აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

ლეღვი (Ficus carica)

ლეღვი – თუთისებრთა ოჯახის, ფიკუსის გვარის-სუბ­ტრო­პიკული მცენარეა. მეჩ­ხე­რად დატოტვილი, 3-12 მეტრი სიმაღლის ხეა. საშუალოდ ცოცხ­ლობს 150-200 წელს.

ლეღვი შეიცავს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კა­ლიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გო­გირდს. ჯიშისა და სიმწიფის მიხედვით: 12-23% შაქარს, 0,5-4,2% პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4%. მდიდარია C, B1, B2 ვიტა­მინებით.

მკვლევართა უმრავლესობა ლეღვის წარმოშობის კერად სამხრეთ-დასავლეთ აზიას მიიჩ­­­ნევს. აქედან ლეღვი გავრ­ცელდა ხმელთაშუა ზღვის მთელ აღმო­სავლეთ სანაპიროზე, შემ­დეგ ეგვიპტეში და ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში.

ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია: მცირე აზიაში, ირან­სა და ჩრდილოეთ – დასავლეთ ინდოეთ­ში, ხმელ­თა­შუა­ზღ­ვის­პირეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყ­ნებში, სამ­რე­წველო მნიშვნელობით განსაკუთრებით მრავლადაა თურ­ქეთში და აშშ-ში.

საქართველოში კულტურული ლეღვი გავრცელებას უძვე­ლე­სი დროიდან იწყებს, ამიტომ მის მოშენებას დიდ ყუ­რად­ღებას უთმობენ და ის სამართლიანად მრავალი კულ­ტუ­რუ­ლი ჯიშისა და ფორმის სამშობლოდაც ითვლება.

ლეღვის გარეული ფორმები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აჭარაში მრავლადაა. საქართველოში გვხვ­დე­ბა ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღ­ვი ფართოდაა წარმოდგენილი როგორც დასავლეთ (აფ­ხა­­ზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა), ისე აღმო­სავ­ლეთ საქართველოში (კახეთი, ქვემო ქართლი).

ლეღვს გააჩნია კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნა­ხევ­რად ოვ­ალ­უ­რი ფორ­­მის ვარ­ჯი. ერ­თწლი­ა­ნი ღე­რო მო­ნაც­რის­ფრო ქერ­­ქი­თაა და­ფა­რუ­­ლი, რძი­ა­ნი. რო­მელ­ზე­ც მორიგეობითაა გან­ლა­გებუ­ლი 3-4-7 ნაკვ­თი­ა­ნი მარტივი ფო­თო­ლი, რომლის იღ­ლი­ა­ში ვი­თარ­დე­ბა 2, იშ­ვი­თად 3 კვირ­ტი. მათ შო­რის ერ­­თი (კო­ნუ­სის ფორ­მის) ვე­გე­ტა­ცი­ურ­ია, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი, უფ­რო დი­დი, საყ­ვა­ვი­ლე. ლეღვის ხის ყვავილედსა და ნაყო­ფედს ფი­გა (ლეღვი) ეწოდება. ყვავილედში შეიძლება იყოს ნაყოფიერი და უნა­ყო­ფო მდედრობითი ყვავილები. უნა­ყოფო მდედრობითი ყვა­ვი­ლე­ბი მოკლესვეტიანია, სუს­ტად გან­ვითა­რებული; მათზე კვერცხებს დებს მწერი ბლას­ტო­ფაგა, რომლის დახმარებითაც ხდება მტვერის გადატანა მამ­რო­ბითი ყვავილებიდან ნაყო­ფიერ მდედრობით ყვავი­ლებ­ზე. მოკლესვეტიან მდედრობით ყვა­ვილებს, რომლებ­ზედაც ბლასტოფაგა კვერცხს დებს, გალებს უწოდებენ, ხო­ლო ყვავიოლედს – გალებიან ყვავი­ლედს. ნაყოფიერი მდედ­რო­ბითი ყვავილი გრძელსვეტიანია და განაყოფიერების შემ­დეგ იძლევა სიცოცხლისუნარიან ნაყოფს. გალებიანი და მამრობითი ყვავილების მქონე ვე­ლური ლეღვის ხეს კაპ­რი­ფი­გას უწოდებენ. ლეღვის ყვავილთა დამტვერვას ბლა­ტო­ფაგის მიერ ნაყოფიერ მდედრობით ყვა­ვი­ლებზე გადა­ტანი­ლი მტვერით კაპრიფიკაცია ეწოდება.

ლეღ­ვის ნა­ყო­ფი ნაკ­ლებ ტრან­სპორ­ტა­ბე­ლუ­რია, რომლი­ს­­გა­ნაც ამ­ზა­დე­ბენ ძვირ­ფას პრო­დუქ­ტებს: მუ­რა­ბას, კომ­პო­ტებს, ჯემს, თა­თა­რას, საკ­მაზს და სხვ. მისგან მიიღება სა­უკ­ე­­თ­ე­სო ხა­რის­ხის ჩი­რი, რომლის კალორიულობა მაღალია და 50-70 პროცენტ შაქარს შეიცავს. აგ­რეთ­ვე მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ყა­ვის სუ­რო­გა­ტი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ის­ე­თი ჩი­რი­სა­­გან, რო­მე­ლიც დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით შე­იც­ავს თესლს, რაც ყა­­ვის მზა პრო­დუქ­ცი­ას კარგ არ­ომ­ატ­სა და ექს­ტრაქ­ტი­ან­ობ­ას მა­ტებს.

ლეღ­ვის ჯი­შე­ბი მრა­ვა­ლია, მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში 40-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შია აღ­წე­რი­ლი. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჯი­შე­ბის შერ­ჩე­ვას, რად­გან ზო­გი­ერ­თი ჯი­ში წვი­ამ­ი­ან ამ­ინ­დში არ გა­ნიც­დის დიდ ცვლი­ლე­ბას და ხა­რის­ხი­ან ნა­ყოფს იძ­ლე­ვა. ამ­ა­ვე დროს არ­ის ჯი­შე­ბი, რო­მელ­თა ნა­ყო­ფე­ბი არ ფუჭ­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბი­ან ხე­ებ­ზე ჭკ­ნო­ბით. ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში, ას­ეთ­მი ჯი­შებ­ი ჩვენი პირო­ბე­ბისათვის პერსპექტიულია.

ლეღ­ვის სხვა­დას­ხვა ჯი­შე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გა­ნირ­ჩე­ვა ნა­ყო­­ფის ფორ­მით, ზო­მით, მომ­წი­ფე­ბის დრო­ით, კა­ნის სის­­ქით და სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლით. ბუ­ნე­ბით, ლეღ­ვი უფ­რო მშ­რა­­­ლი კლი­მა­ტის მცე­ნა­რეა, ამ­იტ­ომ მას აქვს მთე­ლი რი­გი ის­ე­­თი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სიმ­შ­­რა­ლის ატ­ან­ის უნ­არს. ლეღ­ვი უფ­რო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან და შაქ­რე­ბით მდი­დარ ნა­ყოფს იძ­ლე­ვა მშრა­ლი სუბ­ტრო­­­პი­­კუ­ლი კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში, ხო­ლო ტე­ნი­ან სუბ­ტრო­­პი­კებ­ში ნა­ყო­ფის ხა­რის­ხი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ად­რე მოკ­რე­ფი­ლი ნა­ყო­ფი უგ­ემ­ურ­ია. და­უშ­­ვე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი ნა­ყო­ფის კრე­ფაც. ნა­ყო­ფი იკ­რი­ფე­ბა მა­თი მომ­წი­ფე­ბის მი­ხედ­ვით მშრალ ამ­ინ­დში. კრე­ფა წარ­მო­ებს ხე­ლით. მოკ­რე­ფილი ნა­ყო­ფი იწ­ყო­ბა პა­ტა­რა კა­ლა­თებ­ში ან ყუ­თებ­ში 2-3 ფე­ნად. მოკ­რე­ფი­ლი ნა­ყო­­ფი სწრა­ფად უნ­და იქ­ნეს რე­ალ­იზ­ებ­უ­ლი. მა­თი შე­ნახ­ვა ხდე­ბა საწ­ყო­ბებ­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა 1-20 არ აღ­ემ­ატ­ე­ბა. გა­საშ­­რო­ბი ნა­ყო­ფი იკ­რი­ფე­ბა დაგ­ვი­ან­ებ­ით, მა­თი შეჭ­კნო­ბის შემ­დეგ. ლეღ­ვის საუკეთესო საწარმოო ჯიშებია:

ადრიატიკის ლეღვი – ხე დიდი ზომისაა, უხვმოსავ­ლია­ნი. ჩვეულებრივ ნაყოფები საშუალო ზომისაა, სხვადასხვა ფორმის, მაგრამ ხშირად სფეროსებრი, წვეროში მობრტყო ზედაპირით, ღია წითელი ფერის რბილეულით. ნაყოფი (თეს­ლი) მრავალია, პართენოკარპული. მეორე მოსავლის ნაყო­ფე­დი დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, ჟოლოსფერი ელფერით, მუქი წითელი რბილეულით, საკმაოდ გემრიელი. გამოი­ყე­ნე­ბა გასაშრობად, მაგრამ ხშირად გამხმარი პრო­დუქტი მაღალი ღირსე­ბის არ არის.

კადოტა კარგად იტანს მჟავე ნიადაგებს. პირველი მოსავ­ლის ნაყოფები დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, მსხლისებრი ფორმის; საუცხოო გემოსი, აქვს იისფერი ელ­ფერი. მეორე მო­სავლის ნაყოფედი საშუალო ზომისაა, სფეროსებური ან ოვა­ლური, მწიფე მდგომარეობაში მოყ­ვითალო-მწვანე, რბი­ლეუ­ლი ძალიან ტკბილია, ქარვისფერი. კონ­სერ­ვირების დროს კარგ პროდუქტს იძლევა. კარგია გასახ­მობად.

კალიმირა კა­ლი­მი­რა სა­შუ­ა­ლო სი­დი­დის ხეა, ხა­სით­დე­­­ბა მახ­ვი­ლი კუთ­ხით, მო­ზარ­დი ტო­ტე­ბით, ძლი­ე­რი კრო­­­­­­ნით. პირველი მოსავლია კაპრიფიცირებული ნაყოფე­დე­ბი უმეტეს შემთხვევაში ცვივა დამწიფებამდე, მაგრამ ზოგ­ჯერ მწიფდება საკმარისი რაოდენობით და კარგ პრო­დუქტს იძლევა. მეორე მოსავლია ნაყოფები დიდი ზომისაა, ბოლ­ქვი­სებრი ფორმის, მომწვანო ან ლიმონისფერ-ყვითელი ფერის, ქარვისებრი ან ღია წითელი რბილეულით, რომელიც კარგი გემოსია. ნაყოფები დიდი ზომისაა, კარგი ხარისხის, სიცოცხ­ლი­სუნა­რიანი (განაყოფიერებულები). შაქ­რი­ან­ო­ბა 19%. მწი­ფე ნა­ყო­ფი ხე­ზე ჭკნე­ბა, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია სახ­მო­ბად. ხმე­­ლი ნა­ყო­ფის შაქ­რი­ან­ო­ბა 53%-ია. მა­ღალ­მო­სავ­ლი­ან­ია, აქვს კარ­გი გე­მური თვისებები.

და­ლა­მა­ცისის ლეღ­ვი – სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის ხეა. მეჩ­ხე­რი, მომრ­გვა­ლო ვარ­ჯით. და­უმ­ტვერა­ვად ნა­ყოფმ­სხმო­ი­არ­ობს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ (აგ­ვის­ტო­ში და ოქ­ტომ­ბერ­ში). ნა­ყო­ფი დი­დი ზო­მი­საა, მსხლი­სე­ბუ­რი ფორ­მის, ღია მწვა­ნე ფე­რის კა­ნით. რბი­ლო­ბი მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, ტკბი­ლი, შე­იც­ავს 15-17% შაქარს. უხ­ვმო­სავ­ლი­ან­ია, სა­სი­ამ­ოვ­ნო გე­მო­თი, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა რა­ი­ონ­ის­ათ­ვის.

თათ­რუ­ლი ლეღ­ვი ახ­ას­ი­ათ­ებს სა­შუ­ა­ლო სიხ­ში­რის, მეჩ­­ხე­რი, მომრ­გვა­ლო ვარ­ჯი. გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რა­ი­ონ­ებ­ში: აჭ­არ­ა­ში, გუ­რი­ა­ში, აფ­ხა­ზეთ­ში, ნა­ყო­ფი-ყა­ვის­ფე­რი ან იის­ფე­რი კა­ნით, ოდ­ნავ და­ღა­რუ­ლი, მსხლი­სე­ბუ­რი ფორ­მით, რბი­ლო­ბი მო­წი­თა­ლო ფე­რი­საა, ტკბი­ლი, შე­იც­ავს 16-17% შა­ქარს, აქვს კარ­გი გე­მო, მწიფ­დე­ბა აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში. უხ­ვმო­სავ­ლი­ან­ია. იყ­ენ­ებ­ენ ნედლს ან გამ­ხმარს, მუ­რა­ბის ან კონ­სერ­ვის სა­ხით.

ჩაფ­ლა – სა­შუ­ა­ლო სი­დი­დის ხეა 8-12 მ სი­მაღ­ლის. გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია სა­მეგ­რე­ლოსა და აფ­ხა­ზე­თის რა­ი­ონ­ებ­ში. მუ­ქი იის­ფე­რი კა­ნით, მომრ­გვა­ლო ფორ­მით, რბი­ლი მო­წი­თა­ლო-მი­ხა­კისფე­რით, სა­სი­ამ­ოვ­ნო, ტკბი­ლი გე­მო­თი, შე­იც­ავს 12-15% შა­ქარს.

მიხაკისფერი თურქული ლეღვი – მგრძნობიარეა მჟავე ნია­დაგებისადმი. გამოირჩევა უხვი მოსავლიანობით. პირ­ვე­ლი მოსავლის ნაყოფები მეტად დიდი ზომისაა, მსხლი­სებ­რი ფორმის, მომიხაკისფრო-შავი ფერის; რბილეული ღია წითე­ლი ფერისაა. მეორე მოსავლის ნაყოფები საშუალო ან დი­­დი ზომისაა, უსწორო ზარისებრი ფორმის, ჟოლოსფერ-შავი ან მოწითალო-ჟოლოსფერი; რბილობი ღია წითელი ფე­რისაა. ნაყოფედი ცენტრალურ ნაწილში ცარიელია.

ბრუნსვიკიხასიათდება ვიწრონაკვთიანი ფოთლებით. ნაყო­ფედი დიდი ზომისაა, უსწორო მსხლისებრი ფორმის, მოწი­თალო-მიხაკისფერი; რბილეული ღია წითელია, უხეში. მეო­რე მოსავლის ნაყოფედი საშუალო ზომისაა, სფეროსებრი ფორმის, მოწითალო-მიხაკისფერი; რბილეული ტკბილია, ქარვისფერი, უთესლო, ე. ი. ნაყოფი პართენოკარპულია.

ლეღ­ვის გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაკალმებით ჰო­რი­ზონ­ტა­­ლუ­რი ან რკა­ლი­სებ­რი გა­დაწ­ვე­ნით, ფეს­ვის ამ­ონ­აყ­რე­ბით.

ყვე­ლა ამ წე­სი­დან სამ­რეწ­ვე­ლო სა­ნერ­გე­ებ­ში უპ­ირ­ატ­ეს­ო­ბა უნ­და მი­ეც­ეს ლეღ­ვის კალ­მე­ბით გამ­რავ­ლე­ბას. ამ­ი­ს­ათ­­ვის სა­ჭი­როა წი­ნას­წარ აიჭ­რას და დამ­ზად­დეს შერ­ჩეუ­ლი უხვმოსავლიანი მცენარეებიდან.

ლეღ­ვი­სათ­ვის უნ­და შეირჩეს შე­და­რე­ბით მშრა­ლი, ღრმა ალ­უვ­ი­უ­რი ნი­ად­აგ­ე­ბი. ვა­კე ად­გი­ლებ­ზე გა­შე­ნე­ბი­­სას ად­გი­ლი უნ­და იყ­ოს გაშ­ლი­ლი და მზი­ა­ნი. ფერ­დო­ბებ­ზე ად­გი­ლის შერ­ჩე­ვის დროს უპ­ირ­ატ­ეს­ო­ბა ენიჭება სამ­ხ­­რეთ, სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ და­ქა­ნე­ბებს. ლეღ­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბი შენ­დე­ბა მა­სი­ვე­ბად ან ცალ­­კე მწკ­რი­ვე­ბის სა­ხით ჩა­ი­სა და ციტ­რუ­სე­ბის პლან­ტა­ცი­ე­ბ­ის ირ­გვლივ, ში­­გა გზე­ბის ან არ­ხე­ბის გაწ­ვრივ.

ლეღვი სინათლის მოყვარული მცენარეა, ზომიერად ტე­ნიან გარემოში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, საშუალოდ ჯიშის მიხედ­­ვით-10-11°C უძლებს (ზოგიერთი ჯიში -20°C).

ლეღვი ირგვება: 8×8 მეტრზე, 6×6-ზე, 6×4-ზე, 5×5-ზე ან 5×4- მეტრზე კვების არით, ჯი­შისა და დასარგავი ადგილის გათვალისწინებით. დარგვისთვის თხრიან 60x60x60 სმ -ზე ორმოს, ორ­მოს ფსკერზე (15 სმ-მდე) ყრიან ამოთხრილი ნიადაგის ზედა ფენას და შემდეგ გადამწვარ ნაკელში შერეულ მიწას. ნერგის დარგვის სიღრმე 7-10 სმ-ია, ასეთ შემთ­ხვევაში კარგად ვითარდება დამატებითი ფესვები. დარ­გ­ვისას დატკეპნეთ, რომ გამოიდევნოს ჰაერი. დარ­გვა ისე ხდე­ბა, რო­გორც სხვა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ხი­ლის, გა­ზაფ­ხულ­­ზე: 15 თე­ბერ­ვლი­დან 20 აპ­რი­ლამ­დე და შე­მოდ­გო­მა­ზე _ ყინ­ვე­ბის დაწ­ყე­ბამ­დე. ბა­ღის გა­შე­ნე­ბი­სას, სა­ჭი­როა, ყუ­­რად­ღე­ბა მი­ექ­ცეს ურ­თი­ერ­თდა­მამ­ტვე­რი­ან­ებ­ე­ლი ჯი­შე­ბის სწორ შერ­­ჩე­ვას და გან­ლა­გე­ბას.

ლეღვის ხეს ძირითადად სანიტარული თვალსაზრისით სხლავენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ლეღ­ვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 220-230, ხოლო სხვა რეგიონებში 250 დღემდეც კი გრძელდება.

ქვემო ქართლსა და შიდა კახეთის დაბლობ რაიონებში ლეღვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა, დასვლეთის ზონებთან შედარებით ნაკლებია და 200-210 დღეს უდრის. ცალკეულ მიკროუბნებში (ალაზანი, წნორი) კი – 220 დღეს აღწევს. რა თქმა უნდა ეს მონაცემები იცვლება გარკვეული ჯიშების შესა­ბამისად.

კარგი მოსავლის მიღებისათვის საჭიროა, ყოველ გაზაფ­ხულზე გაფხვიერდეს ნიადაგი და შეიტანოთ მინერალური და ორგანული სასუქები.

გვიან ზაფხულში ან შემოდგომით უმჯობესია კალიუ­მია­ნი სასუქების შეტანა, ამ დროს აზოტიანი სასუქის მიცემა არ შეიძლება.

მორწყვის სიხშირე რეგიონის კლიმატურ პირობებზეა და­მოკიდებული. თუ ზაფხული ზომიერად თბილი და წვი­მია­­ნია დამატებითი ტენი ნაკლებად სჭირდება.

გვალვის შემთხვევაში, საჭიროა ნიადაგის ტენიანობის კონ­ტ­როლი. ტენის ნაკლებობა გა­მო­ი­­­წვევს ფოთლების გაყ­ვით­ლებას, ჩამოცვენას და შეამ­ცი­რებს მოსავლიანობას.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი