მეწველი ძროხის დაზღვევა _ მნიშვნელოვანი სიახლე ქართველი ფერმერებისათვის
სადაზღვევო კომპანია ირაომ 2020 წელს შეიმუშავა მეწველი ძროხების სადაზღვევო პაკეტი, რომლის გაყიდვებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის რეგიონში შარშან დაიწყო.
პროექტის განხორციელების და პირობების შესახებ ჩვენ კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.
_ ვიდრე უშუალოდ პროექტს შევეხებით, ზოგადად რომ განგვიმარტოთ სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირება და მართვის პრინციპები?
_ დაზღვევა რისკის მართვის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება. სადაზღვევო სისტემა მასშტაბის პრინციპით მუშაობს: სადაზღვევო კომპანია კლიენტებისგან მცირე რაოდენობით მოსაკრებელს (პრემიას) იღებს და თანხებს ზარალის ასანაზღაურებლად აგროვებს. ამ გზით, რისკი მას გადაეცემა და დროსა და სივრცეში ნაწილდება; სადაზღვევო კომპანიას დანაკარგების გადახდა რეზერვებიდან (უამრავი ფერმერის მიერ გადახდილი პრემიუმები), კარგი (მოსავლიანი) წლებიდან ან იმ ფერმერების მეშვეობით შეუძლია, რომლებიც სხვა რეგიონებში ცხოვრობენ.
_ საქართველოში 2014 წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით აქტიურად დაიწყო მოსავლის დაზღვევის პროგრამა, თუმცა მესაქონლეობის მიმართულებით მსგავსი პროგრესი არ შეინიშნება. თქვენი აზრით რა იყოს ასეთი პასიურობის მიზეზი?
_ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ერთეულმა ფინანსურმა დაწესებულებებმა სცადეს პირუტყვის სადაზღვევო პაკეტის შემუშავება, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ფერმერთა მხრიდან დაზღვევის მიმართ კვლავაც მაღალი უნდობლობა შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები დაინტერესება გარკვეულწილად გამოწვეულია ფერმერთა შორის დაზღვევის შესახებ დაბალი ცნობიერებით, ამ ყველაფერს სხვა ლოგიკური ახსნაც აქვს. კერძოდ, ძირითადი მიზეზები, თუ რატომ იკავებენ თავს ფერმერები პირუტყვის დაზღვევისგან, შემდეგნაირად გამოიყურება: არსებული სადაზღვევო პროდუქტები არ ფარავენ ფერმერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკებს, მოსაკრებელი (პრემია) ერთ სულ პირუტყვზე ძვირია და ზარალის დადგომის შეთხვევაში ანაზღაურება ძალიან დაბალია.
_ როგორც ვიცი სადაზღვევო პაკეტის შემუშავებას წინ ჩატარებული კვლევა უძღოდა მეწველი ძროხის სიკვდილიანობის შესახებ? მოკლედ გაგვიზიარეთ მიღებული შედეგები?
_ ზემოთ ხსენებული გამოწვევების საპასუხოდ, 2020 წელს სადაზღვევო კომპანია ირაომ შეიმუშავა მეწველი ძროხების სადაზღვევო პაკეტი, რომლის გაყიდვებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასულ წელს უკვე დაიწყო. კომპანიამ სადაზღვევო პროდუქტის შემუშავებისას იხელმძღვანელა მიკროდაზღვევის ცენტრ მილიმანის (http://www.microinsurancecentre.org/ ) მიერ 2019 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მეწველი ძროხების სიკვდილიანობის მაჩვენებლის და სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დადგენას. აღსანიშანვია რომ, საქართველოში მსგავსი მასშტაბის რაოდენობრივი კვლევა მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და სადაზღვევო კომპანიები პირუტყვის სიკვდილიანობის მაჩვენებელს მხოლოდ ექსპერტთა მოსაზრებების საფუძველზე ადგენდნენ.
კვლევის თანახმად, მეწველი ძროხების სიკვდილის გამომწვევი მიზეზები მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოში მცირე ფერმერთათვის მორგებული პირუტყვთა დაზღვევა აუცილებლად უნდა მოიცავდეს დაავადებებისგან დაზღვევას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერებისთვის პროდუქტი საკმარისად მიმზიდველი არ იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ძროხის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალი აღმოჩნდა ვიდრე ამას ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ვარაუდობდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანებების გამო ცხოველების გაყიდვებსაც მივიღებთ მხედველობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეურნეობებში მაინც ნავარაუდევზე დაბალია.
_ რატომ უნდა დააზღვიოს ფერმერმა მეწველი ფური კომპანია ირაოში?
_ სადაზღვევო კომპანია ირაოს მიერ შემოთავაზებული მეწველი ძროხების სადაზღვევო პაკეტი ზუსტად პასუხობს ფერმერთა საჭიროებებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს თითქმის ყველა ისეთ რისკს, რამაც შეიძლება ძროხის სიკვდილი გამოიწვიოს – მათ შორის ინფექციურ, არაინფექციურ და ისეთ სპეციფიკურ დაავადებებს, რომლებიც კვებიდან გამომდინარეობს ( კეტოზი, აციდოზი, ტიმპანია, ატონია). ეს უკანასკნელნი სადაზღვევო კომპანიების მიერ ხშირად ზედმეტ თავის ტკივილად აღიქმებოდა და ყოველთვის იკავებდნენ თავს მისი დაზღვევისაგან.
ამავე დროს კვლევამ აჩვენა, რომ პირუტყვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების 54 პროცენტი სწორედ რომ, დაავადებებსა და დაუბალანსებელი საკვები რაციონით გამოწვეულ პრობლემებზე მოდის. ამის ფონზე, ლოგიკურია ფერმერების უნდობლობა და დაბალი ინტერესი მსგავსი პროდუქტების მიმართ.
შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია ირაომ გადაწყვიტა ყველა იმ სტანდარტულ რისკებთან ერთად, რომლის დაზღვევაც სხვა კომპანიებს აქვთ შემოთავაზებული, ასევე დააზღვიოს არაინფექციური და სპეციფიკური დაავადებებით გამოწვეული რისკები.
_ რა ღირს ძროხის დაზღვევა და რამდენია ანაზღაურება ძროხის სიკვდილის შემთხვევაში?
_ ერთი მეწველი ძროხის დაზღვევისთვის წელიწადში უნდა გადაიხადოთ მხოლოდ 30 ლარი. ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებული 1,000 ლარის ანაზღაურებას. თქვენ შეგიძლიათ ყველა იმ მეწველი ძროხის დაზღვევა, რომლის ასაკია 2-დან 9 წლის ჩათვლით.
_ რას არ ფარავს დაზღვევა?
ჯანმრთელი ძროხის დაკვლას! ასევე გამონაკლისია შემთხვევები: თუ ძროხა დაავადებულია დაზღვევამდე, თუ ძროხა დაავადებით მოკვდება დაზღვევიდან 15 დღის განმავლობაში, თუ ადგილი აქვს თაღლითურ ან კრიმინალურ შემთხვევას, ომს, ტერორისტულ აქტს ან ნაციონალიზაციას.
დამატებითი ინფორმაცია სადაზღვევო კომპანია ირაოს მეწველი ძროხების სადაზღვევო პროდუქტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ხშირად დასმულ კითხვებში:
- რომელი პირუტყვი იზღვევა?
_ იზღვევა მეწველი ფურები 2-დან 9 წლამდე, რომლებაც აქვთ მინიჭებული საყურე ნიშანი (ბირკა) და არის სახელმწიფო სავალდებულო პროგრამით აცრილი. მშრალობის პერიოდიოდში მყოფი პირუტყვი არ იზღვევა!
2.ანაზღაურდება თუ არა მეწველი ფურის დაკარგვა?
თუ მეწველი ფური დაიკარგება და არანაირი ნიშანი არ არსებობს რომ ის მოკვდა მაშინ ზარალი ვერ ანაზღაურდება. ამ შემთხვევაში სადაზღვევო ცდილობს თავიდან აირიდოს თაღლითობის მცდელობა. მაგალითად, თუ ფერმერი გაყიდის მეწველი ფური სხვა რეგიონში და იტყვის დავკარგეო. შესაბამისად რაიმე ნიშანი უნდა არსებობდეს სიკვდილის. თუ მგელმა შეჭამა – ძვლები და საყურე ნიშანი (ბირკა) მაინც იქნება დარჩენილი. თუ მეწველი ფური დაიკარგა და გარკვეული პერიოდის შემდეგ იპოვეთ სიკვდილის დამადასტურებელი სამხილები მაშინ ჩვეულებრივად ანაზღაურდება.
- ანაზღაურდება ზარალი თუ საყურე ნიშანი დაკარგულია?
_ იმ შემთხვევაში თუ ზარალი დადგა და მეწველი ძროხის მაიდენტიფიცირებელი საყურე ნიშანი დაკარგულია, სადაზღვევო კომპანია ცდილობს ფურის იდენტიფიცირებას სურათების მიხედვით, რომელსაც აგენტი დაზღვევისას იღებს.
- ანაზღაურდება თუ არა შემთხვევა, როდესაც მეწველი ფურმა მიიღო დაზიანება, არ მომკვდარა, მაგრამ დიდი შანსია, რომ უახლოეს პერიოდში მოკვდეს?
_ სასურველია ამ შემთხვევაში ფერმერმა დაურეკოს სადაზღვევო კომპანიას და შეატყობინოს მომხდარის შესახებ. სადაზღვევო კომპანია კი ფერმერთან გაგზავნის ვეტერინარს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას უნდა დაიკლას თუ არა მეწველი ფური. ამასთან, თუ მიღებული დაზიანება კრიტიკულია და შანსია მეწველი ფური მოკვდეს ძალიან მალე, მაშინ ფერმერმა აუცილებლად უნდა გადაუღოს მომაკვდავს ვიდეო, რომელსაც შემდგომ მტკიცებულებად გამოიყენებს.
- ანაზღაურდება თუ არა შემთხვევა, როდესაც მეწველი ფურმა მიიღო დაზიანება, არ მომკვდარა, მაგრამ ტრავმის გამო დაკარგა წველადობა?
_ ამ შემთხვევაში ფერმერი აუცილებლად ურეკავს სადაზღვევო კომპანიას. სადაზღვევო კომპანიის მიერ გაგზავნილი ვეტერინარი გასინჯავს მეწველი ფურს და თუ ის არ ექვემდებარება გამოჯანმრთლებას მაშინ ფერმერმა არ უნდა დაკლას. დროის გასვლის შემდგომ თუ მეწველი ფური კვლავ ვეღარ აღიდგენს პროდუქტიულობას ხელახლა უნდა მიმართოს სადაზღვევოს და შემდეგ
6. ანაზღაურდება თუ არა ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზარალი?
_ დიახ ანაზღაურდება.
7. შემიძლია თუ არა, რომ მხოლოდ მეწველი ფურების ნაწილი დავაზღვიო?
_ თუ ფერმერი მეწველი ფურების დაზღვევას აპირებს სასურველია დააზღვიოს მის საკუთრებაში მყოფი ყველა მეწველი მეწველი ფური. იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არ გააჩნია საკმარისი სახსრები და უნდა მხოლოდ რამდენიმეს დაზღვევა, მაშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი არჩევს დასაზღვევ მეწველ ძროხას.
8. რა ხდება თუ დაზღვეული მეწველი ფურის გაყიდვას გადაწყვეტს?
_ ამ შემთხვევაში აუცილებელია ვაცნობოთ სადაზღვევო კომპანიას. თუ სხვა მეწველი ფურის შეძენას აპირებთ სანაცვლოდ, შესაძლებელია დაზღვევის გადამისამართება სხვა მეწველ ფურზე. ასევე, სადაზღვევო კომპანიის იმპორტირების შემთხვევაში შესაძლებელია დაზღვევა გადაიბაროს თქვენი ძროხის ახალმა მეპატრონემ თუ ის ცხოვრობს იმავე გეოგრაფიულ არეალში.
ამ ეტაპზე ჩვენი სადაზღვევო პროდუქტი ვრცელდება სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და კახეთის 4 მუნიციპალიტეტში _ თელავი, ყვარელი, გურჯაანი და ახმეტა
აღნიშნული გეოგრაფიული არეალის გარეთ დამდგარი ზარალი, არ ანაზღაურდება!
დაგვიკავშირდით დღესვე!
სამცხე ჯავახეთში _ გურამ ჭინჭარაძე, ტელ: 599 51 78 91,
კახეთში _ შოთა შიშმანაშვილი, ტელ: 551 30 32 33