აქვს თუ არა ცუდ ამინდებს მნიშვნელობა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოებაში? ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ ამერიკელი ფერმერები ბოლო წლებში კლიმატური პირობების გაუარესების და ამინდის ჭირვეულობის მიუხედავად რეკორდულ მოსავალს იღებენ. 

იმის მიუხედავდ, რომ ამერიკელ ფერმერებს ცუდმა კლიმატურმა პირობებმა სიმინდის და სოია თესვა დაუგვიანათ და ნაადრევად დაზამთრებამ მოსავლის აღება დააჩქარებინა, მათ საოცრად უხვი რაოდენობის მარცვლეული მოიწიეს, რასაც ისინი გენმოდიფიცირებული თესლს, ზუსტ მიწათმოქმედებას, სასუქებს და პესტიციდებს უნდა უმადლოდნენ.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წლევანდელ 10 იანვრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორივე კულტურამ ნავარაუდევ შედეგს გადააჭარბა და ანალიტიკოსების მოლოდინს მნიშვნელოვნად ასცდა, რომლებიც მოსავლიანობის კლებას ვარაუდობდნენ.

სიმინდის 2019-2020 წ. მოსავლიანობა აკრიზე ბუშელებშია მოცემული და შედარებულია გასული წლის მონაცემებთან. 

ეს ასკვნის შემდეგს, რომ გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს, როცა ამერიკაში სიმინდის ნათესების 92% გენმოდიფიცირებულია ყანებს შეუძლია შეეგუოს და გაუძლოს ექსტრემალურ პირობებს, ისეთს, მაგალითად, ისეთ როგორიც 2019 წელს ამერიკაში ხანგრძლივი წვიმების სახით დაფიქსირდა. გენმოდიფიცირებული სიმინდის ნათესს 2000 წელს ამერიკაში სიმინდის მთლიანი ნათესი ფართობის _ 25%, ხოლო 2009 წლს _ 85% ეკავა. 

гмо кукуруза

ამის გარდა ამერიკელი ფერმები იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, მაგალითად შემასხურებლებს, რომელსაც შეუძლია თვითონ განსაზღვრონ რომელ მცენარეს სჭირდება დამატებით ჰერბიციდი ან სხვა საშუალება, უპილოტო საფრენი საშუალებებით ჰაერიდან წარმოებს ყანის შესწავლა-შეფასება, და სწრაფი სათესები თესვის ვადების შესამცირებლად. 

თუ შევადარებთ გასულ 1993-94 წლების სეზონს, როცა ანალოგიური ნალექი მოვიდა, მაშინ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა შედეგები, რაც 20-ზე მეტი ბუშელით ნაკლები იყო ივლისის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით.

წყარო: www.bloomberg.com.