აგროსიახლეები

„ბოლო 3 წლის შედეგები არის თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები წარმატებულია”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ტექნოლოგიების განვითარებას, ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდას.  

„2012 წლიდან 2019 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 1.6 მილიარდი ლარით (43%) გაიზარდა და 2019 წელს, 5.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წლის, პირველი 3 კვარტლის მონაცემები, რაც გამოქვეყნდა საქსტატის მიერ, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლიური მაჩვენებელი 6 მილიარდ ლარს გადასცდება, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება. 2020 წელსაც, პანდემიის მიუხედავად, გვაქვს 13%-იანი ზრდა.

გაზრდილია სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში შექმნილი დამატებითი ღირებულება. 2020 წელს, 14%-იანი ზრდის პროგნოზი გვაქვს. 2019 წლის მონაცემებით, 3,2 მილიარდ ლარს გასცდა დამატებითი ღირებულება ამ სფეროში და ვფიქრობ, 2020 წლის მონაცემებიც შთამბეჭდავი იქნება.

მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვაქვს აგროსასურსათო სექტორში. გვქონდა სავაჭრო დეფიციტი – 800 მლნ აშშ დოლარამდე. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ეს არის ისტორიული მინიმუმი და ეს 251 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის წლიური მაჩვენებლის მესამედია. ჩვენი პირობა, რომ გვექნება დადებით სავაჭრო ბალანსი აუცილებლად შესრულდება შემდეგ 4 წლის განმავლობაში.

ეს ყველაფერი არის შედეგი იმ სტრატეგიის და თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც მოიცავს ბევრ მასშტაბურ, კომპლექსურ და წარმატებულ ღონისძიებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წამოადგინა.

როგორც ბატონმა ლევანმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

„სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირებისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; ვიწყებთ EMPARD-ის მეოთხე ფაზას. შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის განვითარების კუთხით. ასევე, ქალ ფერმერთა და მეწარმეთა განვითარების ხელშეწყობისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობისათვის გაგრძელდება ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ამასთანავე, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; ვიმუშავებთ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიზნით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; არასეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწება სათბურების თანადაფინანსების ღონისძიებები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის საჭიროების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლების და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმების და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტური სისტემების სრულყოფა მოხდება. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

„სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირებისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; ვიწყებთ EMPARD-ის მეოთხე ფაზას. შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის განვითარების კუთხით. ასევე, ქალ ფერმერთა და მეწარმეთა განვითარების ხელშეწყობისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობისათვის გაგრძელდება ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ამასთანავე, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; ვიმუშავებთ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიზნით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; არასეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწება სათბურების თანადაფინანსების ღონისძიებები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის საჭიროების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლების და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმების და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტური სისტემების სრულყოფა მოხდება. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

 „2020 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ  ის  ძირითადი პროგრამები, რომლებიც  იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს  ზრდა სოფლის მეურნეობაში”

„სამინისტრომ შეიმუშავა 2021-2027 წლების სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან, ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს სოფლად არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების, არამედ ეკონომიკის სხვა მიმართულებების განვითარებას. აქცენტი იქნება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე და ეკოსისტების შენარჩუნებაზე”.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია არსებული სტრატეგიების გამოცდილების და შედეგების, განხორციელებული რეფორმების და ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა, აღნინა ბოლოს ლევან დავითაშვილმა.