დარგებიმეთევზეობა

აქვარიუმის მოწყობა, დეკორატიული თევზების მოშენება და მოვლა, დეკორატიული თევზების სახეობები

   ადამიანს უხსოვარი დროიდან  იზიდავდა  ფლორითა და  ფაუნით შეუცნობელი, მრავალფეროვანი და ზღაპრულად ლამაზი წყალქვეშა  სამყარო. დღესაც იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ახლობლის ბინაში, ოფისში თუ სხვა დაწესებულებაში გემოვნებით მოწყობილი აქვარიუმის ან დეკორატიული ტბორის ნახვის შემდეგ გურგრილი დარჩეს და არ გაუჩნდეს სურვილი თავის სიახლოვეს , მსგავსი, ცოცხალი კუთხის შექმნისა, მაგრამ ხშირად სურვილი სურვილად რჩება, ამის მიზეზად ისევ და ისევ ადამიანის ხასიათი (ბუნება ) გვევლინება. კერძოდ ზოგიერთი იმ პასუხის მგებლობას ერიდება , რომელიც თან ახლავს ცოცხალი ორგანიზმების მოვლას და დეკორატიული რეზერვუარის არ შექმნის მიზეზად უდროობას ასახელებს, მეორენი კი პირიქით მარტივად უდგებიან საქმეს, ყოვეგვარი კონსულტაციისა და  ლიტერატურის გაცნობის გარეშე, სასწრაფოდ იძენენ აქვარიუმს, შესაბამის ტექნიკას და ბინადრებს. ასეთ შემთვევაშიც ხშირად თავდაპირველ ენთუზიაზმს გულგატეხილობა ცვლის. რა თქმა უნდა არც ერთი მიდგომაა გამართლებული. ამის ერთ-ერთ მიზეზად დეკორატიული მეთევზეობის შესახებ ლიტერატურის ქართულ ენაზე არ არსებობა გვევლინება. 

პირველი გამონათქვამები თევზების გამრავლებაზე დაკავშირებულია ეგვიპტესა და ასირიასთან. 

ძველი ეგვიპტელები 3500 წლის წინ,  ბაღებსა და პარკებში აშენებდნენ სპეციალურ აუზებს თევზების დემონსტრირებისათვის. დღემდეა შემორჩენილი უძველესი ფრესკები თილაპით, რომელიც იყო ეგვიპტეში მორწმუნეთა თაყვანისცემის ობიექტი.

    1700 –1800ძ. წ.ა. ბენ გასსანის უნიკალურ ფრესკებზე კეფალების, ზურგრქოსანის, ქორჭილასა და სხვა თევზების გამოსახულებები გვხდება.

     ჩინეთში დეკორატიული თევზების გამოზრდის საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული მიდგომა 618 – 907 წლებში დაიწყო. მაშინდელი დროის ბუდისტურ მონასტრებში  გაჩნდა გენეტიკური მუტაციით შექმნილი ოქროს თევზები, რომლებიც ველური ფორმის კარჩხანასაგან – Carassius auratus   მკვეთრი, მრავალფეროვანი შეფერილობითა და ფორმებით განსხვავდებოდა. დღეისათვის ცნობილი ოქროს თევზები ჩინელების მიერ 1368 – 1644 წლებშია გამოყვანილი. 

   ძველი რომაელები დეკორატიულ აუზებს არქმევდენ პისცინებს (Piscina –   თევზის ოჩხი), ასეთ აუზებს, როგორც წესი მარმარილოსგან  ამზადებდნენ და მათში ბარაბულებს, ლოქოებს, ზუთხებსა და მურენებსაც კი ინახავდენ.

    1797 წელს  ი . ბეხშტეინის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,შინაურ ცხოველთა ისტორია“, აღწერილია, როგორ შევინახოთ ტყვეობაში ოქროს თევზები. სწორედ ეს ნაშრომი გახდა აქვარიუმის მოყვარულთა  პირველი სახელმძღვანელო. 

     1801 წელს ჯეიმს ხოფერბიმ პირველად აღწერა წყლის გიგანტური ყვავილი ამაზონის ვიქტორია – Victoria amazonica, რამაც ის მიიყვანა სპეციალურ აუზებში წყალმცენარეების გამოზრდის სურვილამდე.   ინგლისელ მეცნიერმა ნ. ვარდმა 1791 – 1868 წ.წ. მინის ჭურჭელში ოქროს თევზებთან ერთად წყლის მცენარე  ვალისნერია –  valisneria გამოზარდა და ასევე გახდა თანამედროვე აქვარიუმის შემქმნელი.

   1849 წ. ლონდონის ზოოპარკში ინგლისელმა ნატურალისტმა ფ. გოსემ მოაწყო აქვარიუმის თევზებისა და რეპტილიების საჯარო ჩვენების ექსპოზიცია. მანვე 1854 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი ‘’ აქვარიუმი და წყლის სიღრმეების სასწაულების ახსნა“ 1856 –1857 წლებში გამოქვეყნდა  ე. როსმოსელის წიგნები : ,, ტბა ბინაში“ და ,, მტკნარი წყლის აქვარიუმი“. ტროპიკული აქვარიუმის თევზების გამრავლებაში პიონერად მიიჩნევა ფრანგი – პ. კარბონიე, რომელმაც 1869 – 1870  წლებში გაამრავლა, ვიეტნამიდან მიღებული მაკროპოდი – Macropodus opercularis).

   ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და სადგურების მშენებლობა მე – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება.

  1860 წელს ვენაში გაიხსნა ზღვის პირველი საჯარო აქვარიუმი,1861 წელს პარიზში, 1865 წელს ბოსტონსა და ნიუ–იორკში, 1869 წელს ბერლინში, 1871 წელს სევასტოპოლში. 1873 წელს აშშ-ში  პროფ. ლუი აგასისმა  ბიოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა. მის საპატივცემლოდ ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ სამხრეთ – ამერიკულ ციხლიდს დაერქვა  მისი სახელი – Apistogramma agassizii. 1877 წელს ფრანკფურტში შეიქმნა პავილიონი – ზღვის აქვარიუმი. 1881 წელს რუსეთში, პირველი ჩრ. ბიოლოგიური სადგურის აშენების იდეა  ეკუთვნის პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფ. ნ. ვაგნერს. 1891 წელს ბერლინში იქნა ორგანიზებული ზოოლოგიური სადგურის აქვარიუმი. 1893 წელს გაიხსნა ნიუ–იორკში სადემონსტრაციო აქვარიუმი. 1851 – 1920 წლებში აქვარიუმების  შექმნის პროპაგანდაში დიდი როლი შეასრულა რუსმა ბიოლოგმა და პედაგოგმა ნ. ზოლოტნიცკიმ. მისი ფუნდამენტური ნაშრომებია ‘’ მოყვარულის აქვარიუმი“ და ,,აქვარიუმის ახალი თევზები და მცენარეები“.   

