დარგებიმეფრინველეობა

კავკასიური ხოხობი

კავკასიური ხოხობი დიდტანიანი ფრინველია ქათმისებრთა გვარიდან. სხეულის სიგრძე 85 სანტიმეტრამდე, წონა 2 კილოგრამამდე აღწევს. აქვს სხვადასხვა ფერად შეფერილი ლამაზი და ბრწყინვალედ გამოხატული ბუმბულით. არსებობს ლეგენდა, რომ იგი არგონავტებმა წაიყვანეს საქართველოდან და ასე გავრცელდა მრავალ ქვეყანაში.

კავკასიური ხოხობი გვხვდება კავკასიიდან შუა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, ხოლო დასავლეთით მთელ ევროპაში.

ხოხბის ორი სახეობა არსებობს, ჩვეულებრივი, ანუ კავკასიური და მწვანე ხოხობი, რომელი ბინადრობს იაპონიაში.

ხოხობი ბინადრობს ტყეში, ჭალაში, ტყის და მდინარისპირა ბუჩქნარში. 1962 წელს სატყეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსის, ცნობილი მეტყევის ბატონ იოსებ ჩოდრიშვილის ინციატივტივით, ივრის სამონადირეო სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე დაიჭირეს 7 წყვილი ხოხობი და გაუშვეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში, სადაც სულ რაღაც 3-4 წელიწადში იმდენად გამრავლდა, რომ დენდროპარკის გარდა მან თბილისის ზღვის მოპირდაპირე მხარეზეც იყწყო გავრცელება. მათ გამრავლებას მოჰყვა ბრაკონიერთა და მაწანწალა ძაღლების გააქტიურება, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო, დღეს კოლხური ხოხობი დენდროლოგიურ პარკში აღარ გვხვდება. 

ხოხობი მიწაზე ბუდობს. აპრილში დებს 10-12, იშვიათდ 20-მდე კვერცხს, რომელთა ინკუბაცია მცენარეული საკვებით, იშვიათად ხოჭოებით  და სხვა მწერებით ხდება.

ხოხობი შესანიშნავი სპორტული სანადირო ობიექტია, მაგრამ აუცილებელია ნადირობის ვადის, გავრცელების რიცხოვნობის და ადგილის შესაძლებლობების სრული დაცვა. 

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/,

საქართველოს დამსახურებული მეტყევე