დარგებიმემცენარეობა

კა­ტა­ბა­ლა­ხა (Valeriana officinalis)

კა­ტა­ბა­ლა­ხა მი­ეკ­უთ­ვნე­ბა კა­ტა­ბა­ლა­ხი­სებრ­თა ოჯ­ახს. ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, მოკ­ლე ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფე­სვუ­რით და მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ფეს­ვე­ბით. ღე­რო 2 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის იზრ­დე­ბა, და­ღა­რუ­ლია, შიგ­ნით კი ღრუა.

ფოთ­ლე­ბი ღე­რო­ზე მო­რი­გე­ობ­ით არ­ის გან­ლა­გე­ბუ­ლი, ღე­როს ქვე­და ნა­წილ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი გრძელ­ყუნ­წი­ან­ია. ყვა­ვი­ლე­ბი თეთ­რი ან მო­ვარ­დის­ფე­რო, წვრი­ლი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი, შეკ­რე­ბი­ლია და­ტოტ­ვილ ფა­რი­სებრ ყვა­ვი­ლე­დე­ბად. ნა­ყო­ფი წვრი­ლი, მოგრ­ძო თეს­ლე­ბია. ყვა­ვი­ლობს ივ­ნის-აგ­ვის­ტოში, ნა­ყო­ფი მწიფ­დე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში.

სამ­კურ­ნა­ლო კა­ტა­ბა­ლა­ხას გამ­შრალ ფეს­ვებ­სა და ფე­სუ­რებს მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს. შე­იც­ავს ეთ­ერ­ზე­თებს, ვა­ლე­რი­ან­ის მჟა­ვას, ვა­ლე­რი­ან­ის ალ­კა­ლო­იდს, შაქ­რებს, გლუ­კო­ზიდ ვა­ლე­რი­ანს, მთრიმ­ლავ ნივ­თი­ერ­ებ­ებს და სხვა. გარ­და ამ­ი­სა, ფუ­რი­სუ­ლე­ბი შე­იც­ავ­ენ იზ­ოვ­ალ­ე­რი­ან­ის მჟა­ვას _ 0,5-1,4%, და სხვა მრა­ვალ ნივ­თი­ერ­ებ­ას, რომ­ლე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მის ფას­და­უდ­ებ­ელ სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბას და აუც­ილ­ებ­ელ­ია ად­ამ­ი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის.

გა­მო­იყ­ენ­ე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში: მო­მა­ტე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი აღ­გზნე­­ბა­დო­ბის, უძ­ილ­ობ­ის, ეპ­ილ­ეფ­სი­ის, კლი­მაქ­სის, კო­ლი­ტის, სტე­ნო­კარ­დი­ის, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ავ­ად­ებ­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლოდ. ამ მცე­ნა­რის ნედ­ლე­ულ­ის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა შემ­დე­გია: ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში შე­კა­ვე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გა­მაძ­ლი­ერ­ებ­ე­ლი, გლუ­ვი კუნ­თე­ბის ან­ტის­პაზ­მუ­რი, ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი, ნაღ­ველ­მდე­ნი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ჯირ­კვლო­ვა­ნი აპ­არ­ატ­ის, სეკ­რე­ცი­ის გა­მაძ­ლი­რე­ბე­ლი, ან­ტი­ეპ­ილ­ეფ­სი­უ­რი და სხვა.

სამ­კურ­ნა­ლო კა­ტა­ბა­ლა­ხას ფეს­ვე­ბი და ფე­სუ­რე­ბი გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ნა­ყე­ნე­ბის, ექს­ტრა­ტე­ბის, ნა­ხარ­შე­ბის, ფხვნი­ლე­ბის სა­ხით. ას­ე­ვე ის შე­დის პრე­პა­რატ კორ­ვა­ლო­რის, ვა­ლი­­დო­ლის და ვა­ლო­კორ­მი­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

კა­ტა­ბა­ლა­ხა მრავლ­დე­ბა თეს­ლით და ჩი­თი­ლე­ბით. თეს­ვის სა­უკ­ეთ­ე­სო ვა­დაა სექ­ტემ­ბრის და­საწ­ყი­სი, ხო­ლო ჩი­თი­ლე­ბის გა­დარ­გვი­სა-სექ­ტემ­ბრის ბო­ლო. ის­ი­ნი ვე­გე­ტა­ცი­ას იწ­ყე­ბენ ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე და წარ­მოქ­მნი­ან თესლს. მცე­ნა­რე ხა­სი­ათ­დე­ბა სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ით, რო­გორც მკვ­­ლე­ვა­რე­ბი მი­უთ­ით­ებ­ენ, ჩვენს პი­რო­ბებ­ში, აღ­მო­ცე­ნე­ბი­დან თეს­ლის მომ­წი­ფე­ბამ­დე სჭირ­დე­ბა 460 დღე. ის -200-მდე ყინ­ვას იტ­ანს.

კა­ტა­ბა­ლა­ხა კარ­გად ვი­თარ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი მე­ქა­ნი­კუ­რი ტი­­პის ნი­ად­აგ­ებ­ზე, მომ­თხოვ­ნია ნი­ად­აგ­ის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ის­ად­მი. უკ­ეთ­ეს­ად ხა­რობს ნე­იტ­რა­ლურ ან ტუ­ტე არ­ის რე­აქ­ცი­ის მქო­ნე ნი­ად­აგ­ებ­ზე. კვე­ბის არე 45X25 ან 70X25 სმ-თან სა­სურ­ველ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

კა­ტა­ბა­ლა­ხა მომ­თხოვ­ნია სა­სუ­ქე­ბი­სად­მი: ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქი 20-40 ტ/ჰა, ფოს­ფო­რი­ა­ნი სა­სუ­ქი 45 კგ/ჰა-ზე, ხო­ლო კა­ლი­უმ­ი­ა­ნი 60-90 კგ/ჰა-ზე. კარ­გი მო­სავ­ლის პი­რო­ბებ­ში 1 ჰა-ზე შე­იძ­ლე­ბა 40-50 კგ თეს­ლის მი­ღე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ნაკ­ვე­თის ქა­რე­ბის­გან დაც­ვას.

რო­გორც, ზე­მოთ ავ­ღნიშ­ნეთ, მო­სავ­ლის სა­ხით აიღ­ე­ბა ფეს­­­­ვე­ბი და ფე­სუ­რე­ბი. მო­სავ­ლის აღ­ე­ბა სა­სურ­ვე­ლია ოქ­ტომ­ბრის შუა რიც­ხვებ­ში.

ნი­ად­აგ­იდ­ან ფეს­ვე­ბი­სა და ფე­სვუ­რე­ბის ამ­ოღ­ებ­ის შემ­დეგ ხდე­ბა მა­თი გა­რეც­ხვა ფრთხი­ლად, რა­თა არ მოხ­დეს ფარ­­მა­კო­ლო­გი­ურ­ად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ერ­ებ­ა­თა გა­მო­რეც­ხვა. გა­­რეც­ხი­ლი და და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი მა­სა­ლა შრე­ბა ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში ან 400C-ზე. დრო­ულ­ად აღ­ებ­უ­ლი, სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო კა­ტა­ბა­ლა­ხას ნედ­ლე­უ­ლი მუდ­მი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რის (16-180C) და გა­რე­მოს ფარ­დო­ბი­თი ტე­ნი­ან­ობ­ის (65-752%) პი­რო­ბებ­ში 3 წე­ლი ინ­არ­ჩუ­ნებს სა­სა­ქონ­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბას.