დარგებიმემცენარეობა

ფრთი­სებ­რი კა­ლან­ხოა

კა­ლან­ხოა მი­ეკ­უთ­ვნე­ბა მსუ­ქა­ნი­სებრ­თა ოჯ­ახს. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რეა. მი­სი სამ­შობ­ლოა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა. ფეს­ვე­ბი მოკ­ლეა, გან­ტოტ­ვი­ლი, მცე­ნა­რე მტრე­დის­ფე­რია, შიშ­ვე­ლი, 100 სმ სი­მაღ­ლის, ფოთ­ლე­ბი ხორ­ცი­ა­ნი, წვნი­ა­ნი, კი­დე­დაკ­ბი­ლუ­ლი. ჩვენ­ში იგი გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ოთ­ახ­ის კულ­ტუ­რის სა­ხით, ხო­ლო ქო­ბუ­ლეთ­ში მოჰ­ყავდათ, რო­გორც ერ­თწლი­ა­ნი კულ­ტუ­რა, სა­დაც სპე­ცი­ალ­იზ­ირ­ებ­ულ მე­ურ­ნე­ობ­ა­ში 20 ჰექ­ტარ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რი მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენ­და 200-250 ტო­ნას, კა­ლან­ხოა მოჰ­ყავთ რო­გორც ერ­წლი­ა­ნი კულ­ტუ­რა. ფოთ­ლის მო­სა­ვა­ლის ორ­ჯერ აღ­ებ­ის­ას 1 მ2 შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ 20 კგ მწვა­ნე მა­სა.

სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა მი­სი ფოთ­ლე­ბის და ახ­ალ­გაზრ­და ღე­რო­ებ­იდ­ან მი­ღე­ბუ­ლი წვე­ნი, რო­მე­ლიც შე­იც­ავს ფლა­ვო­ნო­იდ­ებს, C და P ვი­ტა­მი­ნებს, ორ­გა­ნულ მჟა­ვე­ბს ვაშ­ლის, ლი­მო­ნის ძმარს, ას­ე­ვე პო­ლი­სა­ხა­რი­დებს, ფერ­მენ­ტებს, მი­ნე­რა­ლურ მა­რი­ლებს, მიკ­რო და მაკ­რო ელ­ემ­ენ­ტებს.

კა­ლან­ხო­ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ავ­ლე­ნენ ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღმ­დე­გო, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლ, და­მამ­შვი­დე­ბელ თვი­სე­ბებს, ხელს უწ­ყობს ძნე­ლად შე­სა­ხორ­ცე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბას ნევ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­სა­გან, აჩ­ქა­რებს შე­ხორ­ცე­ბას. გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ქი­რურ­გი­ა­ში, სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში, გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში და სხვა.

წვენს ამ­ზა­დე­ბენ შემ­დეგ­ნა­ირ­ად: ახ­ალ­დაკ­რე­ფილ მწვა­ნე მა­სას რეც­ხა­ვენ გამ­დი­ნა­რე წყლით, ათ­ავ­სე­ბენ ბნელ, გრილ ად­­გი­ლას 5-100 ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 7 დღე.

აქ­უც­მა­ცე­ბენ, წნე­ხა­ვენ და გა­მოაქვთ წვე­ნი, აჩ­ერ­ებ­ენ ერთ დღეს, შემ­დეგ ფილ­ტრა­ვენ, აკ­ონ­სერ­ვე­ბენ, უმ­ატ­ებ­ენ 20% სპირტს და ინ­ახ­ავ­ენ 40 ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. კა­ლან­ხო­ას წვენს გა­აჩ­ნია ბაქ­ტე­რი­აც­იდ­ულ­ო­ბა, მცი­რე ტოქ­სი­კუ­რია (ბაქ­ტე­რი­ებ­ი­სა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მოს­პო­ბის უნ­ა­რი აქვს). ბაქ­ტე­რი­ოს­ტა­ტი­კუ­რი (ბაქ­ტე­რი­ებ­ის გამ­რავ­ლე­ბის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი ან შე­მა­ნე­ლე­ბე­ლი) თვი­სე­ბე­ბი. ქი­რურ­გი­ა­ში იყ­ე­ნ­ებ­ენ კა­ლან­ხო­ას მა­ლა­მო­ებს, სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ში _ ახ­ა­ლი წვე­ნის სა­ფე­ნებს, პი­რის ღრუს ან­თე­ბი­თი და­ავ­ად­ებ­ებ­ის­ _ გინ­გი­ვი­ტის, სტო­მა­ტი­ტის, პა­რო­დონ­ტო­ზის მკურ­ნა­ლო­ბი­სას.

