ბლის წარმოების აგროტექნოლოგია
ბალი ვარდისებრთა ოჯახის Cerasus-ის გვარს და Cerasus avium-ის სახეობას ეკუთვნის. ამ სახეობიდან წარმოიშვა ბლის ყველა ჯიში. ტყეებში მოზარდი ბალი დიდი ზომის ხეა – სიმაღლით 25-30 მეტრამდე. ახასიათებს კარგად განვითარებული ვარჯი. ბლის ძლიერი ზრდა აიხსნება ძლიერი ფესვთა სისტემით, ხის კენწრული ზრდის თვისებით, ამონაყრების არარსებობით და ხანგრძლივი სიცოცხლით.
ბალი სინათლის მოყვარული მცენარეა, ტყის პირობებში ვხვდებით უფრო ღია ადგილებში. აქვს თხელი ვარჯი.
მცენარე ადრე იწყებს მსხმოიარობას და ხელსაყრელ პირობებში მას არ ახასიათებს მეწლეობა. 8-10 წლის ხეების საშუალო მოსავლიანობა 20-30 კგ-მდეა. აქვს კურკიანი ნაყოფი — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი). ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები.
დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან
ბალი კარგად ხარობს წაყალგამტარ ნიადაგებზე, თუკი ის გამოსადეგია ხეხილოვანი კულტურების წარმოებისათვის. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარგი განათება. კულტურის ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებზე. მოსვენების პერიოდში იგი უძლებს ტემპერატურის -25°С-მდე დაცემას.
ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური არე (ph) ბლისათვის 6,0-7,0-ის ფარგლებშია, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-30°C, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65% -ის ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-დან 80%-მდე.
ბლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა
ბლის ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად.
ბლის გავრცელებული ჯიშები
ქართული ბალი
ნაყოფის აღწერა – ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმის. იგი საშუალოდ 4-4.5 გრამს იწონის. ნაყოფის კანი თხელია, ბაცი-მოვარდისფრო. რბილობი ნაზი აქვს, წვნიანი.
მსხმოიარობაში შესვლა – მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მეოთხე წელს. სრულმსხმოიარე ხიდან საშუალოდ იკრიფება 85-100კგ. ნაყოფი.
სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – საშუალო პერიოდის სიმწიფის, ქართლში მწიფდება 12- 15 ივნისს.
დამატებითი ინფორმაცია – კარგი სასუფრე ჯიშია. გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით და გემური თვისებებით.
ქართული შავი ბალი
ნაყოფის აღწერა – ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის. ფორმით მომრგვალოა. აქვს წვრილი და გრძელი ყუნწი. კანი თხელია მოშავო-მოწითალო ფერის. რბილობი მოშავო ფერისაა, რბილი, მუქწითლად შეფერილი წვენით. ხასიათდება ტკბილი გემოთი. კურკა მრგვალია.
მსხმოიარობაში შესვლა – ხე ძლიერი ზრდისაა, კარგი მსხმოიარე, გარემო პირობებს კარგად ეგუება, იძლევა ამონაყრებს, ყინვაგამძლეობა დამაკმაყოფილებელია. ყვავილობს 19-30 აპრილის ფარგლებში.
სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – ნაყოფი მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში.
დამატებითი ინფორმაცია – გამძლეა სიდამპლის მიმართ. ტრანსპორტირების ამტანობა დამაკმაყოფილებელია.
კახა-ბალი
ნაყოფის აღწერა – ნაყოფი წვრილია და საშუალო ზომის. იგი ძირითადად ღია-მოყვითალო ფერისაა, ვარდისფერ-მოწითალო შეფერვით. კანი თხელია, რბილობი წვნიანი, ნაზი, ნახევრად გამჭირვალე. კურკა ოვალური ფორმისაა.
მსხმოიარობაში შესვლა – ადრეულად ყვავილობს, რის გამოც წაყინვების შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს. სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – ნაყოფი მწიფდება ივნისის დასაწყისში.
დამატებითი ინფორმაცია – გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით, კარგი ზრდისაა. დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ კარგი გამძლეობით ხასიათდება.
წითელი მსხვილნაყოფა
ნაყოფის აღწერა – ნაყოფი მსხვილია, ოვალური ფორმის, ყუნწი საშუალო სიგრძისაა, კანი პრიალა, თხელი, მაგრამ საკმაოდ მაგარი. კანი წითელია, რბილობი მოვარდისფერო-მოყვითალო და წვნიანი.
მსხმოიარობაში შესვლა – მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-5-6 წელს, 8-11 წლიანი ხე 30-35კგ მოსავალს იძლევა. ყვავილობა ადრეულია.
სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – ნაყოფი მწიფდება ივლისის პირველ დეკადაში.
დამატებითი ინფორმაცია – ყინვებისადმი გამძლეა, დასავლეთ-ევროპული ჯიშია.
კორდია
აქვს წითელი მსხვილი ზომის და გულისებრი ფორმის ნაყოფები. მწიფდება ივნისის მეორე ნახევარში.
ადგილი თესლბრუნვაში
ბლის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (ph). ბლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული და განათებული ადგილი, ან მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია
იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.
ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.
ბლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე პH 6,0-დან 7,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ ბლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ბლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე ph-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის
გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
ნიადაგის დამუშავება ბლის ბაღში. ბლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.
თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი
ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.
ბლის ბაღის გასაშებელი ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.
იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული
კულტივატორით.
თუ ბლის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ბალი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ბლის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების
გავრცელების რისკები.
ბლის ბაღის გაშენება
დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ.
სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე.
ნერგი
ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.
დარგვის სქემები:
♦ ძლიერ საძირეებზე (ბალღოჯი) დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 5-6 მეტრი, მცენარეებს შორის – 3-5 მეტრი.
♦ საშუალო ზრდის საძირეებზე (კოლტი, გიზელა 6) —რიგთაშორის 5 მეტრი, მცენარეებს შორის – 2,5-3 მეტრი.
♦ ნაგალა საძირეებზე (გიზელა 6) – რიგთაშორის 4 მეტრი და მცენარეებს შორის 1,25 მეტრი (ამ საძირეებისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა) დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე, ან ადრე გაზაფხული.
დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას
სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.
გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის
შეტანა ერთ ჰექტარზე.
ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება.
გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება ნიადაგის განოყიერება ბლის ბაღში. ბლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი
დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.
ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
ადგილი თესლბრუნვაში
ბლის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (ph). ბლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული და განათებული ადგილი, ან მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება. ასევე მნიშვნელოვანია
იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.
ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.
ბლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე ph 6,0-დან 7,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ ბლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ბლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის
მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე ph-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი ph რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის
გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
ნიადაგის დამუშავება ბლის ბაღში. ბლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.
თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი
ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა.
იდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.
ბლის ბაღის გასაშებელი ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.
იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.
თუ ბლის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ბალი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ბლის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების
გავრცელების რისკები.
ბლის ბაღის გაშენება
დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე.
ნერგი
ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.
დარგვის სქემები:
♦ ძლიერ საძირეებზე (ბალღოჯი) დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 5-6 მეტრი, მცენარეებს შორის – 3-5 მეტრი.
♦ საშუალო ზრდის საძირეებზე (კოლტი, გიზელა 6) — რიგთაშორის 5 მეტრი, მცენარეებს შორის – 2,5-3 მეტრი.
♦ ნაგალა საძირეებზე (გიზელა 6) – რიგთაშორის 4 მეტრი და მცენარეებს შორის 1,25 მეტრი (ამ საძირეებისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა).
დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე, ან ადრე
გაზაფხული.
დარგვის წესი
დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.
ნიადაგის განოყიერება დარგვისას სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის
მიწით დაფარვა.
ამას გარდა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის
შეტანა ერთ ჰექტარზე.
ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება.
გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება ნიადაგის განოყიერება ბლის ბაღში. ბლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი
დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.
ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
♦ აზოტი N-2,5-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ ფოსფორი P-0,17-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ კალიუმი K-1,5-1,7%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ მაგნიუმი Mგ-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ კალციუმი ჩა-1,3 – 1,9 %/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ბლის ბაღში შეტანილი იქნას 100-120 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
♦ აზოტი N – ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე
შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
♦ ფოსფორი P – ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი
შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
♦ კალიუმი K – იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.
♦ ორგანული სასუქები: შეიტანება 3-4 წელიწადში ერთხელ, 20-30 ტონა ერთ ჰა-ზე. შეტანა ხდება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით
♦ აზოტი N-2,5-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ ფოსფორი P-0,17-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ კალიუმი K-1,5-1,7%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ მაგნიუმი Mგ-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე;
♦ კალციუმი ჩა-1,3 – 1,9 %/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ბლის ბაღში შეტანილი იქნას 100-120 კგ. აზოტი; 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:
♦ აზოტი N – ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ;
♦ ფოსფორი P – ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში;

USAID/REAP