კაკლოვანები, ისეთი როგორიცაა კაკალი კოლა, და აკადამია, მათი ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად 25-40 პროცენტით იზრდება