დარგებიმეფრინველეობა

 დურაჯი

დურაჯი ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი გადაშენების პირას მისული სახეობაა და შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ბუნებრივად იწონის 400-დან 500 გრამამდე. საოცრად ლამაზი ფრინველია, ბუმბული მრავალფერად აქვს მოხატული.  ის გავრცელებულია კვიპროსის, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, სირიის, ერაყის, მცირე აზიის, ირანის, სამხრეთ დასავლეთ თურქმენეთის და ინდოეთის ტერიტორიაზე. 

დურაჯი საქართველოში ძველად ბევრგან ბინადრობდა, დღეს კი მცირე რაოდენობით შემორჩენილია ივრის და ალაზნის პირებში: სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს რაიონებში. მე-20 საუკუნის სამოციან წლებში რეკლამირებული იყო გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე. იგი პირველ ხანებში კარგად გამრავლდა, მაგრამ შემდგომ აქტიურად დაიწყო მისი განადგურება. 

დურაჯი ცხოვრობს დაბლობებში, მდინარისპირა ბუჩქნარებში, ველ-მინდვრებზე, ყანებს და ნაყანებზე, უყვარს ხშირი ბუჩქნარი.

ბინადრობს წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე პატარა ორმოში. აპრილში დებს 10-12, ზოგჯერ 20-მდე კვერცხს. კრუხობს მარტო დედალი, რომელიც მართებს 18-21 დღე-ღამის შემდეგ გამოჩეკავს. კრუხობის დროს მამალი ახლომახლო იმყოფება და ყურადღებას აქცევს დედალსა და მართვეებს.

დურაჯი უაღრესად ადვილად მოსანადირებელი ფრინველია. იგი ხმაურით აფრინდება მიწიდან1.5=2 მეტრ სიმაღლეზე და შემდეგ ნელა მიფრინავს მცირე მანძილზე. საკმარისია ორ-სამჯერ წამოფრინდეს და ისე იღლება რომ ხელითაც კი შეიძლება მისი დაჭერა. ამიტომ ამ ფრინველს გაფრთხილებას სჭირდება, რომ არ განადგურდეს. საჭიროა მომავალმა თაობებმა ბუნების, ჩვენი უნიკალური ფლორისა და ფაუნის დაცვა-გაფრთხილება სკოლის მერხიდანვე გაითავისონ.

ტრისტან ჩერქეზიშვილი, 

საქართველოს დამსახურებული მეტყევე