კა­ლან­ხო­ეს პრე­პა­რა­ტე­ბი და­ცუ­ლი უნ­და იქ­ნას სი­ნათ­ლი­სა­­გან. ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ში­ნა­გა­ნად იყ­ენ­ებ­ენ, საკ­ვებ­­მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ებ­ის და­ავ­ად­ებ­ის­ას, გა­რე­გა­ნად კი ტრო­პი­კუ­ლი წყლუ­ლე­ბის, ნა­წო­ლე­ბის, ძუ­ძუთ მკვე­ბა­ვი დე­დე­ბის ძუ­ძუს თა­ვე­ბის და­ზი­ან­ებ­ის­ას; სტო­მა­ტი­ტის, მე­ნინ­გი­ტის და სხვათა სამ­კურ­ნა­ლოდ. გრი­პის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის წვენს იწ­ვე­თე­ბენ ცხვი­რის ნეს­ტო­ში, დღე­ში ორ­ჯერ.

ფრთი­სებ­რი კა­ლან­ხოა მი­ეკ­უთ­ვნე­ბა ცოც­ხალ­მშობ მცე­ნა­რე­თა ჯგუფს. ფოთ­ლე­ბი­დან, რომ­ლის კი­დე­ე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია ნი­ად­აგ­ში, წარ­მო­იშ­ო­ბა საზრ­დე­ლი კვირ­ტე­ბი, სა­იდ­ან­აც სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ჩი­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვარ­გი­სია და­სარ­გა­ვად. ყვა­ვი­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ზამ­თარ­ში, იშ­ვი­ათ­ად და არ­არ­ეგ­ულ­არ­ულ­ად. ამ­იტ­ომ თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბა არ არ­ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ჩი­თი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მით უმ­ეტ­ეს, რომ იგი ძალ­ზე ად­ვი­ლად მრავლ­დე­ბა ვე­გე­ტა­ცი­ურ­ად. კა­ლან­ხო­ას სწრა­ფი ზრდა მიმ­დი­ნა­რე­ობს წლის ყვე­ლა­ზე ცხელ თვე­ებ­ში _ ივ­ლი­სი-სექ­ტემ­ბე­რი.

კა­ლან­ხოა კარ­გად იზრ­დე­ბა მსუ­ბუქი მე­ქა­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით მდი­დარ, ნე­იტ­რა­ლურ ან სუს­ტი მჟა­ვე რე­აქ­ცი­ის მქო­ნე ნი­ად­აგ­ებ­ზე. ნი­ად­ა­გი უნ­და და­ამ­უშ­ა­ონ 22-25 სმ სიღრ­მე­ზე, თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, 1-2 კვი­რით ად­რე, ჩი­თი­ლე­ბის დარ­გვამ­დე. ნაკ­ვე­თის გა­დახ­ვნა 12-15 სმ სიღრ­მე­ზე ტარ­დე­ბა შე­მოდ­გო­მით 2-3 ჯერ, და­ფარ­ცხვით. შემ­დგომ კეთ­დე­ბა კვლე­ბი ნერ­გე­ბი­სათ­­ვის. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა 40-60 ტ, ფოს­ფო­რი 160 კგ, კა­ლი­უ­მი 120 კგ ჰა-ზე.

აზ­ო­ტი შე­იტ­ან­ე­ბა 2-3 ჯერ გა­მოკ­ვე­ბის მიზ­ნით, მას შემ­დეგ, რო­დე­საც მცე­ნა­რე­ე­ბი გა­იხ­არ­ებ­ენ. აზ­ო­ტი უნ­და შე­იტ­ან­ონ 150 კგ ჰა-ზე.

ჩი­თი­ლის დარ­გვა ღია გრუნ­ტში ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კებ­ში შე­იძ­ლე­ბა მა­ის­ის პირ­ვე­ლი რიც­ხვე­ბი­დან. მცე­ნა­რეს უნ­და ჰქონ­დეს 4-6 გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფო­თო­ლი და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფესვ­თა სის­ტე­მა. დარ­გვა ხდე­ბა 70×40 სმ კვე­ბის არ­ით.

სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ში, რიგ­თა­შო­რი­სე­ბის მოვ­ლა გუ­ლის­ხმობს სა­რე­ვე­ლე­ბი­სა­გან გა­სუფ­თა­ვე­ბას, ნი­ად­აგ­ის გაფ­ხვი­ერ­ებ­ას და აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბით 3-ჯერ გა­მოკ­ვე­ბას. მშ­რა­­ლი ამ­ინ­დის დროს მორ­წყვა უნ­და ჩა­ტარ­დეს 5-6 დღის შემ­დეგ. აზ­ოტ­ით პირ­ვე­ლი გა­მოკ­ვე­ბა ტარ­დე­ბა მცე­ნა­რე­თა გა­ხა­რე­ბის შემ­დეგ ივ­ნი­სის და­საწ­ყის­ში, მე­ო­რე ივ­ლი­სის შუა რიც­ხვებ­ში, მე­სა­მე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ან სექ­ტემ­ბრის და­საწ­ყის­ში.

კა­ლან­ხო­ას მო­სა­ვალს იღ­ებ­ენ ორ­ჯერ. მო­სავ­ლის სა­ხით აიღ­ე­ბა ახ­ა­ლი შე­ფოთ­ლი­ლი ახ­ალ­გაზრ­და ყლორ­ტე­ბი და ფოთ­ლე­ბი. მწვა­ნე მა­სას ბა­ღის მაკ­რატ­ლით ჭრი­ან, აწ­ყო­ბენ და­ბალ ყუ­თებ­ში არა უმ­ეტ­ეს 15-20 კგ-ს და და­უყ­ოვ­ნებ­ლივ აგ­ზავ­ნი­ან გა­და­მ­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში. ჩვენს პი­რო­ბებ­ში კა­ლან­ხო­ას სამ­კურ­ნა­ლო ნედ­ლე­ულ­ის მე­ო­რე მო­სავ­ლის აღ­ე­ბა წარ­მო­ებს ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს. მო­სა­ვა­ლი 10-15 ტო­ნაა ჰა-ზე, ხო­ლო სათ­ბუ­რებ­ში 50-100 ტ ჰა-ზე.

კა­ლან­ხო­ას წვე­ნი მდი­და­რია პო­ლო­სა­რი­დუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბით და შე­იც­ავ­ენ მიკ­რო­ელ­ემ­ენ­ტებს (ალ­უმ­ი­ნი, რკი­ნა, მაგ­ნი­უ­მი, კალ­ცი­უ­მი, სი­ლი­ცი­უ­მი, მარ­გა­ნე­ცი, სპი­ლენ­ძი). მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­იც­ავს: ფლა­ვო­ნო­იდ­ებს, კა­ტე­ხი­ნებს, მთრიმ­ლავ ნივ­თი­ერ­ებ­ებს, ორ­გა­ნულ მჟა­ვებ­სა და ფერ­მენ­ტებს.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი