დარგებიმეცხოველეობა

მარკო პოლო _ საქართველოში მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის ქსოვა ძლიერ იყო განვითარებული

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგს დიდი ისტორია აქვს და ჩვენს ქვეყანაში მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. სხვადასხვა წყაროების თანახმად, თბილისის დამაარსებელმა ინდოეთიდან ნადავლი – გრენა ჩამოიტანა და ამით საქართველოში აბრეშუმის კულტურის დარგის განვითარებას ხელი შეუწყო.

ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ მე-12 საუკუნეში საქართველოში მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის ქსოვა ძლიერ იყო განვითარებული, ქართველები ოქროს ძაფებით ულამაზეს აბრეშუმის ქსოვილების ქმნიდნენ.

1928 წელს ფრანგმა ვაჭარმა კასტელამ საქართველოში პირველი აბრეშუმსახვევი ფაბრიკა დაარსა. ფაბრიკის ნაწარმი თვეში 4-5 ფუთას შეადგენდა.

საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უძველესი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა.

1895 წელს ხონში პირველი ძაფსახვევი ფაბრიკა ამოქმედდა. რამდენიმე წელიწადში ხონი აბრეშუმის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრად იქცა. ხონში ნაწარმოები აბრეშუმი ექსპრტზე ევროპის ქვეყნებში გადიოდა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად 4,0-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ, მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 200-დან 300 ათასამდე ადამიანი.

ჩვენი აბრეშუმი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. 1988 წელს, მადრიდში ქართული აბრეშუმის ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა, ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო – „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა.

 2018 წელს ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია და მის აღორძინება ჩვენთვის პრიორიტეტულია!

მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების მიზნით, 2015 წლიდან თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდს დაცვა-გაძლიერების ღონისძიებებს აქტიურად ვახორციელებთ!

პერიოდულად, ახმეტის რაიონიში, სადაც წარსულში მეაბრეშუმეობა განსაკუთრებით განვითარებული იყო, ადგილობრივ მოსახლეობას გრენასა და აბრეშუმის ჭიას საჩუქრად ვურიგებთ.

 მეაბრეშუმეობის სადგურში თანამდროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, მე-19 საუკუნის. ხალხური სელექციით გამოყვანილ უნიკალურ თუთის აბრეშუმხვევიას ვიცავთ!