ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მასში სისუფთავის დაცვაა

საოჯახო ტრადიციულ მარნებში არსებული ათი-ათასობით ქვევრს  თუ არ ჩავთვლით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორ ასეულზე მეტი კერძო მარანია, სადაც მეღვინე ფერმერებს ათი ათასზე მეტი 2-3 ტონიანი ქვევრი აქვთ ჩაყრილი.

ქვევრის ღვინის პრობლემა, როგორც ამას ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, მასში სათანადო დონეზე სისუფთავის დაცვაა. სისუფთავე ქვევრის რეცხვაზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ პრობლემის გადაწყვეტა, ასე თუ ისე, მაიც შეიძლება, მაგრამ სათანადო დეზინფექციის ჩატარება, მართლაც, რომ დიდი პრობლემაა.

დღემდე ყველა მეღვინე ამ მიზნით გოგირდის ბოლს იყენებს, მაგრამ გოგირდის ბოლი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ ღვინის ყველა ჭურჭელში, გარდა ქვევრისა, რადგან გოგირდის ბოლი წარმატებით ებრძვის ქვევრის კედელზე მყოფ მავნე მიკროორგანიზმებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვევრს ფორიანი კედელი აქვს და მავნე მიკრო-ორგანიზმთა უმეტესი ნაწილი, სწორედ ამ ფორებშია ჩაბუდებული და მათ დასახოცად ისეთი საშუალებაა საჭირი, რომელიც ფორებში შევა და ადგილზე, რომ დახოცავს მათ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოყენებული სითხე, თვით-ლიკვიდური უნდა იყოს, რადგან თუ ღვინოს კედლის ფორებში მავნე მიკრო-ორგანიზმის ნაცვლად შხამი დახვდა, ამით მეტ პრობლემას შევუქმნით ღვინოს.

დღეს მთელი მსოფლიო, სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში წარმატებით იყენებს ოზონ-აირს, ოზონირებულ წყალს და წყალბადის ზეჟანგს. აღნიშნული საშუალებები დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება ვაზისა და ბევრი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესაწამლად, ანუ გამოყენებულია, როგორც თანამედროვე შხამქიმიკატების ალტერნატივა.

სამივე ამ საშუალებათა გამოყენება იმიტომაცაა კარგი, რომ ჯერ ერთი, ყველა მათგანი 8-10-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე გოგირდი და სხვა მადეზინფიცირებელ საშუალებები და მეორე, შეფრქვევიდან რამდენიმე საათში უკვალოდ ქრება.

ქვევრის მაღალ-ხარისხიანი დეზინფექციისათვის ოზონ-აირი და ოზონირებული წყალი ერთნაირი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ. ქვევრების სადეზინფექციოდ ზომათა მიხედვით იყენებენ 10-15 და 20 გრ/სთ-ში წარმადობის ოზონო-გენერატორებს. თუ ოზონო-აირი გინდათ გამოიყენოთ ქვევრის სადეზინფექციოდ მაშინ, ახალ გარეცხილ ქვევრში სანამ კედელი ჯერ კიდევ სველია და ფორები წყლითაა სავსე, ქვევრში უნდა გაუშვათ ოზონო-აირი, წყალში ოზონი 15-ჯერ უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ჟანგბადი, ამიტომ ფორებში არსებული წყალი, მომენტალურად დაოზონირდება და ქვევრის მთელ სისქეზე გაანადგურებს მავნე მიკრო-ორგანიზმებს.

 

ამ მიზნით, ასევე, წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ოზონირებული წყალი. აიღეთ ვენახის შესაწამლი აპარატი, აავსეთ წყლით და კარგად დააოზონირეთ, შემდეგ კი ეს დაოზონირებული წყალი, ქვევრის კედელზე შეაფრქვიეთ. ამ მეთოდის წარმატება დამოკიდებულია ქვევრის კედლის სისველეზე, ანუ რაც უფრო მშრალია ქვევრის კედელი, მით მეტ ოზონირებულ წყალს შეიწოვს და უფრო წარმატებით დახოცავს ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს.

ამ მიზნით ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი, ისეთი ათიაქებში რომ იყიდება. შეფრქვევა ხდება იმავე სქემით როგორც ოზონირებული წყალი. მართალია აფთიაქში ნაყიდი ხსნარი ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ აქ შეგვიძლია დაგეხმაროთ და მაღალ-პროცენტიანი კონცენტრატი იაფად გაშოვნინოთ.

ჟორა  გაბრიჭიძე,  
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ. 551-333-155.