დარგებიმებოსტნეობაფერმერი ფერმერს

კარტოფილის  ელიტური სათესლე მასალის მიღების ტექნოლოგია

სტუ-ს ბიოტექნოლოგიის ცენტრის მიერ შემუშავებული კარტოფილის ელიტური თესლის მიღების ტექნოლოგია რადიკალურად განსხვავდება მსოფლიოში ამჟამად მოქმედი ახალი ტექნოლოგიისგან. ამ ტექნოლოგიით კარტოფილის თესლის მისაღებად ღია გრუნტში ირგვება არა სათბურში მიღებული მიკროტუბერები, არამედ ლაბორატორიულ პირობებში გაკაჟებული და კარგად დაფესვიანებული in vitro (სინჯარის) მცენარეები. ასეთი მცენარის მოვლა ყველა იმ აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს, რაც გათვალისწინებულია კარტოფილის სათესლე (ტუბერი) მასალის გამოყენების შემთხვევაში.

მოცემული ტექნოლოგიით პირველ წელს მიიღება კარტოფილის სუპერ-სუპერ ელიტური, მეორე წელს სუპერ ელიტური, ხოლო მესამე წელს ელიტური თესლი.

საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოდის ელიტური თესლი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. გლეხების უმრავლესობას არა აქვთ საშუალება შეიძინოს ასეთი თესლი და იყენებს ძველ, დავირუსებულ თესლს, რომელიც შემდგომში იძლევა დაბალ მოსავალს (14-15 ტ|ჰა). ელიტური თესლიდან კი მოსავლიანობა ჯიშების მიხედვით 2-2.5ჯერ მეტს (35-40 ტ/|ჰა) შეადგენს.

შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას მისცემს გლეხებს, საკუთარ ნაკვეთებზე მიიღონ ელიტური სათესლე მასალა, რაც დადებითად აისახება მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

სიახლე, ძირითადი უპირატესობები:
  1. შემუშავებული ტექნოლოგია ბევრად მომგებიანია. მსოფლიოში კარტოფილის ელიტური თესლის მისაღებად იყენებენ სათბურიდან მიღებულ მიკროტუბერებს. სათბურში დანაკარგები აღწევს 40-45%-ს. მოცემული ტექნოლოგიით სათბური არ გამოიყენება, დანაკარგები მცირდება 8-10%-მდე. სათბურის გამოყენება დიდ ხარჯებს მოითხოვს (სინათლე, გათბობა, წყლის წვეთოვანი სისტემა ქიმიკატები), მცენარე სათბურში რჩება მიკროტუბერის გამოსვლამდე (დაახლოებით 2-2,5 თვე). ლაბორატორიაში ხარჯი მინიმალურია. (მცენარე რჩება 3-4 დღე მზიან ოთახში და ერთხელ ირწყვება).
  2.  in vitro (სინჯარის) მცენარეები ღია გრუნტში ირგვება, ნაცვლად ტუბერებისა.
  3. კარტოფილის ელიტური თესლის მიღება მსოფლიოში მოქმედი ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებულ თესლთან შედარებით უფრო სწრაფად (ერთი წლით ადრე) ხდება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტექინფორმი

FAO სადეპოზიტო ბიბლიოთეკა

ტელ: 2 334 032

ელ.ფოსტა: tech@techinformi.ge

სტუ-ს  ბიოტექნოლოგიის  ცენტრი

საკონტაქტო პირი: მაია კუხალეიშვილი

ტელ: +995 577  79 65 42

ელ. ფოსტა: maia.kukh@gmail.com