მე XX საუკუნის შუა წლებიდან იწყება აქვარიუმიზმის გაფურჩქვნა – ,,ბუმი“.

  ამ  წლებში  ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ მრავალ ქალაქში აშენდა ბიოლოგიური სადგურები სადემონსტრაციო აქვარიუმებით: სევასტოპოლში,  ქერჩში, ოდესაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

   ჩვენში  1931 წელს ბათუმში აშენდა სათევზმეურნეო სადგური, რომლის ბაზაზეც 35 წლის შემდეგ, 1966 წელს შეიქმნა სადემონსტრაციო აქვარიუმი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, სადაც მტკარი წყლის დეკორატიული თევზები და შავი ზღვის თევზების თითქმის ყველა სახეობაა განთავსებული.

    დღეისათვის მთელ დედამიწაზე თითქმის ყველა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და საბავშვო ბაღებშიც კი აქვთ მოწყობილი თევზებით  „ცოცხალი კუთხე“. ძნელია შეაფასო აქვარიუმის მნიშვნელობა, როგორც დეკორატიული ელემენტისა. ამას გარდა, იგი ადრეულ  ასაკიდან მოზარდებს დამოუკიდებელ ცოდნას აძლევს ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და ქიმიის დარგში. აჩვევს პასუხისმგებლობას, პატივისცემას, სიყვარულის გრძნობას ცოცხალი ბუნების მიმართ. უწყობს ხელს მოზარდების ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბებას.

  არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეგზოტიკური თევზებით, უხერხემლო ცხოველებით და წყალმცენარეებით ვაჭრობა ბევრი  ქვეყნისათვის ნაციონალური შემოსავალია. მარტო აშშ ყოველწლიურად 80 მილიონ  დოლარამდე აქვარიუმის ცხოველების იმპორტითაა ცნობილი.

 მიუხედავად 90 წლების მძიმე მდგომარეობისა (უმუშევრობა, გაზისა და ელ.დენის უქონლობა და ა. შ.), საქართველოს აქვარიუმის მოყვარულებმა, შესძლეს შეენარჩუნებინათ, თევზების გარკვეული სახეობები. ამ ჟამად ჩვენში, მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო  იზრდება.

 დეკორატიული მეთევზეობის  ხსენებისას, უმთავრესად გულისხმობენ ტროპიკული წყლების სხვადასხვა ბინადრებს და არ ითვალისწინებენ ადგილობრივ სახეობებს, როგორც დეკორატიული მეთევზეობის ობიექტებს. თუმცა ამ მიზნით ჩვენი წყლების ფლორისა და ფაუნის გამოყენება სრულიად დასაშვებია. ისინი დეკორატიული მეთევზეობის საკმაოდ საინტერესო წამომადგენლებია.

   საჭიროა მხოლოდ უფრო დეტალურად შევისწავლოთ ჩვენი წყალსატევები, ზღვა, მდინარეები, ტბები და პატარა ჭაობებიც კი, სადაც ყოველთვის ვიპოვით ბევრ საინტერესო სახეობას. მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ თევზები, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმები , განსხვავდებიან თავიანთი ცხოვრების ნირით, ტემპერამენტით, კვების თავისებურებით და ა. შ. ამიტომ მათ დატყვევებამდე საჭიროა, მათი ხასიათის კარგად შესწავლა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ენდემურ სახეობებს. ასევე არ შეიძლება ერთი რეგიონიდან აყვანილი თევზის სხვა რეგიონში გაშვება, მაგალითად დასავლეთ საქართველოს ბინადრის, აღმოსავლეთში და პირიქით.

აქვარიუმის მოწყობა.

  აქვარიუმი ლათინური სიტყვაა და წყალსატევს ნიშნავას. ჩვენს შემთხვევაში ამ სახელწოდებით მოვიხსენიებთ წყლის მცენარეებისა და ცოცხალი ორგანიზმების შესანახ  შუშის ან ორგანული მინის ჭურჭელს, რომელთა განთავსება ძირითადად შენობებში ხდება. აქვარიუმები ერთმანეთისგან განსხვავდებიან  კონსტრუქციითა და ზომით. 3ლ-დან 2000ლ-მდე (სახლის პირობებში).

ასევე დანიშნულებით, დეკორატიული, გასამრავლებელი და გამოსაზრდელი

სხვდასხა ფორმის აქვარიუმები და დეკორატიული აქვარიუმი.

  როგორც შუშის ასევე ორგანული მინისაგან, მარტივი, მართკუთხა ფორმის აქვარიუმის დამზადება შეიძლება კუსტარულადაც (სახლის პირობებში).   რაც შეეხება თვით მასალის შერჩევას, აქ უნდა გავითვალისწინოთ, როგორც შუშის, ასევე ორგანული მინის დადებითი და უაროფითი თვისებები. ორგანული მინის დადებით თვისებებად შეიძლება ჩაითვალოს: კონსტრუქციის სიმსუბუქე, კარგი გამჭვირვალობა, ტემპერატურის კარგად შენახვის უნარი, მდგრადობა მსხვრევადობის მიმართ, პლასტიკურობა. უარყოფითად, მასალის სიძვირე, ექსპლუატაციის პროცეში უხეში მოპყრობისას ნაკაწრების წარმოშობა, რაც დროთა განმავლობაში ასუსტებს მის გამჭვირვალობას.

   შუშის დადებითი თვისებებია იაფი ღირებულება, მექანიკური სიმტკიცე ნაკაწრების მიმართ, ჰიგიენურობა. უარყოფითი თვისებებია: მსხვრევადობა, ტემპერატურის ცუდი შენახვის უნარი, კონსტრუქციის სიმძიმე.

    შერჩეული მასალის ფურცლების სისქე, დამოკიდებულია აქვარიუმის ზომაზე. ორგმინის შემთხვევაში  აქვარიუმის სიღრმის ყოველ 15 სმ-ზე იღებენ 2 მმ-ს, ე.ი. თუ აქვარიუმის სიღრმე 30 სმ-ია, ფურცლის სისქეს იღებენ 4 მმ-ს. და ა. შ. შუშის შემთხვევში, შეიძლება ვისარგებლოთ ცხ 47-ით.

მას შემდგომ, რაც შერჩეული გვაქვს მასალა საჭიროა, ფურცლები (შუშა ან ორგმინა) დაიჭრას ზუსტ ზომებად. აწყობისას  ორ მეთოდს გამოიყენებენ ერთი, როდესაც აქვარიუმის ფსკერი მოთავსებულია ვერტიკალურ კედლებს შორის და მეორე როდესაც ვერტიკალურ კედლებს ვაწყობთ ფსკერზე.  ამ უკანასკნელი მეთოდისას, ფსკერის,  წინა და უკანა კედლების სიგრძეს იღებენ თანაბარს, გვერდითი კედლების სიმაღლე ემთხვევა წინა და უკანა კედლებისას, ხოლო სიგანე იღება ფსკერის სიგანეს გამოკლებული გამოყენებული შუშის სისქე გამრავლებული სამ ჯერ, [ასე მაგალითად თუ ვიყენებთ 4 მმ შუშას, ხოლო ფსკერის სიგანე არის 30 სმ. მაშინ გვერდითი კედლების სიგანე იქნება 30-1,2 (0,4-წინა კედლის სისქე +0,4-უკანა კედლის სისქე +0,4-წებოს სისქე)=28,8 სმ.]. გამზადებულ ფირფიტების შეწებების ადგილებს , თავდაპირველად ამუშავებენ ზუმფარის ქაღალდით, ხოლო შემდეგ ორგანული გამხსნელით(აცეტონი, ბენზინი და ა.შ.). ეს პროცესი იდენტურია ორივე  მასალისათვის. შუშის შეწებებისათვის იყენებენ სპეციალურ აქვარიუმისათვის არსებულ, სილიკონო-კაუჩუკის წებოებს, ხოლო ორგანული მინისათვის თვით ნაკეთ წებოს, რომელიც მიიღება დიქლორეთანისა და ორგანული მინის ფხვნილის  შერევით 100/5-თან.წებოს მომზადებას ორი დღე ესაჭიროება. წებოდ ასევე შეიძლემა გამოვიყენით ტექნიკური თვით მაგრებადი პლასმასები (ასტ, ეტაკრილი და სხვა.), შეწებება შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება. ნახ.49.ახლად შეწებებულ გვედებს ერთმანეთან, წებოს გაშრობამდე, წებოვანი ლენტით, „სკოჩით’’ აფიქსირებენ.

      H-აქვარიუმის სიმაღლე სმ.; L-აქვარიუმის სიგრძე სმ.  შუშის სისქე მოცემულია მილიმეტრებში

აქვარიუმის სიმტკიცისათვის,  საჭიროა მისი ზედა პერიმეტრის  2 სმ- ის ქვემოთ   სიმტკიცის წიბოს    დამაგრება,რომელსაც  წარმოადგენს  3-4 სმ-ის  სიგანის, გამოყენებული სისქის შუშის ზოლებისგან შეკრული ფარგი, ხოლო თუ აქვარიუმის სიგრძე  აღემატება 1 მეტრს, მაშინ დამატებით ყოველ 50 სმ  განივ საკრავსაც უკეთებენ. სიმტკიცის სარტყელებს ამატებენ ფსკერზეც. ნახ 48

ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით, ორგანული მინის პლასტიკურობა საშუალებას იძლევა ერთი დიდი ფურცლიდან, მისი გათბობით დავამზადოთ, აქვარიუმის ფსკერი, წინა და უკანა მხარე, ხოლო შემდეგ დავაწებოდ გვერდები. ნახ. 48.

   წებოს გაშრობის შემდეგ აქვარიუმი იდგმება იდეალურ, სწორ ზედაპირზე.  საჭიროა, ზედაპირსა და აქვარიუმის ფსკერს შორის მოთავსებული იქნეს 1-2 სმ სისქის პლასტიკური ქაფის ფირფიტები.

  აქვარიუმის გამოცდა უკეთესია ჩავატაროთ  აბაზანაში ან ღია ცის ქვეშ. ის თანდათანობით სამ ეტაპად, თითო საათის ინტერვალით, უნდა შევავსოთ და დავაყოვნოთ 24 საათი. გამოცდის დადებითად  ჩატარების შემდგომ იგი მზადაა ექსპლუატაციისათვის.

შენობაში აქვარიუმი საჭიროა განთავსდეს რაც, შეიძლება ბნელ ადგილზე, რათა იგი დავიცვათ, პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისგან. ეს საშუალებას მოგვცემს დაცული იქნეს აქვარიუმის მცენარეებისათვის საჭირო განათების ინტენსიურობა და ხანგძლივობა, რომელთა დარღვევა ხშირად მიზეზი ხდება არასასურველი წყალმცენარეების წარმოქმნისა. ასევე აქვარიუმის ფანჯრიდან მოშორებით განლაგება, თავიდან აგვაცილებს დღე/ღამის პერიოდში წყლის ტემპერატურის დიდ დიაპაზონში ცავალებადობას, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. ნახ.49 .

ა. ორგანული მინის მოღუნვა. ბ. აქვარიუმის ოთახში განთავსების ადგილი. 1. საუკეთესო. 2-3
დამაკმაყოფილებელი. 4 .დაუშვებელი. (ფანჯარასთან)

     აქვარიუმის სადგომის სიმაგრისას, მისი ტევადობის გარდა გათვალიწინებული უნდა იქნას, თვით აქვარიუმისა და დამხმარე ინვენტარის წონა, რომელთა წონას მიახლოებით, მოცულობის 15 %-ს იღებენ. 

აქვარიუმის თევზების საარსებო პირობები.  აქვარიუმში, წყალი წარმოადგენს, ჰიდრობიონტების და წყლის მცენარეების საარსებო გარემოს, ამიტომ მის ფიზიკურ – ქიმიურ თვისებებზეა დამოკიდებული ფლორა და ფაუნის წარმომადგენლების არსებობა- განვითარება. ამისათვის საჭიროა ბუნების მოყვარული, კარგად ერკვეოდეს თევზებსა და წყალმცენარეების ბიოლოგიაში, რათა  ბინადრებს შეუქმნას მათვის საჭირო სააარსებო პირობები. აქედან გამომდინარე,  წყლის შედგენილობის მიხედვით  არსებობენ, ზღვის, მომლაშო  და მტკნარი წყლის აქვარიმები. წყლის ტემპერატურის მიედვით, კი თბილი წყლის და ცივი წყლის აქვარიუმები.

  აქვარიუმების უმთავრეს ბინადრებს ტროპიკული მცენარეები და თევზები წარმოადგენენ, რომლებიც ბუნებაში საკმაოდ მაღალ და სტაბილური ტემპერატურის პირობებში არსებობენ. მათი უმრავლესობისათვის ოპტიმალური წყლის ტემპერატურა  22- 260 C -ია, თუმცა აქაც გვხდება გამონაკლისები, როგორებიცააა უფრო მეტი სითბოს მოყვარულები, მაგალითად ლაბირინთიანები და „დისკუსები“, მათთვის სასურველია წყალი ტემპერატურით 28-310 C -ით,  ხოლო ე. წ.  ცივი წყლის აქვარიუმების ბინადრები – ოქროს თევზები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ წყალს ტემპერატურით- 18-230C. მართალია, რამოდენიმე წელი, მათ ძალულთ იცხოვრონ 25-270C, თუმცა მათი სიცოცხლის ხანგძლივობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ოპტიმალური ტემპერატურების დროს.  ზემოთქმულიდან გამომდინარე, აქვარიუმის ბინადრების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მათი ეს „მოთხოვნები“. ტექნიკურად და მატერიალურად დეკორატიული წყალსატევების წყლის გათბობა ბევრად უფრო ადვილი განსახორციელებელია და  ვიდრე წყლის გაცივება, სწორედ ესეც გვევლინება იმის ერთ- ერთ მიზეზად, რომ აქვარიუმის ბინადრებად უმთავრესად ტროპიკების წარმომადგენლები გვევლინებიან.

    ცივსისხლიანი ოგანიზმებისათვის, წყლის ტემპერატრურის მცირედი ცვლილებაც კი  ძალზედ შესამჩნევიამ, ამიტომ კატეგორიულად უნდა ვერიდოთ, წყლის ტემპერატურების სწრაფ ცვლილებებს (240C) , ოპტიმალური ტემპერატურის ზღვრებშიც კი. განსაკუთრებით ზღვის აქვარიუმის შემთხვევაში.

   იმისათვის,რომ ვაკონტროლოთ რეზერუარში წლის ტემპერატურის ცვლილება საჭიროა ყოველი აქვარიუმი აღჭურვილი იყვეს თერმომეტრით  და ტროპიკული სითბოს მოყვარული თევზების ყოლის შემთხვევაში, თვითმარეგულირებელი გამაცხელებით. იხ. ნახ.

ა. თერმომეტრი; ბ. თვითმარეგულირებელი გამაცხელები გ.ჩოგან ბადეები.

   როგორც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აქვარიუმის ბინადრების და თვით აქვარიუმის ნორმალური ფუნქციერებისათვის აუცილებელია წყლის აეირება, ამისათვის 50 წლის უკან მხოლოდ საჰაერო ტუმბოები – კომპრესორები გამოიყენებოდნენ, რომლებიც გარდა იმისა, რომ ახორციელებენ წყლის გამდიდრებას ჟანგბადით, (უნდა გვახსოვდეს, რაც მეტი, ჟანგბადია აქვარიუმის წყალში, მით უფრო სრულყოფილია აქვარიუმის სისტემა, შესაბამისად უკეთესად გრძნობენ მისი ბინადრები თავს).ამავე დროს ახდენენ რეზერვურში არსებული წყლის სხვადასხვა ტემპერატურის შრეების შერევას, რითაც აერთგვაროვნებდენ წყლის ტემპერატურას, ასევე უმარტივესი ფილტერების მეშვეობით ახდენნენ წყლის ფილტრაციას. ასეთ ფილტრებში კომპრესორიდან მიწოდებული ჰაერის ბუშტუკები, წარიტაცებენ აქვარიუმის წყალს, რომელიც საფილტრავი შრის გავლის შემდეგ უბრუნდება აქვარიუმს.

  ასეთი ფილტრების გამოყენება მიზანშეწონილია, 50-60 ლიტრამდე ტევადობის აქვარიუმებში. უფრო დიდი ზომის რეზერვუარებში გამოიყენებენ სხვა სახის ფილტრებს, კერძოდ წყლის ტუმბოებს. რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

 დეკორატიულ რეზერვუარებში, ცოცხალი ორგანიზმების ჩასმის სიმჭიდროვე ბევრად მეტია ვიდრე, ბუნებრივ წყალსატევებში, ამიტომ  ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად (საკვების ნარჩენები; ფეკალები; მცენარეების ფოტლები და სხვა ) აქვარიუმის წყალი საკმაოდ სწრაფად იმღვრევა. ამის მიზეზად გვევლინება დიდი რაოდენობით ბაქტერიების წარმოშობა, რომლებიც უმთავრესად წყალს მღვრიე – მოთეთრო შეფერილობას აძლევენ. აქვარიუმის წყლის სისუფთავე მიიღწევა წყლის ფილტრაციით.

ა. აქვარიუმის კომპრესორი. ბ. კომპრესორის ჰაერზე აქვარიუმის ფილტრები მომუშავე ფილტრები.    დიდი ზომის აქვარიუმებში, წყლის ფილტაციას ახორციელებენ,  წყლის ტუმბოების – პომპების მეშვეობით. ისინი შეიძლება განთავსებული იყვნენ , როგორც უშუალოდ აქვარიუმში („ფილტრი პომპები“), ასევე აქვარიუმის გარეთ ე. წ. „კანისტა ფილტრები“.

ფილტრების განლაგება აქვარიუმში. ა. ფილტრი პომპა. (რეზერვუარში). ბ. კანისტრა ფილტრი (რეზერვუარის გარეთ). 

    ახალი აქვარიუმის წყლით შევსებამდე, საჭიროა მასში განვათავსოდ დამხმარე ტექნიკური საშუალებები და დეკორაციის ელემენტები, რომლებიც ალამაზებენ რეზერვუარს, წარმოადგენენ ჰიდრობიონტების თავშესაფარს და სამალავს, ამავე დროს მათი მეშვეობით ხდება რეზერვუარში განლაგებული ტექნიკური საშუალებების მიჩქმალვა. დეკორის ელემენტები პირობითად სამ ნაწილად წარმოვიდგინოთ: გრუნტი, უშუალოდ დეკორის ელემენტები (ქვები; ფესვები; მარჟნები; ნიჟარები და ა.შ,) და ფონი.

  გემოვნებით და ცოდნით შერჩეული გრუნტი, არა მხოლოდ ალამაზებს აქვარიუმს და დეკ. ტბორებს , არამედ მასში, იკიდებენ ფესვებს წყლის მცენარეები, ბუდობენ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი ბაქტერიები, რომლებიც ტოქსიკურ ორგანულ ნარჩენებს გარდაქმნიან არატოქსიკურ მინერალურ მარილებად, რომლებითაც შემდგომში წყლის მცენარეები იკვებებიან. თვით 1 სმ-იანი ქვიშის შრეც საუკეთესო ბიოლოგიურ ფილტრს წარმოადგენს. საუკეთესო გრუნტად შეიძლება ჩაითვალოს მდინარის მიერ დამუშავებული გლუვწახნაგიანი მდინარის ხრეში. მისი უპირატესობა წახნაგოვანთან მდგომარეობს იმაში, რომ მისი ნაწილაკები ნაკლებად ეკვრიან ერთმანეთს, შესაბამისად უფრო კარგად მიმდინარეობს, მათში აირ მიმოცვლა, უკეთესად იზრდება მათში მცენარეების ფესვები, ასეთი გრუნტი არ იწვევს  იმ ჰიდრობიონტების ტარვმირებას, რომლებსაც უყვართ გრუნტში ქექვა. რბილი წყლის მოყვარული მცენარეებისა და ცოცხალი ორგანიზმებისათვის, გრუნტს მარილმჟავით ამუშავებენ. თუ გრუნტს ბუნებრივი წყალმცენარეებისთვის ვიყენებთ, მაშინ მარცვლების ზომას ვიღებთ 2-4 მმ-ს, ხოლო დიდი ზომის თევზებთან, რომლებთანაც შეუძლებელია გრუნტში მცენარეების განთავსება, გრუნტის მარცვლების ზომას იღებენ 5-10 მმ-ს. 2მმ-ზე მცირე  ქვიშის მარცვლების გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც ქვიშის მარცვლები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს, რაც ხელს უშლის მის ფენაში ჟანგბადის შეღწევას, ხდება ორგანული ნაერთების არა ჟანგვა არამედ ლპობა, რის გამოც ადგილი აქვს მავნე აირების წარმოქმნას. რომლებიც იწვევენ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების დაღუპვას.

   ქვიშის რეზერვუარში მოხვედრამდე ახდენენ მათ თერმულ დამუშავებას (წრთობა; გამოხარშვა), ხოლო შემდეგ კარგად რეცხავენ გამდინარე წყალში.

 რაც შეეხება დეკორაციის გასაფორმებლად ხის ფესვების გამოყენებას, ისინი მოითხოვენ დამუშავების საკმაოდ შრომატევად და რთულ პროცესსს, ამიტომ უკეთესია  მათი პლასტიკური ანალოგების, გამოყენება, რომელთა, როგორც  ხელოვნური წყალმცენარეების  ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი.

 რაც შეეხება აქვარიუმის ფონს, ამჟამად ფართდ იყენებენ  საწარმოო რულონებად გამოსულ სხვადასხვა ლანდშაპტის ამსახველ ფონებს.

 თვითოეული რეზერვუარის აღჭურვა ხდება საკუთარი ინვენტარით, როგორებიცაა სანათ მოწყობილობა, თერმომეტრი, წყლის გამაცხელებელი, ამა თუ იმ სახის ფილტრი, ჩოგანბადე და ა. შ. გარე ფილტრის გამოყენების შემთხვევაში, უკეთესია რეზერვუარის შევსებამდე თუ მოვახდენთ მათში ფილტრის  და კომპრესორის მილების მონტაჟს, წებოთი ან სხვა სახის ფიქსატორით.

 ზემოთ ხსენებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გადავდივართ უშუალოდ რეზერვუარის წყლით შევსებაზე. მტკნარი წყლის აქვარიუმის შემთხვევაში გამოყენება ონკანის წყალი. ზღვის წყლის აქვარიუმებში ბუნებრივი ან ხელოვნურად მომზადებული ზღვის წყალი. 

  აქვარიუმს სასურველია გააჩნდეს საფარი შუშა, რაც შეამცირებს რეზერვუარიდან წყლის აორთქლებას, აქვარიუმში მტვრის ნაწილაკების მოხვედრას, ამავე დროს დაიცავს ბინადრებს ამოხტომისგან.

   მტკნარი წყლის რეზერვუარში, წყალს  ჩასხმის შემდეგ 1-2 დღეს აყოვნებენ, რთავენ გასათბობსა და აერაციას, რომელიც ონკანის წყლის გამოყენების შემთხვევაში ათავისუფლებს მას ქლორისა და წვრილი აირის ბუშტულაკებისაგან. ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, თუ აქვარიუმი გათვალისწინებულია ცოცხალი წყალმცენარეებით მოწყობაზე, ახდენენ მათ ჩარგვას. 

აქვარიუმში თევზების მოთავსება, მოვლა და კვება

რა სახის დეკორატიულ რეზერვუართანაც (ტბორი, ტროპიკული თუ ცივი წყლის აქვარიუმი) არ უნდა გვქონდეს საქმე, მისთვის ცოცხალი ორგანიზმების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბიოლოგიის ცოდნით. ასე მაგალითად არ შეიძლება ჯგუფური თევზების ჩასმა მოძმეების გარეშე, ის რეზერვუარში შეუმჩნეველი იქნება, უარეს შემთხვევაში სტრესისგან დაიღუპება. ასევე დაუშვებელია ერთ და იმავე წყალსატევში, თბილი და ცივი წყლის, ხისტი და რბილი წყლის თევზების მოთავსება, ერთ აქვარიუმში მოხვედრამდე საჭიროა გავითვალისწინოთ მათი ცხოვრების ნირი, უკეთესია თუ თევზების სახეობები შერჩეულები იქნებიან ისე, რომ წყალსატევის ყველა შრე დაკავებული იქნეს, როგორც ცნობილია არსებობენ წყლის ზედაპირის, შუა შრის და ფსკერის თევზები. ასევე უნდა მოვერიდოთ მტაცებლებისა და მშვიდობიანების ერთად განთავსებას.

 დეკორატიულ რეზერვუარებში, თევზის ჩასმის სიმჭიდროვე დამოკიდებულია თევზის სახეობებზე, წყალსატევის სიდიდეზე, მოვლის ინტენსივობაზე,(აერაცია,ფილტრაცია, წყლის ცვლა, კვება და ა. შ. ) ლიმიტირებად ფაქტორს ჟანგბადი წარმოადგენს. თევზებმა, რომ არ განიცადონ ჟანგბადის ნაკლებობა ერთ 4-5 სმ თევზე, უნდა მოდიოდეს 1,5-3 ლიტრი წყალი. 8-10 სმ-ანის შემთვევისას წყლის რაოდენობა იზრდება ორჯერ. ეს მონაცემები მართებულია, ხელოვნურად არა აერირებადი მტკნარი წყლის რეზერვუარებისათვის. საჭირო რაოდენობის წყლის ცვლით, კარგი ხარისხის საკვების მიცემით, განსაკუთრებით მუდმივი ფილტრაციითა და აერაციით, ჩასმის სიმჭიდროვე შეიძლება გაიზარდოს 2-4ჯერ. 

 ეს მონაცემები უნდა გავითვალისწინოთ ახალგაზრდა თევზებისა და წყალმცენარეების შეძენისას, რათა მათი ზრდის შემდეგ, რეზერვუარი მათთვის პატარა არ აღმოჩნდეს.

  დამწყები აქვარიუმის მოყვარულები, ხშირად სვავემ კიტხვას, როგორ გამოიცვალოს წყალი აქვარიუმში, ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი წყლის გამოცვლა უკეთეს შედეგს მოგვიტანს, როგორც უკვე ითქვა ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება, რადგანაც დიდი ოდენობით  “ძველი“ წყლის შეცვლა, ახლით იწვევს მთელ სისტემაში ბალანსის რადღვევას, უკეთესია მისი მოცულობის 1/5-ის  რეგულარულად 1-2 კვირაში, შეცვლა. ეს აქვარიმის მოვლის აუცილებელი პროცედურაა, რომლის დროსაც სიფონის მეშვეობით, ასუფთავებენ გრუნტს. ხოლო აქვარიუმის კედლებს საფხეკითა და მაგნიტური საწმენდით. იხ. ნახ. 

  ბინადრების საკვებად, უკეთესია გამოვიყენოთ, სახეობისთვის შესაფერისი ცნობილი ფირმების (tetra;sera;tropikana და ა.შ.) კომბინირებული საკვებები, რომლებიც გამოდიან როგორც ფანტელების , ასევე გრანულების სახით. საკვების მიცემას ანხორციელებენ კვირაში 6 დღის განმავლობაში, დილით და საღამოთი , შუქის გამორთვამდე 2-3 საათით ადრე. ერთჯერადად მიცემული საკვების რაოდენობა უნდა იყვეს ისეთი, რომ ის 2-4 წუთის შემდეგ აღარ რჩებოდეს. კვირაში შერჩეული ერთი დღე არის განმუხტვის, უკეთესია თუ მეორე დღეს მოვახდენთ, ყოველკვირეულ წყლის შეცვლას და აქვარიუმის ფილტრისა თუ დეკორის დასუფთავებას. უნდა გვახსოვდეს; გადამეტებული საკვების მიცემას, ჯობს დავაკლოთ იგი.

  ა. სიფონი. საფხეკი.ბ. მაგნიტური საწმენდი. გ. საფხეკი.

აქვარიუმის მცენარეები, უხეშად შეიძლება დავყოთ, წყლის ზედაპირზე მცურავებად, წყლის შრეში მყოფებად და ფსკერზე მობინადრეებად. საჭირო წყლის პარამეტრების გარდა აქვარიუმში, განთავსებული წყლის მცენარეები თავიანთი ზრდა განვითარებისათვის მოითხოვენ 12 სთ. განათებას. სანათებში ვარვარების ნათურების გამოყენებისას, მათ სიმძლავრეს 1ლ აქვარიუმის წყალზე იღებენ 1ვატს, ხოლო ლუმინისცირებადი (დღის შუქი) -0,5 ვატს.

  წყლის ზედაპირეზე, მცხოვრები წყალმცენარეებიდან ჩვენს აქვარიუმებში ვხდებით, მოცურავე რიჩიას – Riccia fluitans  ბუნებაში ფართოდაა, გავრცელებული ყველა კონტინეთის სუბტროპიკულ ზონაში. ნელ და დამდგარ წყალსატებეში . ზამთრობით მოითხოვს ტემპერატურას 15-200 C, ზახულობით 20-250C-ს, შესაძლებელია ჩოტათი მეთიც. ძირითადად დაცურავს აქვარიუმის წყლის ზედაპირზე, რითაც ქმნის კარგ სამალავს ცოცხალ მშობიარე თევზების ლიფსიტებისათვის. ლაბირინთიანებისათვის მათ ქაფთან ერთად წარმოადგენს ბუდის საშენ მასალას. მიეკუთვნება ხავსისებურებს.

  წყლის წრის მცენარეებს უწოდებენ ისეთ წყლის მცენარეებს, რომლებიც თავისი განვითარებისათვის არ მოითხოვენ აუცილებლად გრუნტში ჩარგვას.

  ასეთებია: წყაროს ხავსი – ფონტინალისი (Fontinalis antipyretica).

ბუნებაში ფართოდააგავრცელებული მათ შორის ცვენშიც, უპირატესობას ანიჭებს წყალს ტემპერატურით 15-200C, შესაბამისად უმთავრესად გამოდგება ცივი წყლის აქვარიუმებში. თავის ფესვურაკებით ემაგრება ქვებს.

  წყლის გვიმრა-Ceratopteris thalictoides.

გავრცელებული დედამიწის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, ჩვენთან არ გვხდება. ეკოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გააჩნია სხვდასხვა ფორმისა და ზომის ფოთლები. გარეგანი სეხედულებით არჩევენ წყლის ქვეშა და მცურავ ფორმებს. მოწყვეტილ ძველ ფოთოლზე, ამოდის მრავალი შვილობილი მცენარე. აქვარიუმებში საკმაოდ გავრცელებული, არსებობის პირობების მიმართ არა მომთხოვნი მცენარეა, უპირატესობას ანეჭებს წყლის ტემპერატურას-21-270C .

 ტაილანდური წყლის გვიმრა- Microsorium pteropus.

ბუნებაში გავრცელებულია სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ჭაობებში. უკეთესად ხარობს რბილ 250C-ან წყალში. საკმაოდ იოლად იზრდება აქვარიუმის პირობებში. შესწევს უნარი მცირედ მარილიანი წყლის ატანისა.

           ა.ფონტინალისი.ბ.წყლის გვიმრა. გ.ტაილანდური წყლის გვიმრა.

 ჩვეულებრივი კაბომბა-Cabomba aquatica

ბუნებაში გავრცელებულია სამხრეტ მექსიკასა და ჩრდილოეთ ბრაზილიაში. ღეროს სიგრძე რამოდენიმე მეტრს აღწევს. ფესვების სისტემა საკმაოდ განვითარებული აქვთ. სუფთა წყლის მოყვარულია. ზამთრობით წყლის ტემპერატურა საჭიროა იყვეს 17-190C, ხოლო ზაფხულობით 23-260 C.pH 6,7-7,3 მრავლდება ვეგეტაციურად.

 მუქი-მწვანე რქაფოთოლა- Ceratophyllum demersum

ბუნებაში ფართოდ გავრცელებულ სახეობად გვევლინება, მათ შორის ჩვენშიც. უკეთესად იძრდება ცივი წყლის აქვარიუმებში.ძირითადად დაცურავს წყლის ზედაპირძე. წარმოადგენს ლიფსიტების დასამალ და ქვირითის კარგ სუბსტრატს. ახლო საეობას წარმოადგენს ღია – მწვანე რქაფოთოლა, რომელის საცხოვრებლად წყლის შრეს ამჯობინებს.

 ჭაობის ლუდვიგია-Ludvigia palustris

ბუნებაში გავრცელებულია ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ევროპის სუბტროპიკულ ზონებში. მოყვარულია გაბნეული შუქის, რბილი წყლი, ტემპერატურით 18-280C.

  ა.ჩვეულებრივი კაბომბა. ბ.ლუდვიგია.გ. მუქი-მწვანე რქაფოთოლა.

  ა.ჩვეულებრივი კაბომბა. ბ.ლუდვიგია.გ. მუქი-მწვანე რქაფოთოლა. 

 კრიპტოკორინა ბალანზე-Cryptocoryne balansae

ეს აზიური წარმოშობის ჭაობის მცენარე, გამორჩევა მოგრძო გოფრირებული ფოთლებით, რომელთა სიგძე ზოგჯერ 40 სმ-მდე აღწევს. კარგად ხარობს წყლის ტემპერატურისა, ზაფხულობით 23-280C, ზამთარში 16-180 C-ის დროს.. კარგად მრავლდება ნერგებით.  

ჯუჯა ანუბიასი-Anubias nana. ეს აფრიკული წარმოშობის მცენარე, მოყვარულია ტბილი წყლების და  ზრდა განვითარებას წყვეტს 200C-ის ქვევით. არ უყვარს ძლიერი პირდაპირი განათება,სხვა მხრივ საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, შესაბამისად ფართოდაა გავრცელებული.

   ამაზონიის ექინოდორუსი (ამაზონკა)-Echinodorus amazonicus

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მცენარის სამშობლოს მდ. ამაზონი და მუისი შენაკადები წარმოადგენენ. მას გაჩნია კარგად განვითარებული ფესვების სისტემ ა, ზომით 35-40 სმ-ია, მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომისა კარგად ხარობს საშალო ზომის აქვარიუმებში.

                     ა.კრიპტოკორინა ბალანზე.ბ.  ჯუჯა ანუბიასი .    გ.ამაზონიის ექინოდორუსი.

   აქვარიუმის მოვლის უდიდესმა ტრადიციბა, ასევე ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, დეკორატიულ წყალსატევებში ფაქტიურად ნებისმიერი სახეობის თევზების ყოლისა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველმა აქვარიუმის ბინადრებმა არ დაკარგეს თავის პოპულარობა და დღესაც  მოყვარულთა ყურადღების ცენტრში არიან. რომლებადაც, უმთავრესად ქვემოთ ჩამოთვლი ოჯახების, სახეობები გვევლინებიან  წარმომადგენლები გვევლინებიან. წიგნის სფეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან გავრცელებულ მტკნარი წყლის აქვარიუმის ბინადრების, რამოდენიმე მათგანის მოკლე აღწერილობას შევეხებით. ეს ოჯახები და სახეობებია.

ხარაცინიდები – Characinidae

   ამ ოჯახის  წარმომადგენლები, უმთავრესად, საკმაოდ მცირე ზომის 4-5სმ, ჯგუფური, მწერებითა და მცირეზომის კიბოსნაირებით მკვებავი, მრავალფერად შეფერილი, მშვიდობიანი, ჯგუფური თევზები არიან. მათი გავრცელების ბუნებრივ არეალს, სამხრეთ ამერიკის მტკნარი წყალსატევები წარმოადგენენ. თუ არ ჩავთვლით, გამრავლების პროცესს, საკმაოდ უპრეტენზიულებად გვევლინებიან. არ მოითხოვენ დიდი ტევადობის, რეზერვუარს. აკმაყოფილებთ, წყლის ტემპერატურა, 20-240C. მამრები, გამოირჩევიან , მცირე ზომით და მკვეთრი შეფერილობით. გამრავლებისთვის 2-30C-ით მეტი, უმთავრესად რბილი , (დროებითი სიხისე – dKH 0), მომჟავო (წყლის აქტიური რეაქცია – pH 5,5-6,5) წყლით.  ზოგადად , მათ „ტეტრებს“ უწოდებენ.

კობრისებრნი – Cyprinidae

    ოჯახის წარმომადგენლები დიდი ნაწილი აქვარიუმების, საკმაოდ „ძველ“ ბინადრებად გვევლინებიან. უმრავლესობის  სამშობლოს, სამხრეთ –  აღმოსავლეთ აზია, და მისი მახლობელი კუნძულები წარმოადგენენ. მიუხედავად ზოგიერთი მათგანის „შარიანობისა’’,  ისინი თავისი შეფერილობითა და მხიარული ცხოვრების ნირით დეკორატიული წყალსატევების სასურველი ბინადრებია. მათი მამრები მდედრებისგან მცირე, ზომით,დახვეწილი სხეულითა და მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევიან. ზოგიერთი სახეობის მომწიფებულ მამრებს ლაყუჩებსა და თავის არეში ბურღულისებრი გამონაყარი გააჩნიათ. წებოვან,  ქვირითს უმთავრესად წყალმცენარეებძე ყრიან, ზოგიერთი მათგანი ქვიშაში. ძირითადად იკვებებიან,მცირე კიბოსნაირებით, ბენთოსური ორგანიზმებით, ჭიებით და მცენარეებით. ცხ 49.                                                                                                                                                 

     ქართული სახელწოდება        ლათინური სახელწოდება             წარმოშობა; ზომა, სმ.
ტერნეცია, მგლოვიარე ტეტრა Gymnocorymbus ternetzi მდ.პარაგვაი.    6.
სპილენძის ტეტრა Hasemania Nana ბრაზილია; 5
წითელცხვირა ტეტრა Hemigrammus rhodostomus მდ. ამაზონი. 4,5
წითელი ორნატუსი; ფანტომი. Megalamphodus sweglesi მდ.მუკო.4.
შავი ორნატუსი; შავი ფანტომი Megalamphodus  megalopterus მდ. გუაპორე.4
მინორი Hyphessobrycon serpae მდ. ამაზონი. 4
შავი ნეონი Hyphessobrycon herbertaxelrodi ბრაზილია.4.
სამეფო ტეტრა, პალმერი Nematobrycon palmeri მდ. ამაზონი. 6
წითელი ნეონი Paracheirodon axelrodi ვენესუელა;კოლუმბია. 5
ჩვეულებრივი ნეონი Paracheirodon innesi პერუ. 4.
ქართული სახელწოდება ლათინური სახელწოდება წარმოშობა; ზომა, სმ.
ზვიგენისებრი ბალა Balantiocheilus melanopterus სამხ. აღმოს. აზია. 15-35
ცეცხლოვანი ბარბუსი Puntius  (barbus) conchonius ინდოეთი.  6-10
შავი ბარბუსი Puntius nigrofasciatus შრილანკა. 6,5
სუმატრის ბარბუსი (5 ფორმა) Puntius tetrazona ინდონეზია. 7
დენისონის ბარბაბუსი Puntius denisonii ინდოეთი. 11-12.
ზებრისებრი დანიო-რერიო Brachidanio rerio ინდოეთი.6. 
ოქროს თევზი Carassius auratus  auratus var. ჩრდილო აღმოსავლეთ აზია. 10-40
კობრი-კოი Cyprinus carpio var. ჩრდილო აღმოსავლეთ აზია.  50-120.
ორფერიანი ლაბეო Epalzeorhynchos bicolor ტაილანდი. 16
მწვანე ლაბეო Epalzeorhynchos (Labeo) frenatus ტაილანდი. 10-18
რასბორა  Rasbora heteromorpha ტაილანდი; მალაზია 4,5
ხარაცინიდები.ა.ტერნეცია, მგლოვიარე ტეტრა; ბ.წითელცხვირა ტეტრა; გ.წითელი ორნატუსი; ფანტომი.დ.შავი ორნატუსი; შავი ფანტომი; ე.წითელი ნეონი; ვ.სამეფო ტეტრა, პალმერი; ზ.სპილენძის ტეტრა; თ.შავი ნეონი; ი.ჩვეულებრივი ნეონი.

 ლორიკარიისებრნი – Loricariidae.

   ლოქოს ნაირებიდა ამ ოჟახის მრავალი წარმომადგენელი გვევლინება აქვარიუმების ბინადრებად, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით, ლორიკარიისებრნის ოჯახის ქვემოთ მოყვანილი სახეობები ცხ 50 . ნახ. 59.  წარმოადგენენ. მათი მამრების სხეული უფრო დახვეწილი და მკვეთრი შეფერილობისაა, მკერდის ფარფლებზე გააჩნიათ ხიწვები (ეკლები), რითაც იცავენ ღრმულში მდედრის მიერ მოთავსებულ ქვირითს. ეს ყველაფრის მჭამელი თევზები, მშვიდობიანი ნირით გამოირჩევიან. ცხრილი 50  

ქართული სახელწოდებალათინური სახელწოდებაწარმოშობა; ზომა, სმ.
ჩვეულებრივი ანცისტრუსიAncistrus Dolichopterusგაიანა; პერუ. 8 -14.
სამეფო პანაკიPanaque nigrolineatusკოლუმბია. 40.
ფარჩიანი პტერიკოპლიხტიPterygoplichthys gibbicepsპერუ. 50.

     კობრისკბილისებრნი-Poeciliidae.

  პელაგიური ყველაფრის მჭამელი, მცირე ზომის, ცოცხალ მშობიარე ამერიკის მკვიდრი თევზებია. მაკეობა 3 5 კვირას გრძელდება. მამრები გამოირჩევიან, მცირე ზომით, მკვეთრი შეფეილობით. მათ გააჩნიათ გონოპოდები, მდედრების შინაგანი განაყოფიერებისათვის. წარმოადგენენ სელექციის ობიექთებს.

  მათი წარმომადგენელი ჩვეულებრივი გამუზია, როგორც კოღოებთან ბრძოლის საშუალება, აკლიმატიზირებულია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან. 

   ციხლიდები – Cichlidae

   მამრები, გამოირჩევიან დიდი ზომით, მკვეთრი შეფერილობით, უფრო ძლიერი ფარფლებით და შუბლზე ცხიმოვანი წამონაზარდით. ქვირითს დებენ სუბსტრატზე (ქვა,ქოთანი, ნიჟარა და ა.შ.), ან  ქვირითის ინკუბაციასახდენენ პირში. სუბსტრატზე გამრავლებადები, წარმოქმნიან ერთგულ წყვილებს,  თავგამოდებით  იცავენ და კვებავენ თავის ნაშიერს. ტერიტორიული, ყველაფრის მჭამელი თევზებია.ბუნებაში, გარსებობენ სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში,აფრიკაში და მხოლოდ 2 სახეობა გვხდება აზიაში.

 ანაბასისებრნი (ლაბირინთიანები)- Anabantidae

 მამრები დიდი ზომით და მკვეთრი შეფერილობით გამოირჩვიან.უმთავრესად ქვირითს დებენ ქაფისგან გამზადებულ ბუდეში,  ზოგიერთინ სახეობის მამრები, გამოჩეკამდე ქვირითს პირში დაატარებენ.ძირითადად, გამრავლების პერიოდის გარდა, სხვა თევზების მიმართ აგრესიას არ ავლენენ. ერთი სახეობის მამრებს შორის მდედრებისა და ტერიტორიის გამო , ხშირად იმართება ბრძოლები. ლაბირინთის ორგანოს მეშვეობით შესწევთ უნარი ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქვის.          

ქართული სახელწოდება ლათინური სახელწოდება წარმოშობა; ზომა, სმ.
ფირუზის ფერი აკარა  Aequidens rivulatus ეკვადორი, პერუ. 20-25
აპისტოგრამა კაკადუ Apistogramma cacatuoides   პერუ. 8
ასტრონოტუსი – ოსკარი Astronotus ocellatus მდ. ამაზონი.  15-33.
ბურტონი Astatotilapia burtoni ტბა – ჩადი და ვიკრტორია. 12
ნიასის დედოფალი Aulonocara nyassae ტბა- მალავია. 12
 მეეკა Cichlasoma meeki ცენ.. ამერიკა . 15
ფრონტოზა Cyphotilapia frontosa ტბა- ტანგნიკა. 15-30
ხრომისი Hemichromis bimaculatus დასავლეთ აფრიკა. 11
იულიდოქრომისი ორნატუსი Julidochromis ornatus ტბა-ტანგანიკა.5-8
რამირეზი. ციხლიდი – პეპელა. Papiliochromis ramirezi მდ. ამაზონკა.  7.
ციხლიდი- თუთიყუში Pelvicachromis pulcher მდ. ნიგერი. 12.
სკალარია. Pterophyllum scalare მდ. ამაზონი.  8-15
დისკუსი Symphysodon discus მდ.ნეგრუ. 20
ზებრა Pseudotropheus zebra ტბა- მალავია.8-15
ტროფეუსი Tropheus moorii ტბა- ტანგნიკა.
ა.ზვიგენისებრი ბალა; ბ.ცეცხლოვანი ბარბუსი; ვ.სუმატრის ბარბუსი. გ.დენისონის ბარბაბუსი. დ.ზებრისებრი დანიო-რერიო. ვ.ორფერიანი ლაბეო; ზ.რასბორა. თ.კობრი-კოი. ი.მარგალიტის გურამი. კ.ლაქებიანი გურამი. ლ.ჯუჯა გურამი. 
ა.ჩვეულებრივი ანცისტრუსი. ბ. სამეფო პანაკი. გ. ფარჩიანი პტერიკოპლიხტი. დ. გუპი.
ე.მრავალფერიანი პეცილია. ვ.მაღალ ფარფლიანი პეცილია. ზ.ჩვეულებრივი კუდმახვილა. თ.ლირა. ი.
მებრძოლი თევზი (ქვირითის დაყრა ). კ.მაკროპოდი – სამოთხის თევზი. ლ. ლიალიუსი (მამრები შერკინებისას).
ქართული სახელწოდება ლათინური სახელწოდება წარმოშობა; ზომა, სმ.                 
მებრძოლი თევზი-ყვინჩილა Betta splendens სამ.აღ. აზია. 6.
ლალიუსი Colisa lalia ინდოეთი.5,5.
მაკროპოდი- სამოთხის თევზი. Macropodus opercularis ჩინეთი-ვიეტნამი. 12.
მარგალიტის გურამი. Trichogaster leerii სამ.აღ. აზია.12.
ლაქებიანი გურამი Trichogaster trichopterus. სამ. აზია.
ჯუჯა გურამი Trichopsis pumila სამ.აღ. აზია.12.

„თევზის მომშენებელ-ოპერატორი“

ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი