აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

 ვაზის პესტიციდებისგან დასაცავად ყოველმა მევენახემ უნდა იზრუნოს

კაცობრიობის განვითარების სიჩქარე დიდადაა დამოკიდებული თუ რა ინტენსივობით ეძებს და ნახულობს ის ახალს, რადგან ეს ახალია სწორედ იმის დამადასტურებელი, რომ საზოგადოება და ადამიანი ვითარდება. თუ ამ საზომით მივუდგებით ჩვენს სოფლის მეურნეობას კერძოდ კი მევენახეობას, წინსვლის ნაცვლად უკან, XX საუკუნის დასაწყისში დაბრუნდნენ და ვაზის შეწამვლა, ისევ ბორდოს ხსნარით დაიწყეს, რადგან იციან, რომ თანამედროვე შხამებთან შედარებით ის ნაკლებ საშიში პრეპარატია.

მართალია, არსებობს ასეთი ფრთიანი გამოთქმაც: „ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო“, მაგრამ როცა უკეთესი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალებები არსებობს, წყალბადის ზეჟანგის, ოზონირებული წყლის და კოლოიდური ვერცხლის სახით, ამ დროს არჩევანი, სწორედ მათზე უნდა შეაჩერო და არა ნაკლებ საშიშ და კარგად დავიწყებულ ძველზე, თუმცა ყველა აღნიშნული პრეპარატიც კარგად დავიწყებული ძველია, ოღონდ გამოყენების სფეროა ახალი.

სასიხარულოა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეურნეც მივიდა იმ დასკვნამდის, რომ თანამედროვე შხამქიმიკატი, მართალია წამალია მცენარისთვის, მაგრამ საწამლავია ნიადაგისთვის, ბუნებისთვის და მოსავლისთვის იქიდან კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ყველა, ნორმალურ ქვეყანაში მეურნე-ფერმერი, ყველაფერ ახალს სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტებიდან, კვლევითი ცენტრებიდან და საცდელი სადგურებიდან უნდა იღებდეს. სამწუხაროდ, ყველა ამ საშუალებას ქართველი მეურნე-ფერმერი მოკლებულია, რადგან ერთი უგუნური ხელისუფლების დანგრეულს აშენება, რომ უნდა, ამაზე რვა წელია ახალმა ხელისუფლებამ არ იზრუნა. ხელისუფლება, საერთოდ, რომ არ ფიქრობს მეცნიერებაზე ეს იქიდანაც ჩანს, რომ ქვეყანას აქვს სოფლის მეურნეობის აკადემია, ანუ მეცნიერების თავი. თითქოს გვაქვს სოფლის მეუნეობა, მეურნისა და ფერმერის სახით და არ გვაქვს მათი დამაკავშირებელი რგოლი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების და საცდელი სადგურების სახით.

აკადემია კი ამ სამეცნიერო ერთეულების გარეშე, ცარიელი ადგილია და მეტი არაფერი. ამ ნაკლის შევსება, რაღაც დოზით სოფლის მეურნეობაზე მწერალ ჟურნალ-გაზეთებს შეუძლიათ, მაგრამ აქაც სრული კატასტროფაა, ანუ მეცნიერსა და მეურნეს შორის დამაკავშირებელი ქვეყანაში გამომავალი ერთად-ერთი ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ უსახსრობის გამო, ბოლო რამდენიმე თვეა აღარ გამოდის. არადა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სახელმწიფო ორგანოებში, რომლებიც სოფლის მეურნეობას ემსახურებიან, ათასობით კაცი მუშაობს (სამწუხაროდ კაცი და არა აგრონომ-სპეციალისტი), მათგან მესამედმა მაინც, რომ გამოიწეროს სოფლის მეურნეობაზე მწერალი ეს ერთად-ერთი ჟურნალი და თავისი ეკონომისტისა და იურისტის ცოდნა, აგრონომიითაც რომ გაიმდიდროს, ეს ხალხიც რაღაცას ისწავლის და სოფელიც აღარ დაგვრჩება მეცნიერებას მოწყვეტილი. სხვათაშორის კომუნისტები ხალხის განათლებაზე, რომ ფიქრობდა, ამიტომ აიძულებდენ სოფელში მაცხოვრებელ ყველა ოჯახს გაზეთი „სოფლის ცხოვრება“ გამოეწერათ და ეკითხათ, სადაც ყველაფერი სიახლე სოფლის მეურნეობაზე იქ იყო განთავსებული. იქნებ გაიხსენოს ბატონმა მინისტრმა „კარგად დავიწყებული ეს ძველი“ და ასევე მოიქცეს.

ვხედავთ, რა, რომ ქვეყნის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის კვლევებით არ ინტერესდება, სოფლის მეურნეობას კი მეცნიერებისა და სიახლის გარეშე განვითარება არ შეუძლია, ამიტომ თსუ-სთან არსებულ ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა შოთა მირიანაშვილმა და ინსტიტუტის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტეს შეექმნათ „სოფლის მეურნეობაში სიახლეთა კვლევისა და დანერგვის განყოფილება“, სადაც რამდენიმე წელია ვცდილობთ საზღვარგარეთ დანერგილი და კარგად აპრობირებული საშუალებები ჩვენს სოფლის მეურნეობაში გადმოვიტანოთ, ანუ პესტიციდების ალტერნატიული პრეპარატების შექმნა-დანერგვაზე ვმუშაობთ. ამ მიზნით ვამზადებთ ოზონოგენერატორებს და ვცდილობთ ოზონირებული წყლით შევცვალოთ, როგორც ვაზის მწვანე მასის შესაწამლი პესტიციდები, ისე, მეღვინეობაში ოზონაირით ჩავანაცვლოდ გოგირდის ბოლი, რომელიც მართალია წარმატებით ახდენს ღვინოში არსებულ მავნე-მიკროორგანიზმების ინჰიბირებას, მაგრამ ნაშთის სახით ღვინოში რჩება და აუარესებს მის ხარისხს.  ოზონირებული წყლის გამოყენებას აფერხებს წყალში ოზონის კონცენტრაციის შენარჩუნების პრობლემა, რომელიც 20-25 წუთის შემდეგ ნახევრდება, მაგრამ ზურგზე მოსაკიდებელ აპარატებში ოზონაირის გამოყენებას ხელს არაფერი უშლის, რადგან ეს აპარატები საშუალოდ 15 ლიტრამდე წყალს იტევს, რომლის ჩამოცლას 10-12 წუთამდე დრო სჭირდება. ოზონირებული წყალი კი სულ დიდი ერთ წუთში უმკლავდება ყველა სახის დაავადების ბაქტერიებს და ვირუსებს. ამიტომ ჩვენ, ჩვენს ფერმერებს ვთავაზობთ 5-7 გრ/სთ-ში სიმძლავრის ოზონოგენერატორებს, რომელთა წარმადობა გათვლილია ზურგზე მოსაკიდებელ აპარატებზე და დღეის მონაცემებით 20-ამდე ასეთი აპარატი გვაქვს დამზადებული, რომლებიც წარმატებით მუშაობს ამბროლაურის, ბოლნისის, თელავის, გურჯაანის, გორის, ზესტაფონის, ახმეტისა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

ოზონის სოფლის მეურნეობაში გამოყენების მიზნით ძალიან წინაა წასული ამერიკისა და კანადის მეცნიერება და მრეწველობა, მათმა მეცნიერებმა ოზონოგენერატორი წლების წინ მოარგეს ტრაქტორის მისაბმელ ცისტერნას და სოფლის მეურნეობის კულტურების შეწამვლის პარალელურად ცისტერნაში ხდება წყლის ოზონირება. აღნიშნული საკითხი, ჩვენს ინსტიტუტშიაც წარმატებით დავამუშავეთ, მგრამ არ გვაქვს შესაბამისი სახსრები, რომ საცდელი ნიმუში დავამზადოთ და ფერმერებს ეს ყველაფერი საქმეში ვაჩვენოთ. კითხვაზე ვთხოვეთ თუ არა დახმარება ხელისუფლებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან თვითონ ფერმერებს გიპასუხებთ, რომ ვთხოვეთ, მაგრამ ყველა ისეა შეყვარებულია ამ შხამებზე, ძალაუნებურად ფიქრობ, რომ სწორედ ამ შხმების ბიზნესია მათი მამა მარჩენალი.

ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ ოზონის ვენახში გამოყენება დღეის მდგომარეობით პრობლემაა ჩვენი გლეხისათვის, ანუ ამისთვის, არც ტექნიკურად და არც ეკონომიურად ჩვენი გლეხი და ფერმერი დღეს, მზად არ არის, ამიტომ ბოლო სამი წელია ოზონის პარალელურად დავიწყეთ წყალბადის ზეჟანგით ვაზის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის დანერგვა, რომელ პრეპარატსაც დასავლეთი და ამერიკა, ათეულობით წელია ფართოდ იყენებს სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა კულტურაზე. წყალბადის ზეჟანგი (H2O2), ისე, როგორც ოზონი (H2O3) აქტიური ჟანგბადია  და ორივეს მოქმედების ერთი და იგივე მექანიზმი აქვს. მცენარეზე მოხვედრილი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი, წყლად და ჟანგბადად იშლება, ჟანგბადის ორი მოლეკულიდან ერთი წყალში რჩება, მეორე კი გამოთავისუფლდება აქტიური ჟანგბადის სახით, რომელიც აქტიური დამჟანგავია. ანუ მავნე მიკროორგანოებზე მოხვედრილი ეს აქტიური მოლეკულა მომენტალურად შლის მიკრობის უჯრედის ქსოვილს.

წყალბადის ზეჟანგი მოსახმარად ძალიან ადვილია, წყალში საჭირო დოზით გახსნილს, ემატება კონცენტრაციის შემანარჩუნებელ პრეპარატი „გაბროციდი“ ან ჩვეულებრივი იოდი და ამ ხსნარით ხდება ვაზის და სხვა კულტურების შეწამვლა, როგორც ხეხილის ისე ბოსტნეულის და ბაღჩეულის. ამიტომ ჩვენი გლეხისთვის მისი გამოყენება, ძალიან იოლია. გასულ წელს მესამე სეზონი იყო ამ პრეპარატით ვაზზე ფართო საველე გამოცდის ჩატარებისა, რომელშიაც მიუხედავად პანდემიისა ორმოცამდე მეურნემ მიიღი მონაწილეობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანმა ვაზის შეწამვლა სეზონზე 5-6-ჯერ მოახდინეს და აღნიშნეს, რომ საიმედოობის მხრივ წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოყენება, გაცილებით უკეთესია, ვიდრე პესტიციდები. თუ ეკოლოგიას და ეკონომიკურ მხარესაც გავითვალისწინებთ, ეს ის პრეპარატია, რომელიც ყველამხრივ მისაღებია ჩვენი მეურნისათვის.

წყალბადის ზეჟანგს მრეწველობა, ძირითადად 30% და 50%-იანი კონცენტრატის სახით უშვებს, მათგან კი ამზადებენ 3%-იან ხსნარებს, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. მსურველებს 3%-იანი ხსნარის შეძენა აფთიაქში შეუძლიათ, რაც შეეხება 50%-იანს მის შეძენაში ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. მათ შორის სხვაობა კი ისაა, რომ 50%-იანით ჰექტარი პლანტაციის შეწამვლა 5-6-ჯერ იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე, აფთიაქში ნაყიდით. ანუ თუ მცირე რაოდენობით გჭირდებათ აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ და გამოიყენოთ. დიდი რაოდენობის შემთხვევაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარის შეწამვლა ორი მიზნით ხდება, არის პროფილაქტიკური და მიზნობრივი, ანუ სამკურნალო შეწამვლები, როცა პროფილაქტიკურ შეწამვლას აკეთებთ მაშინ ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს 0,12-0,13%-იანი, ხოლო, როცა სამკურნალო წამლობა მიდის, მაშინ კონცენტრაცია 0,2 % და ცოტა მეტიც შეიძლება იყოს. ვისაც რაოდენობის გაანგარიშება ეზარება მათთვის განვმარტავ, რომ თუ 3%-იანი წყ/ზეჟანგის ხსნარი გაქვთ პროფილაქტიკური შეწამვლისათვის 10 ლიტრ წყალში გახსენით 300-350 გრ. 3%-იანი ხსნარი, ხოლო თუ 50%-იანი კონცენტრატი გაქვთ მაშინ 10 ლიტრ წყალში გახსენით 25 გრ. კონცენტრატი. თუ ათჯერ მეტი, ანუ 100 ლიტრი შესაწამლი სითხე გინდათ დაამზადოთ, მაშინ კონცენტრატიც ათჯერ მეტი უნდა აიღოთ. როცა მცენარის სამკურნალოდ შეწამვლა გინდათ მაშინ 10 ლიტრ წყალში 400-450 გრ. 3%-იანი წყ/ზეჟანგი გახსენით. ხოლო 50% კონცენტრატის შემთხვევაში 10 ლიტრ წყალში 30-35 გრ, წყ/ზეჟანგი გახსენით. დაიმახსოვრეთ ყველა შემთხვევაში ყოველ 10 ლიტრ წყალზე უნდა დაემატოს 1გრ. იოდი. რაც შეეხება „გაბროციდს“ ის მხოლოდ ჩვენ გვაქვს და მის მოხმარებას დამატებით გასწავლით.

არ დაგავიწყდეთ, რომ როგორც წყალბადის ზეჟანგი, ისე ოზონირებული წყალი, კონტაქტური პრეპარატია, ანუ ანადგურებს უკვე არსებულ დაავადებათა ბაქტერია-ვირუსებს, ამიტომ მისი გამოყენება, გაცილებით ეფექტურია, როცა დაავადების შემჩნევის დროს დაუყოვნებლივ შეწამლავთ ვაზს. რაც შეეხება პროფილაქტიკურ შეწამლას, ის იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ თუ დაავადება 15-20 დღის განმავლობაში არ გამოჩნდა.

დღეს კომპიუტერი თითქმის ყველას აქვს და ინგლისური ან რუსული ბევრმა იცის. ამიტომ გთხოვთ, დაეხმაროთ საკუთარ თავს, მარტო ჩვენ ნუ გვენდობით. ამ მიმართულებით, როგორც რუსულ ისე ინგლისურენოვან საიტებზე უამრავი მასალაა განთავსებული, აკრიფეთ ინგლისურად ან რუსულად „ перекис водорода в действии“ ან „оприскивание перекисю водорода და დაამატეთ ნებისმიერი თქვენთვის საჭირო კულტურა და ზღვა მასალას ნახავთ, წაიკითხეთ და გათვითცნობიერდით მცენარეთა წამლობის ახალ მიმართულებებში, რადგან ეს მარტო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი არაა, არამედ, ამით 3-4-ჯერ ამცირებთ ერთჯერადი შეწამვლის ღირებულებას თანამედროვე პესტიციდებთან შედარებით.

აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაში ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერეთა ჯგუფის მიერ დამზადებული ახალი სახის პრეპარატის „FLORAIMUNOSTIM”- ის ფართომასშტაბიანი გამოცდა. ესაა პრეპარატი, რომელიც მცენარეში ამაღლებს იმუნიტეტს და რამდენიმე წლის გამოყენების შემდეგ ვფიქრობთ შევძლებთ, მცენარეს ისე ავუმაღლოთ იმუნიტეტი, რომ ვაზის შეწამვლის რაოდენობა 2-3-მდე დავიყვანოთ. ეს მეთოდი ახალი სიტყვაა მეცნიერებაში და საჭირო თვისებათა გადაცემა, წყალში ინფორმაციის შეყვანით ხდება. გასულ წელს ამ პრეპარატში იმუნიტეტის ამაღლებასთან ერთად ჩაიდო ნაყოფში შაქრის მომატების ბრძანების ინფორმაცია. შარშან პრეპარატი გამოიცადა ზესტაფონში, სადაც ადესის ჯიშის ყურძენში შაქრის რაოდენობამ 22%-ს მიაღწია. პრეპარატზე მუშაობენ საქართველოს დიდი აკადემიის წევრი ნუგზარ შავთვალაძე და მეცნიერებათა დოქტორები თეიმურაზ თუმანიშვილი და ირაკლი გარსევანიშვილი. იმედია ამ მიმართულებით  წელს უკეთეს შედეგს მივაღწევთ და მომავალი წლიდან საშუალება მოგვეცემა პრეპარატი, ყველა მსურველს მივაწოდოთ.

დღეს შუა თებერვალია, ეს კი ის დროა, როცა ვაზისა და მცენარის შტამბი უნდა შეიწამლოს, რათა ადგილზე განადგურდეს ყველა ის მავნე მიკროორგანიზმი, რომლებიც ხის შტამბზე იზამთრებს, ამ მავნებელთა შტამბზე განადგურება იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულზე ფოთოლზე ამსვლელი აღარ დარჩება, ანუ პირველი წამლობა მაისის ბოლოსკენ გადაიწევს. ამ წამლობის ჩასატარებლად საჭიროა 05%-იანი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოყენება.

შოთა მირიანაშვილი, თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის  ს/კ ინსტიტუტის დირექტორი მეცნ. დოქტორი,

ჟორა გაბრიძიძე, თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი/. ტელ.  551 333 155.